21 ოქტომბერს გთავაზობთ ტურს თურქეთში - ყარსის პროვინციაში
შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 02:45 სთ
გასვლა: 03:00 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. ქაჯის ციხე - ციხესიმაგრე, მდებარეობს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე — ერუშეთში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაა. პირველად ასურულ ლურსმულ წყაროებში იხსენიება შემდეგ კი მე-6 საუკინეშია მოხსენიიებული ძველ ბერძნულ წყაროებში, როგორც მსოფლიოს უმძლავრესი ციხესიმაგრე. ვარაუდობდობენ რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი.
2. ჩილდირის ტბა - მდებარეობს აღმოსავლეთ ანატოლიაში, ყარსის ზეგანზე, მთათა შესაყარზე, ზღვის დონიდან 1959 მეტრი. ფართობი 120 კმ², სიღრმე — 42 მეტრი.
3. ყარსი - ქალაქი ყარსი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ეკუთვნოდა. ყარსის ქართული ისტორიული სახელი კარი იყო. XVI საუკუნეში შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1878 წელს რუსეთის იმპერიამ დაიპყრო და დაპყრობილი ჰყავდა მანამ სანამ, 1921 წელს ყარსის ზავით თურქეთის რესპუბლიკას არ დაუბრუნდა.
4. ანისი - 1001 ეკლესიის ქალაქი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - 961-1045 წლებში იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი. აღნიშნული სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას.
1064 წელს ანისს თავს დაესხა თურქ-სელჩუკების სულთანი ალფ-არსლანი და 25-დღიანი ალყის შემდეგ აიღო ქალაქი. 1072 წელს სელჩუკებმა ანისი ქურთული წარმოშობის შედადიანების დინასტიას მიჰყიდეს. შედადიანები თავდაპირველად მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებდნენ ანისის მიმართ, მაგრამ მას შემდეგ რაც შეუწყნარებლობა გამოიჩინეს ადგილობრივების მიმართ დახმარების თხოვნით მიმართეს საქართველოს მეფეს დავით აღმაშენებელს, რომელმაც აიღო კიდეც ქალაქი 1124 წელს და გაათავისუფლა შედადიანებისაგან. ანისის ქართველებმა კვლავ გაათავისუფლეს 1161 და 1174 წლებში, თუმცა მას ისევ შედადიანები იბრუნებდნენ. 1199 წელს ქართველთა მეფე თამარის ჯარმა აიღო ანისი, შედადიანები გააძევა და მის მმართველებად დანიშნა ზაქარია და ივანე მხარგრძელები.
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
3-4 კმ. ჯამში
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
რა ჩავიცვა?!
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღოთ საწვიმარი...
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი