national delicacy

არხოტი. ჯიპ ტური

  • ID: 46094
  • ნახვები: 5106
complogo
GT-მეგობრები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/07/19
    დაბრუნება
    • 28/07/19
დამატებითი ინფორმაცია

პირველი ჯიპ ტური არხოტში.
 არხოტის თემში მთლიანად არხოტის ხეობა მოისაზრება, რომლის ორი სოფელი ახიელი და ამღა კიდევ არსებობს, ხოლო სოფ. ჭიმღა გაუკაცრიელდა.

არხოტის ხეობაში შემორჩენილია ნასახლარები: კალოთანა, ღორღუ, წყალშუა, კვირიწმინდა.

ასევე არსებობს შემდეგი სახელწოდების ადგილები: ბისნა (ბისნას ხეობაში) და კოვგრა (ტანიესწყლის ხეობაში).

არხოტის ხეობა საზღვრისპირა რეგიონია და მას ჩრდილოეთით რუსეთი ესაზღვრება.

მეზობელ ქისტებთან მიმავალი ძირითადი და უმოკლესი გზა მდ. ასსას მიუყვება. მანძილი თემის განაპირა სოფლიდან — ამღა-ინგუშეთის უახლოეს დასახლებულ პუნქტებამდე, — პუი, რომელსაც არხოტელები გოშტიკაურს ეძახიან, 18-20 კმ-ს შეადგენს.

ამ ულამაზეს მხარეში მხოლოდ ჯიპებით არის შესაძლებელი გადასვლა ტრანსპორტის მხრივ, ამიტომ ჩვენი ჯიპ ტური არხოტში გადავა უპრობლემოდ.

შეკრების ადგილი: მ.დიდუბე, სამთო ქიმიასთან.
შეკრების დრო: 07:30 სთ. (შეკრება, ჩაბარგება, გამგზავრება 20 წთ.)

ტურში მონაწილეთა აუცილებელი ამუნიცია არის: კარავი, საძილე ტომარა, პარალონი, თბილი ტანსაცმელი, 2 დღის სამყოფი საკვები.
ჩანთებს ნუ გამოტენით ზედმეტი ნივთებით.

ჩემთან, უაზრო და დოგმად დადგენილი წესები არ არსებობს. ყველა ვართ მეგობრულად, თავისუფლად, ერთ გუნდად და ოჯახის წევრებივით.

ჯიპ ტურის ღირებულება შეადგენს 55 გაუფასურებულ ლარს.
თანხა უნდა გადავიხადოთ საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შემდეგი თანმიმდევრობით: 
/>

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
GT-მეგობრები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/07/19
    დაბრუნება
    • 28/07/19