საშემოდგომო აქცია - კაბადოკიის მოგზაურობის ყველა თარიღზე
ყველაზე ლამაზი და აქტიური სეზონი სამოგზაუროდ <3 <3 <3
ჩვენ კი ვაგრძელებთ რეგულარულ რეისებს კაბადოკიის მიმართულებით✌✌✌
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და იმოგზაურეთ ყველაზე კომფორტული პირობით <3 <3
Traveler ge გთავაზობთ 5 დღიან მოგზაურობებს კაბადოკიაში!
17-18-19-20-21 ოქტომბერი (ვემზადებით 100 მონაწილე)
24-25-26-27-28 ოქტომბერი (ტურზე დარჩენილია 4 ადგილი)
31 ოქტომბერი 1-2-3-4 ნოემბერი (ტურზე დარჩენილია 6 ადგილი)
7-8-9-10-11 ნოემბერი (ტურზე დარჩენილია 8 ადგილი)
14-15-16-17-18 ნოემბერი (ტურზე დარჩენილია 13 ადგილი)
21-22-23-24-25 ნოემბერი ( გიორგობა, ტურზე დაიწყო მეორე ავტობუსის შევსება )
5-6-7-8-9 დეკემბერი
12-13-14-15-16 დეკემბერი
19-20-21-22-23 დეკემბერი
26-27-28-29-30 დეკემბერი
მეგობრებო შეგახსენებთ რომ, ყველა ტური გარანტირებულად გადის!!
^_^ ^_^ ^_^
Hot Air Balloon Cappadocia
გმადლობთ, რომ თქვენი მოგზაურობა ანდეთ TRAVELER GE <3
თქვენი ხელშეწყობით გპირდებით, რომ ტური იქნება
დაუვიწყარი მოგონება თქვენს ცხოვრებაში.
ღირებულებაში შედის:
*მგზავრობა ავტობუსით
*ფოტოგადაღება
*გიდის მომსახურება
*შიდა გადაადგილება
*სასტუმრო 4****
*დილის საუზმე
ღირებულებაში არ შედის:
*მუზეუმების მოსაკრებელი ჯამში 100 ლირა
*საღამოს კვება ( ერთი ვახშამი 20-25 ლირა )
*საჰაერო ბუშტით ფრენა ( ერთ ადამიანზე )
*აუცილებელია აიდი ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი.
ტურზე მოცემულ ყველა ღირსშესანიშნაობას ნახავთ გიდთან და გამყოლებთან ერთად, თუმცა თავისუფალი დროის მიღმა ნუ შეიზღუდებით და შეუშინდებით უცხო გარემოს, დამოუკიდებლად ისეირნეთ გორემეს ულამაზეს ქუჩებში.
გზის აბნევის შემთხვევაში ნუ მოგერიდებათ გააჩეროთ ადგილობრივი და ჰკითხოთ სასტუმროს გზა, თუმცა დამიჯერეთ, გორემეში დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
დღე პირველი
• 05:00-13:00- შეხვედრა რედისონთან -> ჩასვლა სარფის გამშვებზე (შესვენება/გზაზე გაჩერებები 1 საათი)
• 13:00-15:00 საბაჟო პროცედურები, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ID მოწმობის შემთხვევაში, საზღვარზე გადმოგცემენ ფურცელს, რომელიც არის საზღვრის გადაკვეთის მოწმობა, აუცილებლად შეინახეთ აღნიშნული ფურცელი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსში არ დატოვოთ არანაირი ხელბარგი, ასეთ შემთხვევაში ავტობუსის შემოწმება საზღვარზე წაიღებს გაცილებით დიდ დროს.
• 17:00-19:00 Ayasofia Kilisesi Trabzon - აია-სოფიას ტაძარი ან მცირე აია-სოფია — გვიანი ბიზანტიური არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლი ტრაპიზონში. ცნობილია XIII საუკუნის ფრესკებით. ტაძარი მდებარეობს ტრაპიზონის ისტორიული ცენტრიდან დასავლეთით. ტაძარი გადაკეთებულია მეჩეთად. ამჟამად იქ მდებარეობს
• 19:00-07:00 გასვლა გორემესკენ, 900 კილომეტრი. 12 საათი მგზავრობა.
დღე მეორე
• 10:00 ჩასვლა Kapadokya/Goreme
• 10:00-12:00 სასტუმროში დაბინავება, მოწესრიგება, მომზადება. რეგისტრაციის გავლა.თავისუფალი დრო.
•14:00-.შოპინგი გორემეში, შეგიძლიათ სხვადასხვა ველებზე მოიწყოთ ველოტური, კვადროციკლის ტური, ცხენებით გასეირნება და ა.შ. ველოსიპედის ქირაობა ერთი საათი შეადგენს 20 ლირას, მოტოციკლეტის 20 ლირას, კვადროციკლის 40 ლირას, ცხენის 50 ლირას.
• 17:00 ფეხით გასეირნება, ქუჩების, მაღაზიების, სახელოსნოების დათვალიერება. კაპადოკიის გული დღეს გორემეა, აქაა თავმყორილი საუკეთესო სასტუმროები, აქაა ყველაზე მეტი ტურისტული კომპანიები საარენდო კვადროციკლებით თუ მოტოციკლებით, სუვენირების მაღაზიები, კაფეები, ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები, თიხის სახელოსნოები, სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგასწავლიან თიხის ზელვის საწყისებს და სამახსოვროდ თქვენივე გაკეთებულ თიხის ჭურჭელსაც გამოგატანენ.
საღამოს ავდივართ ყველაზე მაღალ ადგილას და ვტკბებით მზის ჩასვლით.
დღე მესამე
• დილით გასვლა 10:00 საათზე :
Goreme Open Air Museum გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი, გორემეს ხეობაში უმნიშვნელოვანესი სანახაობაა გორემეს ღია მუზეუმი., გორემეს ღია მუზეუმში გახლავთ ყველაზე მთავარი, გამორჩეული ძეგლები: ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვ. ისინი ერთმანეთის მიყოლებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენენ. ამ რეგიონში მოგზაურობისას პილიგრიმს განსაკუთრებული ემოცია ტოკალის ეკლესიის ხილვისას უჩნდება. ტაძრის შესასვლელში დამთვალიერებლის ყურადღებას ღვთისმშობლის შედარებით დაზიანებული ფრესკა იქცევს, რომელიც 1994 წელს “შენ ხარ ვენახის” ხატის სახელით დაიწერა და დღეს უკვე ცნობილი საგალობელი და ხატწერის ნიმუშია. ის სწორედ ტოკალის ეკლესიას უკავშირდება. 1 კილომეტრი გორემეს ცენტრიდან. ბილეთის ღირებულება 30 ლირა, ლირა ბნელი ეკლესია.
• 12:00-14:00 Çavuşin, Nevşehir, Turkey ჩავუშინი, ნიკოფორე ფოკას ეკლესია( ბილეთის ღირებულება 8 ლირა) -სოფელი ჩავუშინი წარმოადგენს ყველაზე საინტერესო დასახლებას კაპადოკიაში, სოფელ ჩავუშინის ნასახლარი, რომელიც 1962 წელს მიწისძვრამ იმსხვერპლა. V საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრით, ( შესვლა უფასოა) სადაც შემორჩენილია მე-7-8-9 საუკუნის ფრესკები. ზეპირი გადმოცემით, ჩავუშინში იყო წმინდა გიორგის საცხოვრებელი სახლი... მთელი ქალაქია კლდეში გამოკვეთილი, სადაც დღესდღეობით ჩაშენებულია ალაგ-ალაგ სასტუმროები და საცხოვრებელი ოთახები. 4 კილომეტრი გორემეს ღია მუზეუმიდან.
• 14:00-16:00 ფაშაბაღი-ფაშაბაღს სხვანაირად ბერების ხეობას უწოდებენ. ეს კომპლექსი განთქმულია ფანტასტიური ხედებით და პეიზაჟებით და კიდევ იმით, რომ აქაა წმინდა სვიმონ მესვეტეს კელია, სადაც ის ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. 12- ზოგი ცნობით კი 15 წლის განმავლობაში... ეს ის დიდი სვიმონ მესვეტეა, რომელმაც დასაბამი ჩაუყარა მესვეტეობას ქრისტიანობაში და რომელიც შემდეგ ანტაკიაში გადასახლდა. 2 კილომეტრი ჩავუშინიდან. (შესვლა უფასოა).
• 16:00-19:00 თავისუფალი დრო
• 19:00-21:00 Uchisar/Kapadokya უჩისარის ციხესიმაგრე, მზის ჩასვლის ნახვა ციხედან.-უჩისარის ციხე - ყველაზე მაღალი ადგილია მთელს კაპადოკიაში. 60 მეტრის სიმაღლეს კლდე, რომელზედაც ციხე ააგეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა ამოზიდული. ციხიდან იშლება ულამაზესი 360 გრადუსიანი პანორამა მთელს კაპადოკიაზე! კარგ ამინდში მოჩანს ანატოლიის ყინულიანი მწვერვალები - ერჯიესი და ჰასანდაგი. თურქულ ენაზე უჩისარი ნიშნავს "სამ ციხეს". კლდე მართლაც შედგება ორი ნაწილისგან, მესამე კლდოვანი ნაწილი კი შორიახლო მდებარეობს... არავინ იცის ზუსტად, როდის დაიწყეს ამ კლდის გამოყენება ციხედ, თუმცა ცნობილია, რომ მას უკვე იყენებდნენ ხეთების პერიოდში, არაფერს ვამბობთ რა რომაელების ბატონობის და ბიზანტიის იმპერიის დროზე. 1398 წელს ციხე აიღეს სელჯუკებმა ბეიიაზიდ II-ის მეთაურობით და მე-15 საუკუნიდან ის უკვე ოსმალების საკუთრება იყო. ბილეთის ფასი 6,5 ლირა. 5 კილომეტრი გორემედან.
• 21:00- დაბრუნება გორემეში. თავისუფალი დრო
დღე მეოთხე
• 10:00 საათი - Kaymakli Underground City მიწისქვეშა ქალაქი ნიგდეს პროვინციაში, ერთერთი უძველესი ხეთური ცივილიზაციის კვალი კაბადოკიაში, რომელიც ძირითადად საომარი მოქმედებების დროს იქნა გამოყენებული ხეთების მიერ. მას მერე რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1180 წელს დაშლა დაიწყო ხეთურმა იმპერიამ, კაბადოკიის მიწაზე უძველესი ქართველური ტომები "ხალიბები" აღმოცენდენ და დაიწყეს კაბადოკიის მიწის გამოყენება, ქრისტიანების კვალი ყველაზე მეტად იკვეთება კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქში სადაც ეკლესია სრული ფორმითაა შემონახული რაც გვაჩვენებს რომ ეს ადგილები უძველესი ქრისტიანების განსახლების ძირითადი კერა ყოფილა ...
11:00 საათი - Derinkuyu, Underground City, Cappadocia : დერენქუიუს მიწისქვეშა ქალაქი რომელიც ყველაზე ღრმა უძველეს ნასახლარს წარმოადგენს კაბადოკიაში და რომლის სიღრმე 80 მეტრამდეა.... მიწისქვეშა ქალაქის დანიშნულება და ფუნქციური ხასიათი თითქმის იგივეა რაც კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქის, მცირე განსხვავებებს მახასიათებლებში ადგილზე მოვყვებით როდესაც ვესტუმრებით ამ იდუმალებით მოცულ ადგილს ♥
• 12:00-14:00 ქალაქი Ürgüp / Cappadocia ურგუპი-ნევშეჰირის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი, ცნობილია კლდეში ნაკვეთი მთით, Wish Hill, იგივე სურვილების მთა, რომელიც უკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში დატყვევებული რუსი ჯარისკაცის ისტორიას. მთის წვერზე არის ურგუპის სულთნის კილიჩარსლანის საფლავი. ურგუპი ცნობილია უჩგუზელერის პანორამით, სოკოების ფორმის რელიეფი გადაჰყურებს ნევშეჰირის მთელ პროვინციას. 5 კილომეტრი გორემედან. შესვლა უფასოა.
• 15:00-17:00 მუსტაფაფაშა-ბერძნების ქალაქი. 1924 წლის საბერძნეთისა და თურქეთის მიერ მოსახლეობის გაცვლის შედეგად, ეთნიკური ბერძნების უმრავლესობამ ქალაქი დატოვა და ახლა აქ ეთნიკური თურქები სახლობენ. ქალაქი არის ავთენტური სილამაზის,ნაკლებადაა დატვირთული და ათვისებული ტურისტებით, არის მშვიდი გარემო დასასვენებლად და ნამდვილი თურქული სულის შესაცნობად. 5 კილომეტრი ურგუპიდან.
•17:00 თავისუფალი დრო და შოპინგი
დღე მეხუთე
23:00 თბილისში დაბრუნება
-----------------------------------------
ავტობუსით მგზავრობის და სასტუმროში განთავსების დროს აუცილებელია სწორი განწესი რათა მოგზაურობა იყოს მართლაც დაუვიწყარი <3 <3
პირველად საქართველოში :
თრეველერ ჯი გთავაზობთ ყველაზე მოსახერხებელ და ადაპტირებულ პირობებს მშვიდი და კომფორტული მგზავრობისთვის.
იმისათვის რომ გრძელ გზაზე მგზავრობა იყოს სასიამოვნო და კაბადოკიის გრძელი გზის დასასრულს თქვენ იგრძნოთ კომფორტული მგზავრობის შედეგი ამისთვის გვაქვს რამოდენიმე წესი:
1)ვიკრიბებით დაუგვიანებლად გასვლის ადგილზე. იმ დროს რა დროც დაანონსებული იქნება ჩვენს მიერ.
2) ტრანსპორტში ადგილებს ვიკავებთ იმის მიხედვით, როგორც იქნება თავისუფალი თქვენი მოსვლის მომენტისთვის, ტრანსპორტში ადგილები არ რეზერვდება წინასწარი შეკვეთით....
3) მგზავრების აყვანა ხდება თბილისი ბათუმის ცენტრალურ ავტობანის მონაკვეთზე. ავტობუსი არ უხვევს შიდა ქალაქებსა და შიდა ქუჩებში.
4) მგზავრობისას აუცილებელი პირობაა : უხმაუროდ, ყოველგვარი ზედმეტი გადაძახილ-გადმოძახილის გარეშე ვიმგზავროთ, რაც მშვიდი მოგზაურობის აუცილებელი პირობაა.
5) მგზავრობის დროს არ ვუსმენთ მაღალ ხმაზე მუსიკას, ამისათვის უნდა ვიქონიოთ ყურსასმენები და ისე ვუსმინოთ მუსიკას.
6) მგზავრობის დროს არ ვცეკვავთ ტრანსპორტში, არ ვმღერით ტრანსპორტში და თავს ვიკავებთ ყოველგვარი იმისგან რაც არის ხმაურის გამომწვევი და სიმშვიდის დამრღვევი.
7) სრული მგზავრობის დროს მკაცრად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება თბილისიდან კაბადოკიამდე, როგორც ტრანსპოტრში ასევე გაჩერებებზე. ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ყოველ გვარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება მოგზაურობიდან.
8) არ ვეწევით თამბაქოს ტრანსპორტში, არ ვიბკურებთ მძაფრ სუნამოებს ტრანსპორტში და სხვა მძაფრი სუნების გამომწვევ საშუალებებს ასევე არ ვიყენებთ ტრანსპორტში, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ის დრო, რომელიც განკუთვნილია ყოველ 3 საათში ერთხელ გაჩერებისთვის.
9) არ ვიკვებებით ტრანსპორტში, ვინაიდან ყოველ 3 საათში ერთხელ ავტობუსი ჩერდება და ეს განსაზღვრულია წინასწარ ამ დროში არსებულ რესტორნებში, ჩვენით იქვე შეძენილი საკვებით ვიკვებებით
10) არ ვჭამთ მზესუმზირას ავტობუსში, ვინაიდან ის არამარტო იწვევს დანაგვიანებას არამედ მზესუმზირის ჭამისგან გამოწვეულ ხმაური ნერვებს უშლის თქვენ წინ და უკან მჯდომ ადამიანებს.
11) ყველა სახის ნაგავს, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება მგზავრობის დროს ვანთავსებთ ავტობუსში არსებულ ურნაში.
12) მას შემდეგ რაც მგზავრობა გადადის ღამის პერიოდზე, მძღოლი დაუწევს შიდა განათებას რათა მას შიდა განათებამ არ შეუშალოს ხელი ტრანსპორტის მართვაში და ასევე მგზავრებისთვის მგზავრობა იყოს კომფორტული, თითოუელი მგზავრის მიმდებარედ არის განათების ინდივიდუალური ჩამრთველი რაც მგზავრს საშუალებას აძლევს ავტონომიურად გამოიყენოს სანათი.
13) ტრანსპორტირების დროს კლიმატ-კონტროლი გარემო ტემპერატურასთან შესაბამისია.
14) ტრანსპორტის გაჩერება ხდება ყოველ 3-4 საათში ერთხელ არსებულ კვების ობიექტების მიმდებარედ სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ დაიკმაყოფილონ ყველა სახის ფიზიოლოგიური მოთხოვნა.
15) გამყოლი-გიდი არის უზენაესი პირი, რომელიც პასუხისმგებელია მგზავრობის დასაწყისიდან დასასრულამდე მთელი მოგზაურობის დროს.
16) გამყოლი-გიდი რომელიც არის კვალიფიცირებული არსებულ მოგზაურობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში კიდევ ერთხელ მოგიყვებათ დეტალურად არსებული მოგზაურობის შესახებ და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენ ანგარიშს ვუწევთ გამყოლ-გიდს, რათა მან ჯერონად შეძლოს თავისი საქმის შესრულება.
17) წესდება არის წერილობითი, რომელსაც ასევე ემორჩილება კომპანია Traveler Ge, მძღოლი, გამყოლი-გიდი, თარჯიმანი და ყველა ვინც ემსახურება მოგზაურობას. ამის გათვალისწინებით გამყოლი-გიდის მიერ წარდგენილ წესდებას ემორჩილება და ითვალისწინებს თვითოეული მგზავრი.
18) თუ მგზავრი არ დაემორჩილება ზემოთ ხსენებულ წესდებას, კომპანია და გამყოლი-გიდი იხსნის ვალდებულებას მგზავრის წინაშე, რაც გამოიხატება შემდეგში... იქ სადაც დარღვეული იქნება მგზავრობის წესები, გამყოლი გიდის მიერ მოხდება 2 გაფრთხილება და მე-3 შემთხვევისას მგზავრი მოიხსნება მოგზაურობიდან. ასეთ შემთხვევაში მგზავრს არ უბრუნდება გადახდილი თანხის არანაირი პროცენტი.
19) ამ ყოველივე წესებს ვიცავთ იმისათვის, კიდევ ვიმეორებთ, რომ გრძელ გზაზე მგზავრობა იყოს კომფორტული და სასიამოვნო.
20) თუ მოხდა რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა ტრანსპორტში, ეს არის ფორს მაჟორული გარემოება რაზეც კომპანია Traveler Ge იღებს სრულ პასუხისმგებლობას და ხდება ტრანსპორტის შეკეთება ან შეცვლა შესაბამის დროში.
21) ჩვენს კომპანიაში 500 კილომეტრზე შორ ტრანსპორტირებას ემსახურება 2 მძღოლი რათა მგზავრობა იყოს უსაფრთხო.
22) მას შემდეგ რაც სრულდება მგზავრობა და ჩავდივართ დანიშნულების ადგილას, იწყება სასტუმროში ე.წ. „ჩექინის“ პროცედურა.
23) სასტუმროში განთავსების დრო წინასწარ ეცნობება მგზავრებს, მაგრამ არსებობს გამონაკლისი გარემოება, როდესაც გვიწევს 1 ან 2 საათი დაყოვნება განთავსების დროს. ეს გარემოებებია : ა) სასტუმროში არსებული ტურისტების რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა გვიან გავიდნენ სასტუმროდან. ბ) სასტუმროს პერსონალის მიერ დალაგების დაგვიანება. გ) და სხვა მცირე ტექნიკური გარემოებები
24) სასტუმროში განთავსება და ადგილების რაოდენობა ნომრებში წინასწარ ტურში ჩაწერის დროს თანხმდება მგზავრებთან.
25) მოგზაურობის სრული მიმდინარეობა მოცემულია პროგრამაში,მგზავრობის მიმდინარეობა შესაძლებელი შეიცვალოს მგზავრებისა და კომპანიის წარმომადგენლის საფუძველზე.
Traveler Ge გისურვებთ სასიამოვნო და კომფორტულ მოგზაურობას.
<3
-------------------------
დასაჯავშნად დაგვიკვშირდით:
➡️ - ბაკური
➡️555 42-98 78 რანგო (შაკო)
➡️ ნიკა