national delicacy

გრემი, ნეკრესი, ილიას ტბა და მუზეუმი, საჯარის ჩანჩქერი და ა.შ.

  • ID: 45720
  • ნახვები: 10560
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/10/18
    დაბრუნება
    • 13/10/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ,,კახეთის კარიბჭე“ (ყვარლის რაიონი).

1. ილიას ტბა
2. ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი
3. ნეკრესი - აბიბოს ნეკრესელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-4-16 საუკუნეები.
4. გრემი - ციხე-ქალაქი, მე-15 საუკუნე
5. საჯარის ჩანჩქერი
6. ინწობას კომპლექსი (ფიქალები, კახეთის კარიბჭე) - ნათლისმცემლის ეკლესია, მე-6 საუკუნე.

ამის შემდეგ თუ დრო დაგვრჩა, შეგვიძლია მოვინახულოთ სოფელ საბუეს ტაძრები:

1. საბუეს იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, მე-5-10 საუკუნეები. 
2. საბუეს ორმოცთა საყდარი მე-14 საუკუნე.
3. საბუეს წმ. შიოს ბაზილიკა მე-6 საუკუნე.

✔ 13 ოქტომბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება:

ფეხით სასიარულო ერთი გზა 3 კმ. 
ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში - 6 კმ. მარტივი სირთულის. 

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:30 სთ-დან.
გავდივართ 6:45 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის: 
- ილია ჭავჭავაძის მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისთვის - 2 ლ., სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის - 1 ლ. გიდის მომსახურება - 5 ლ.

- გრემის მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: 3 ლ.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. ილიას ტბა - მდინარე დურუჯის ხეობაში, ყვარლის რაიონში. ხელოვნური ტბა მდებარეობს ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ტბას ცალი მხრიდან გარს ერტყმიან ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორები, ხოლო მეორე მხარეს გაშენებულია დასასვენებელი პარკი, კაფეები, რესტორნები, ტყეში კი შენდება ახალი სასტუმრო. ტბა მოეწყო სახელმწიფო ხარჯებით, ყვარელის რაიონში დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, და იგი ადგილობრივების საყვარელ დასასვენებენ ადგილად იქცა.

2. ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი - სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს და საგამოფენო დარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები, მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX სს. იარაღი, ავეჯი, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიას თხზულებათა გამოცემები სხვადასხვა ენაზე.

3. ნეკრესი - დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. მე-2-1 სს.). მე-4 საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც მე-6 საუკუნეში დამკვიდრდა აბიბოს ნეკრესელი. ერთადერთი ასურელი მამა, რომელიც აწამეს. 
ნეკრესში არის რამოდენიმე ხუროთმოძღვრების ძეგლი: მე-4 ს. ბაზილიკა, მე-7 ს. სამნავიანი ბაზილიკა, მე-8-9 ს. გუმბათოვანი ეკლესია, მე-16 ს. კოშკი და ა.შ. 

4. გრემი მე-15 ს. - ქალაქი სამი ნაწილისაგან შედგებოდა, ცენტრალურსა და მთავარს წარმოადგენდა ციტადელი, მთავარანგელოზის ეკლესიის ანსამბლი. მის აღმოსავლეთით მდებარეობდა მეფეთა და ქართველ დიდებულთა საცხოვრებელი უბანი, ხოლო დასავლეთის მონაკვეთი სავაჭრო უბანი იყო. 1466 წლიდან იგი კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. გრემში კულტურულ _ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ დავით მეფე, ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I და სხვანი. 1614-1616 წლებში შაჰ-აბას I-ის ლაშქრობების შედეგად გრემი გაპარტახდა.

5. საჯარის ჩანჩქერი

6. ინწობას კომპლექსი (ფიქალები) - მე-6 ს. ნათლისმცემლის ეკლესიისა და ქვის ზღუდის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია მრავალჯერ დანგრეულა და შეუკეთებიათ. ტაძართან ახლოს დაღესტნის სასაზღვრო ზოლია.

----------------------

1. საბუე იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, მე-5-10 საუკუნეები. 

2. საბუე ორმოცთა საყდარი მე-14 საუკუნე.

3. საბუე წმ. შიოს ბაზილიკა მე-6 საუკუნე.

----------------------

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/10/18
    დაბრუნება
    • 13/10/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა