გინდა ნახო საოცარი ადგილები საოცარ ფერებში ჩაფლული? მაშინ აუცილებლად უნდა წამოგვყვეთ. მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი 29 სექტემბერს, შაბათს , გთავაზობთ ერთდღიან, სალაშქრო-სათავგადასავლო-შემეცნებით ტურს შემოდგომისფერ თრუსოს ხეობაში. შემოიკრიბეთ მეგობრები და წამოდით უმშვენიერესი ადგილების დასათვალიერებლად ♥
●შეხვედრის დრო და ადგილი:29 სექტემბერი, შაბათი მეტრო რუსთაველის წინ. დილის 07:00 საათი.
●ფასი: (ჩვენი ფონდის, " მინიმუმი" ს ჩათვლით)
●ფასში შედის : ტრანსპორტირება და გამყოლის მომსახურება.
●სირთულე:
მარტივი, გემრიელი სასიარულო ,ხეობის გზა ^_^
●ფეხით გასავლელი მანძილი
18 კმ ორივე გზა
●☼ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა
●ღირსშესანიშნავი ადგილები:
ქასარას კანიონი
თრუსოს ტრავერტინები
ნასოფლარი აბანო
კეტრისი
აბანოს უძირო, ბუყბუყა ტბა
ზაქაგორის ციხესიმაგრე
მინერალური წყლები
და საოცარი ხედები ველურ გარემოში
●რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სპორტული ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი
●რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი , ქუდი, სათვალე. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები.
თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :)
☛ფინანსური ნაწილი>>>
____________________
ტურზე რეგისტრაციისთვის საჭიროა:
მოგვწეროთ გვარი სახელი და მობილურის ნომერი, შემდეგ ჩარიცხოთ ტურის საფასური მითითებულ ანგარიშის ნომერზე.
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
დანიშნულება: თრუსოს ხეობა. სახელი და გვარი
მიმღები: ლელა წიკლაური
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს
☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:
★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.
1. დედაშვილი ან მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. და მეოთხე :მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
5. ვირტუალური დაგროვებითი ბარათი (ამაზე ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ დეტალურად)
☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ ლელა
☎ თენგო
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...
ბედნიერი ლაშქრობა ჩვენ ♥