საშემოდგომო აქცია გრძელდებაააა!!!!
სტამბოლის ზღაპრული ტური ????????????
შეხვდით გიორგობას ყველაზე ლამაზ გარემოში <3 <3 <3
მგზავრობა VIP კლასის ავტობუსით: სრული პაკეტი
მოგზაურობის თარიღი 21-22-23-24-25 ნოემბებერი.
იმოგზაურე ავტობუსით და იშოპინგე,.....
სტამბოლი ხომ ყველას აძლევს საშუალებას იმოგზაურო ერთდროულად მაღალი კლასის ევროპულ მეგაპოლისში, დატკბე ძველი ქალქის საოცარი სიმყუდროვით, შეიგრძნო საუკუნეების ძალა და რა თქმა უნდა მოიწყო სასიამოვნო კომფორტი ❤ ❤
ჩვენთან ფასები უცვლელია, აქ ვერ ნახავთ ვერანაირ განახლებად ფასს და ღირებულება იმოქმედებს ბოლო დღემდე!!!
გმადლობთ, რომ თქვენი მოგზაურობა ანდეთ Traveler GE-ს, თქვენი ხელშეწყობით გპირდებით, რომ ტური იქნება დაუვიწყარი მოგონება თქვენს ცხოვრებაში.
ტურზე მოცემულ ყველა ღირსშესანიშნაობას ნახავთ გიდთან და გამყოლებთან ერთად, თუმცა თავისუფალი დროის მიღმა ნუ შეიზღუდებით და შეუშინდებით უცხო გარემოს, დამოუკიდებლად ისეირნეთ სულთან აჰმედზე ძველი სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში.
გზის აბნევის შემთხვევაში ნუ მოგერიდებათ გააჩეროთ ადგილობრივი და ჰკითხოთ სასტუმროს გზა, თუმცა დამიჯერეთ, სულთან აჰმედზე დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა უმაღლესი დონის ავტობუსით .
* ჰოსტელი
- 4* სასტუმრო
- საუზმე - სრულფასოვანი დილის კვება.
- ქართულ ენოვანი გამყოლი.
- ფოტოგადაღება
ღირებულებაში არ შედის :
- ვახშამი
- მუზეუმების მოსაკრებელი: 295 ლირა ჯამში
- გიდის მოსაკრებელი (დამოკიდებულია ექსკურსიაში მონაწილეთა რაოდენობაზე)
6 - 7 საათში ჩასვლა სარფის გამშვებზე (შესვენება/გზაზე გაჩერებები 1 საათი)
საბაჟო პროცედურების დროს გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ID მოწმობის შემთხვევაში, საზღვარზე გადმოგცემენ ფურცელს, რომელიც არის საზღვრის გადაკვეთის მოწმობა, აუცილებლად შეინახეთ აღნიშნული ფურცელი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსში არ დატოვოთ არანაირი ხელბარგი, ასეთ შემთხვევაში ავტობუსის შემოწმება საზღვარზე წაიღებს გაცილებით დიდ დროს.
ამ პროცედურების შემდეგ კი გავეშურებით სტამბულისკენ!
გასვლა სტამბოლისკენ 1050 კილომეტრი. დაახლოებით 24 საათი მგზავრობა .. გზად ტრაპიზონში დავინახავთ მცირე აია-სოფიას ტაძარს, სულიერების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ კერას და განვაგრძობთ გზას...
დილის 11 საათზე ჩავდივართ სტამბოლში...
12 - 14 საათი სასტუმროში დაბინავება, მოწესრიგება, მომზადება. რეგისტრაციის გავლა.
შესვენება 1.5 - 2 საათი და შემდეგი სამი დღე იწყება ემოციების ზღვა <3სტამბოლი ყველა დროს და ყოველთვის გაგაოცებთ <3
სტამბოლში სანახავი ობიექტები:
1) აია სოფიას ტაძარი
2) სულთან აჰმედის (ცისფერი) მეჩეთი
3) თოფქაფის სასახლე
4) ჰარემის სასულთნო აპარტამენტები
5) გალათას კოშკი
6) გალათას უბანი (GalataSarayi)
7) სტამბულის აკვარიუმი (მსოფლიოში ერთერთი უდიდესი)
8) ბოსფორის ხიდი
9) ეგვიპტური ბაზარი
10) წმინდა ირინეს სახელობის ტაძარი
11) კონსტანტინეპოლის გალავანი
12) "დოლმა ბაჰჩე" (დროის დარჩენის შემთხვევაში)
13) ბაზილიკა ცისტერნა.
და სხვა კიდევ არაერთი საოცარი ისტორიული და ძალიან ლამაზი ადგილი!!
1) გალათას კოშკი - 25 ლირა
2) ტოფკაფის სასახლე - 40 ლირა
3) ჰარემი - 25 ლირა
4) აია სოფია - 40 ლირა
5) აკვარიუმი - 65 ლირა
6) ბოსფორის ტური - 20 ლირა
7) ბაზილიკა ცისტერნა - 20 ლირა
8) დოლმა ბაჰჩე - 60 ლირა
---------------------------------
ასევე თავისუფალ დროს შეგვიძლია გავისეირნოთ არაერთ ცნობილ ადგილზე, ვიშოპინგოთ, დავაგემოვნოთ სუპერ კერძები ადგილობრივ თევზის რესტორნებში და ა.შ.
---------------------------------------
ავტობუსით მგზავრობის და სასტუმროში განთავსების დროს აუცილებელია სწორი განწესი რათა მოგზაურობა იყოს მართლაც დაუვიწყარი <3 <3
პირველად საქართველოში :
თრეველერ ჯი გთავაზობთ ყველაზე მოსახერხებელ და ადაპტირებულ პირობებს მშვიდი და კომფორტული მგზავრობისთვის.
იმისათვის რომ გრძელ გზაზე მგზავრობა იყოს სასიამოვნო და კაბადოკიის გრძელი გზის დასასრულს თქვენ იგრძნოთ კომფორტული მგზავრობის შედეგი ამისთვის გვაქვს რამოდენიმე წესი:
1)ვიკრიბებით დაუგვიანებლად გასვლის ადგილზე. იმ დროს რა დროც დაანონსებული იქნება ჩვენს მიერ.
2) ტრანსპორტში ადგილებს ვიკავებთ იმის მიხედვით, როგორც იქნება თავისუფალი თქვენი მოსვლის მომენტისთვის, ტრანსპორტში ადგილები არ რეზერვდება წინასწარი შეკვეთით....
3) მგზავრების აყვანა ხდება თბილისი ბათუმის ცენტრალურ ავტობანის მონაკვეთზე. ავტობუსი არ უხვევს შიდა ქალაქებსა და შიდა ქუჩებში.
4) მგზავრობისას აუცილებელი პირობაა : უხმაუროდ, ყოველგვარი ზედმეტი გადაძახილ-გადმოძახილის გარეშე ვიმგზავროთ, რაც მშვიდი მოგზაურობის აუცილებელი პირობაა.
5) მგზავრობის დროს არ ვუსმენთ მაღალ ხმაზე მუსიკას, ამისათვის უნდა ვიქონიოთ ყურსასმენები და ისე ვუსმინოთ მუსიკას.
6) მგზავრობის დროს არ ვცეკვავთ ტრანსპორტში, არ ვმღერით ტრანსპორტში და თავს ვიკავებთ ყოველგვარი იმისგან რაც არის ხმაურის გამომწვევი და სიმშვიდის დამრღვევი.
7) სრული მგზავრობის დროს მკაცრად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება თბილისიდან კაბადოკიამდე, როგორც ტრანსპოტრში ასევე გაჩერებებზე. ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ყოველ გვარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება მოგზაურობიდან.
8) არ ვეწევით თამბაქოს ტრანსპორტში, არ ვიბკურებთ მძაფრ სუნამოებს ტრანსპორტში და სხვა მძაფრი სუნების გამომწვევ საშუალებებს ასევე არ ვიყენებთ ტრანსპორტში, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ის დრო, რომელიც განკუთვნილია ყოველ 3 საათში ერთხელ გაჩერებისთვის.
9) არ ვიკვებებით ტრანსპორტში, ვინაიდან ყოველ 3 საათში ერთხელ ავტობუსი ჩერდება და ეს განსაზღვრულია წინასწარ ამ დროში არსებულ რესტორნებში, ჩვენით იქვე შეძენილი საკვებით ვიკვებებით
10) არ ვჭამთ მზესუმზირას ავტობუსში, ვინაიდან ის არამარტო იწვევს დანაგვიანებას არამედ მზესუმზირის ჭამისგან გამოწვეულ ხმაური ნერვებს უშლის თქვენ წინ და უკან მჯდომ ადამიანებს.
11) ყველა სახის ნაგავს, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება მგზავრობის დროს ვანთავსებთ ავტობუსში არსებულ ურნაში.
12) მას შემდეგ რაც მგზავრობა გადადის ღამის პერიოდზე, მძღოლი დაუწევს შიდა განათებას რათა მას შიდა განათებამ არ შეუშალოს ხელი ტრანსპორტის მართვაში და ასევე მგზავრებისთვის მგზავრობა იყოს კომფორტული, თითოუელი მგზავრის მიმდებარედ არის განათების ინდივიდუალური ჩამრთველი რაც მგზავრს საშუალებას აძლევს ავტონომიურად გამოიყენოს სანათი.
13) ტრანსპორტირების დროს კლიმატ-კონტროლი გარემო ტემპერატურასთან შესაბამისია.
14) ტრანსპორტის გაჩერება ხდება ყოველ 3-4 საათში ერთხელ არსებულ კვების ობიექტების მიმდებარედ სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ დაიკმაყოფილონ ყველა სახის ფიზიოლოგიური მოთხოვნა.
15) გამყოლი-გიდი არის უზენაესი პირი, რომელიც პასუხისმგებელია მგზავრობის დასაწყისიდან დასასრულამდე მთელი მოგზაურობის დროს.
16) გამყოლი-გიდი რომელიც არის კვალიფიცირებული არსებულ მოგზაურობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში კიდევ ერთხელ მოგიყვებათ დეტალურად არსებული მოგზაურობის შესახებ და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენ ანგარიშს ვუწევთ გამყოლ-გიდს, რათა მან ჯერონად შეძლოს თავისი საქმის შესრულება.
17) წესდება არის წერილობითი, რომელსაც ასევე ემორჩილება კომპანია Traveler Ge, მძღოლი, გამყოლი-გიდი, თარჯიმანი და ყველა ვინც ემსახურება მოგზაურობას. ამის გათვალისწინებით გამყოლი-გიდის მიერ წარდგენილ წესდებას ემორჩილება და ითვალისწინებს თვითოეული მგზავრი.
18) თუ მგზავრი არ დაემორჩილება ზემოთ ხსენებულ წესდებას, კომპანია და გამყოლი-გიდი იხსნის ვალდებულებას მგზავრის წინაშე, რაც გამოიხატება შემდეგში... იქ სადაც დარღვეული იქნება მგზავრობის წესები, გამყოლი გიდის მიერ მოხდება 2 გაფრთხილება და მე-3 შემთხვევისას მგზავრი მოიხსნება მოგზაურობიდან. ასეთ შემთხვევაში მგზავრს არ უბრუნდება გადახდილი თანხის არანაირი პროცენტი.
19) ამ ყოველივე წესებს ვიცავთ იმისათვის, კიდევ ვიმეორებთ, რომ გრძელ გზაზე მგზავრობა იყოს კომფორტული და სასიამოვნო.
20) თუ მოხდა რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა ტრანსპორტში, ეს არის ფორს მაჟორული გარემოება რაზეც კომპანია Traveler Ge იღებს სრულ პასუხისმგებლობას და ხდება ტრანსპორტის შეკეთება ან შეცვლა შესაბამის დროში.
21) ჩვენს კომპანიაში 500 კილომეტრზე შორ ტრანსპორტირებას ემსახურება 2 მძღოლი რათა მგზავრობა იყოს უსაფრთხო.
22) მას შემდეგ რაც სრულდება მგზავრობა და ჩავდივართ დანიშნულების ადგილას, იწყება სასტუმროში ე.წ. „ჩექინის“ პროცედურა.
23) სასტუმროში განთავსების დრო წინასწარ ეცნობება მგზავრებს, მაგრამ არსებობს გამონაკლისი გარემოება, როდესაც გვიწევს 1 ან 2 საათი დაყოვნება განთავსების დროს. ეს გარემოებებია : ა) სასტუმროში არსებული ტურისტების რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა გვიან გავიდნენ სასტუმროდან. ბ) სასტუმროს პერსონალის მიერ დალაგების დაგვიანება. გ) და სხვა მცირე ტექნიკური გარემოებები
24) სასტუმროში განთავსება და ადგილების რაოდენობა ნომრებში წინასწარ ტურში ჩაწერის დროს თანხმდება მგზავრებთან.
25) მოგზაურობის სრული მიმდინარეობა მოცემულია პროგრამაში,მგზავრობის მიმდინარეობა შესაძლებელი შეიცვალოს მგზავრებისა და კომპანიის წარმომადგენლის საფუძველზე.
Traveler Ge გისურვებთ სასიამოვნო და კომფორტულ მოგზაურობას.
<3
-------------------------
დასაჯავშნად დაგვიკვშირდით:
➡️ - ბაკური
➡️555 42-98 78 რანგო (შაკო)
➡️ ნიკა