რომი - (პიზა) - მონტეკატინი-ტერმე - (სიენა - სან ჯიმინიანო) - ფლორენცია - ბოლონია - ვენეცია - რიმინი - სან მარინო - რომი
აირჩიეთ გამგზავრების თარიღი: 16.05.22, 30.05.22, 20.06.22, 04.07.22, 25.07.22, 15.08.22, 29.08.22
რომი / ორშაბათი
რომში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა. ტრანსფერი და რომის სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტურმოში.
ფლორენცია (სიენა - სან ჯიმინიანო) / ოთხშაბათი საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში. სურვილისამებრ, ექსკურსია მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქებში - სიენასა და სან-ჯიმილიანოში. მონტეკატანი-ტერმის მიდამოებში არსებულ სასტუმროში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.
ფლორენცია - ბოლონია / ხუთშაბათი
საუზმე სასტუმროში. ფლორენციაში გადასვლა.
მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია ფლორენციის ისტორიულ ცენტრში: სინიორიის და პალაცო ვეკოს მოედნები, სატაძრო მოედანი, მარია დელ ფიორეს ტაძარი, სანტა-კროჩეს ტაძარი - ცნობილი ფლორენციელების - მიქელანჯელოს, მაკიაველის, გალილეის აკლდამა. თავისუფალი დრო. უფიცის გალერეაში ექსკურსიის შემოთავაზება (დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში).
დღის მეორე ნახევარში ბოლონიაში გადასვლა. თავისუფალი დრო. ემილია რომანიის რეგიონში მდებარე სასტუმროში განთავსება და ღამისთევა სასტუმროში.
ვენეცია / პარასკევი
სასტუმროში საუზმე. გამგზავრება ვენეციაში - მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. თქვენ წინ გელით მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში გიდის თანხლებით, სადაც ნახავთ სან მარკოს მოედანს, სან მარკოს ბაზილიკას, კომპანილეს - ვენეციის ყველაზე მაღალ შენობას. არ დაგავიწყდეთ გონდოლებით (ვენეციის ტრანსპორტის ეგზოტიკური სახეობა) გასეირნება, რა დროსაც ჩაეფლობით ვენეციის რესპუბლიკის წარსულში. რიმინის მიდამოებში გადასვლა და ღამისთევა სასტუმროში.
რიმინი / შაბათი
სასტუმროში საუზმე. სან-მარინოს რესპუბლიკის მონახულება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
რომი / კვირა
სასტუმროში საუზმე. რომში გადასვლა. ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია, მოინახულებთ: ნავონას მოედანს, პანთეონს, ვენეციის მოედანს, კოლიზეუმს, რომაულ ფორუმებს. რომის სასტუმროში განთავსება და ღამისთევა.
ორშაბათი
სასტუმროში საუზმე და ტრანსფერი აეროპორტში.
ტურის ღირებულებაა ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში ღირებულებაში შედის:
- ჯგუფური ტრანსფერები: აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი (ფიუმიჩინოს და ჩამპინოს ყველა რეისის შემთხვევაში);
- 3 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება (სასტუმრო არ მდებარეობს რომის ცენტრალურ ნაწილში);
- კვება: დილის საუზმე
- გადაადგილება კომფორტული ავტობუსით მთელი ტურის განმავლობაში;
- გიდი
- ექსკურსია ვენეციაში, ფლორენციაში, რომში, ვატიკანში და სან მარინოში
- ექსკურსია ფლორენციაში;
ღირებუელბაში არ შედის ავიაბილეთები, რომლის ფასი დმაოკიდებულია სასურველ პერიოდზე.
სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ექსკურსიებით: ღამის რომი, ნეაპოლი და პომპენი, სიენა და სან ჯიმინიანო, პიზა, უფიცის გალერია
აუცილებლად გადასახდელი!
- ყურსასმენებით სარგებლობა მტელი ტურის განმავლობაში - 15 ევრო;
- ვენეციაში: დიდი არხით გავლა - უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება - 30 ევრო ან ჯუდეკის არხით გავლა - უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება - 20 ევრო
სასტუმროს გადასახადები (city tax), რომელსაც იხდით ადგილზე:
• რომის 3* სასტუმროში: 3-6 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
• მონტეკატინ-ტერმე 3* სასტუმროში: 1,5 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
• ბოლონიის 3* სასტუმროში: 1,5-3 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
• ვენეციის შემოგარენში არსებულ 3* სასტუმროში: 1,8 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
() ;
() ;
() ;
() ;
გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25
#TUREBIge