national delicacy

რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ შრი ლანკაზე მოგზაურობისას!

  • ID: 45506
  • ნახვები: 3382
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/11/18
    დაბრუნება
    • 12/11/18
დამატებითი ინფორმაცია

10 რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ შრი ლანკაზე მოგზაურობისას!

 

1. მოინახულეთ სიგირია

სიგირია - 170 მეტრი სიმაღლის კლდე, რომლის თავზე განლაგებულია ციხე-სიმაგრე, ხოლო მის ძირში - გაუვალი ჯუნგლები. არქიტექტორებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ქალაქი-ზღაპარი შადრევნებით, ქანდაკებებითა და სასახლეებით. 
⚠️
ხელოვნების მოყვარულები აქ უნიკალური ფრესკების დასათვალიერებლად მოდიან. ხედი ციხე-სიმაგრიდან კი, ფანტასტიურია.

 

2. გაიგეთ მეტი ჩაის შესახებ

შრი ლანკას ბევრი სწორედ ჩაის დამსახურებით იცნობს. აქ ჩასულ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ არა მარტო მოინახულონ ჩაის პლანტაციები, რომლებიც მაღალ მთებზეა მოფენილი, არამედ მოხვდნენ ჩაის ქარხანაში, დააგემოვნონ ამ სასმელის სხვადასხვა სახეობა, შეისწავლონ ჩაის მირთმევის კულტურა და ხერხები, თუ როგორ გაარჩიონ ნამდვილი ცეილონური ჩაი.

 

3. მიიღეთ მონაწილეობა საფარიში

დაუვიწყარ შთაბეჭდილებას თქვენზე იალას ეროვნულ პარკში სპეციალური ავტომობილით გასეირნება მოახდენს. მგზავრობისას შეძლებთ ნახოთ ფარშევანგები, სპილოები, ნიანგები და სხვა ველური ცხოველები. გარდა ამისა, დატკბეთ უნიკალური ხედებით. ტურისტებისთვის საფარი - ეს არის შესაძლებლობა ერთდორულად მოხვდნენ ღია ზოოპარკში, მიიღონ ადრენალინი და გადაიღონ უამრავი დასამახსოვრებელი ფოტო ველურ ბუნებაში.
⚠️
მანქანიდან გადმოსვლა დაშვებულია მხოლოდ მკაცრად კონტროლირებულ ადგილებში, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით.

4. იმოგზაურეთ დროში

შრი ლანკაზე მოხვედრისას აუცილებლად უნდა იმგზავროთ მატარებლით ???? ერთის მხრივ, ის მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე, მეორე მხრივ, მოგახვედრებთ ოქროს საუკუნეში ვინაიდან მატარებლები ჯერ კიდევ კოლონიალური პერიოდისაა.

 

 

4. გადმოიხედეთ ხევიდან -„მსოლფიოს დასასრული"

პლატო ჰორტონის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. თითქმის ერთ კილომეტრიანი ხევი - „მსოლფიოს დასასრული“, დღის საათებში ყოველთვის ღრუბლებით არის დაფარული, თითქმის შეუძლებელია მიწის დანახვა. მხოლოდ დილით, ძალიან ადრე, როდესაც მზის ამოსვლისას ღრუბლები იფანტება, კუნძულის უკიდურესი სამხრეთის დანახვაც კი არის შესაძლებელი. 
⚠️
„მსოფლიოს დასასრულის“ გარდა, ჰორტონზე სხვა საინტერესო ადგილებსაც იხილავთ: ჩანჩქერები, ნაკადულები, გაუვალი ტყეები და იშვიათი ცხოველები აქ მრავლდ შეგხვდებათ.

 

 

5. გადმოიხედეთ ხევიდან -„მსოლფიოს დასასრული"

პლატო ჰორტონის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. თითქმის ერთ კილომეტრიანი ხევი - „მსოლფიოს დასასრული“, დღის საათებში ყოველთვის ღრუბლებით არის დაფარული, თითქმის შეუძლებელია მიწის დანახვა. მხოლოდ დილით, ძალიან ადრე, როდესაც მზის ამოსვლისას ღრუბლები იფანტება, კუნძულის უკიდურესი სამხრეთის დანახვაც კი არის შესაძლებელი. 
⚠️
„მსოფლიოს დასასრულის“ გარდა, ჰორტონზე სხვა საინტერესო ადგილებსაც იხილავთ: ჩანჩქერები, ნაკადულები, გაუვალი ტყეები და იშვიათი ცხოველები აქ მრავლდ შეგხვდებათ.

 

6. დამბულას გამოქვაბულის მონახულება

არქეოლოგიისა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების მოყვარულებს ძალიან მოგეწონებათ კუნძულ დამბულაზე გასეირნება. აქ მდებარეობს უზარმაზარი რელიგიური ცენტრი, ქვეყნის კულტურისა და ისტორიის საცავი. აქ განთავსებულია: ტაძრები, გამოქვაბულები, მონასტრები და ოქროს ტაძარი გამოქვაბულში. სწორედ ამ უკანასკნელშია თავმოყრილი ბუდას ქანდაკებების ყველაზე დიდი კოლექცია. 
⚠️
აქ მისულ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ უნიკალური მოვლენა, რომელსაც ადგილობრივები სასწაულს უწოდებენ: გამოქვაბულის კედლებზე წყალი არ ემორჩილება მიზიდულობის კანონს და ზემოთ ⬆️ მიედინება.

 

7. დააგემოვნეთ და შეაფასეთ ადგილობრივი სამზარეულო

შრი ლანკაზე ჩასულებმა აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ იქაური სამზარეულო. ადგილობრივები ნამდვილად გაგაოცებენ ეგზოტიკური კერძებით. ბრინჯი  და კარი მთავარი და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე იაფი საჭმელია შრი ლანკას მაცხოვრებლებისათვის. 
⚠️
ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ კოტტუ-როტი, ვადაი, ბურიანი და რა თქმა უნდა, ზღვისპროდუქტებისგან მომზადებული კერძები.

 

8. შეიძინეთ ადგილობრივი სანელელები

შრი ლანკაზე დასვენებისას აუცილებლად შეიძინეთ ადგილობრივი, მსოფლიოში არომატოთ განთქმული სანელებლები. 
⚠️
თქვენი მეგობრებისა და ახლობლებისათვის სამახსოვრო საჩუქრადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ. განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც კულინარია უყვარს.

 

9. მოუსმინეთ „მომღერალ თევზებს“ ????ბატიკალოაში

უკვე მრავალი წელია მეცნიერები ვერ მივიდნენ დასკვნამდე თუ რა იწვევს ბატიკალოას ლაგუნაში უცნაურ აკუსტიკურ ეფექტს - „მომღერალ თევზებს“. ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით სავსე მთვარეობისას, ლაგუნადად მოდის „თევზების სიმღერის“ ხმა, რასაც დაახლოებით მინის ჭიქის ან სიმების ხმას ამსგავსებენ.
⚠️
„თევზების სიმღერას“ ჯობია მოუსმინოთ ხიდიდან - Lady Manning, გვიან ღამით, როცა გარშემო სიმშვიდეა. 

 

10. აღნიშნეთ „ესალა პერახერა“

„ესალა პერახერა" - კარნავალი რომელსაც ისტორიული ფესვები და რელიგიური ქვეტექსტი აქვს. ეს არის ბუდისტური დღესასწული, რომელიც ყოველწლიურად ქალაქ კანდიში 11 დღის განმავლობაში ტარდება. ამ დროს მთელ ქალაქში ისმის ფლეიტისა და დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა, ქუჩები ივსება მოცეკვავეებით მუსიკოსებითა და აკრობატებით. განსაკუთრებულ ინტერესს სპილოები იწვევენ, მათი ხორთუმები მორთულია ნათურებით, ეშვები - ვერცხლის სამკაულებით, ხოლო ზემოდან ოქროთი მორთული გადასაფარებლები ახურავთ. 
⚠️
სპილოები დღესასწაულის მთავარი მოქმედი პირები არიან. მათგან ერთ-ერთი კი, წმინდად ითვება, ვინაიდან ქუჩებში წმინდა რელიქვიას-ბუდას კბილს დაატარებს.

 

შრი ლანკა, ეგზოტიკური სამყარო 

მოგზაურობის პერიოდი : 05.11.2018 - 12.11.2018

 Ritas Beach 3* -

 Turyaa Kalutara 4* -

 Club Waskaduwa Beach Resort & Spa 5* -

 Citrus Waskaduwa Hotel 5* -

ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში

ღირებულებაში შედის :
✅ ავიაბილეთები
✅ ტრანსფერი
✅ კვება All Inclusive 
✅ სამოგზაურო დაზღვევა

ფასები ცვალებადია, გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორთან.
☎️ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/11/18
    დაბრუნება
    • 12/11/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა