ორგანიზატორი: მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''
საკონტაქტო ნომერი:
გიორგი
რეზი
დეტალურად გაეცანით ღონისძიების აღწერას დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე.
იმისათვის რომ ლაშქრობა იყოს სასიამოვნო აუცილებლად უნდა შეასრულოთ შემდეგი ვალდებულებები!!!
1)უსიტყვოდ ვემორჩილებით ლაშქრობის ორგანიზატორის გადაწყვეტილებებს.
2)ტურზე აკრძალულია ალკოჰოლი
მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ;) ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
3)არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
4)არ ვეწევით ტრანსპორტში
5)არ ვყრით ნაგავს
6)არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე
7)არ ვბილწსიტყვაობთ
8)არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
9)მარშირებისას არ ვრჩებით ჩამკეტზე უკან და არ მივდივართ წინმძღოლზე წინ რადგან ისინი ადგენენ მარშირების სიარულის ტემპს და მიყვებიან დაგეგმილ განრიგს
.
კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით....
გასვლის დრო: რუსთავი-05:30-შარტავა მადაგონის ტერიტორია
თბილისი-07:00- სპორტის სასახლის მიმდებარე
ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან მეტროს ამოსასვლელთან.
>>>>დამგვიანებელს თუ დაგვირეკავს ან მოგვწერს და შეგვატყობინებს რომ საპატიო მიზეზით აგვიანდება დაველოდებით 20 წთ. <<<<<
ლაშქრობის თარიღი: 4 ნოემბერი (კვირა)
მდებარეობა: ყაზბეგი (ხევი)
ლაშქრობის ხანგრძლივობა : 1 დღე
ლაშქრობის სირთულე:მარტივი
(სამანქანო გზა, სწორი რელიეფი)
ფეხით გასავლელი მანძილი - 18 კმ (+- 2)
(ტრანსპორტი შეგვიყვანს გარკვეულ მანძილზე ხეობაში შესაძლებელია ამდენის გავლაც არ მოგვიწიოს გააჩნია გზის რა მდგომარეობა დაგვხვდება ადგილზე)
მოსანახულებელი ადგილი:
✔ქასარას კანიონი
✔თრუსოს ტრავერტინები
✔თრუსოს ტბა
✔ნასოფლარი კეტრისი
✔მამათა მონასტერი
✔ნასოფლარი აბანო
✔აბანოს დედათა მონასტერი
✔ზაქაგორის ციხე
ლაშქრობის ღირებულება:
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლები
ფერად-ფერადი ბუნება
ფასში არ შედის:
კვება
ვინც ბოლო ის გოგო ვინც პირველი ის ტიტველის ძახილი
კუნტრუში
საბანკო რეკვიზიტები:
GE41TB0100041 თიბისი ბანკი
მიმღების დასახელება: რევაზი შოშიაშვილი
დანიშნულებაში მიუთითებთ: ლაშქრობის საფასური (სახელი, გვარი)....
შეინახეთ ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი იქამდე სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას.
>>>>ჩარიცხვამდე აუცილებლად დაგვიკავშირდით.<<<<<<<<
რა ჩაიცვათ?- მოსახერხებელი ფეხსაცმელი ბოტასი,კედი და ა.შ. (სასურველია სალაშქრო მაღალყელიანი ფეხსაცმელი)
მოსახერხებელი კომფორტული ტანსაცმელი
სასურველია თან იქონიოთ:
გამოსაცვლელი ტანსაცმელი
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი
თბილი მოსაცმელი
პირადი აფთიაქი,თუ საჭიროებთ სპეციფიური წამლების მიღებას აუცილებლად იქონიეთ თან!!!
გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.
თუ ლაშქრობა ჩაიშალა ჩვენი მიზეზით გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ უკან.
კლუბის წევრების მოქმედება ფორსმაჟორულ სიტუაციებში
მაგ:
>რომელიმე წამომსვლელის ან კლუბის წევრის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე
>აღნიშნული ბილიკი გახდა საფრთხის შემცველი ოდნავ მაინც
და ა.შ. სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებზე აღარ დავკონკრეტდებით
ლაშქრობის ორგანიზატორს უფლება აქვს ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს, შეუძლია შეწყვიტოს ლაშქრობა და ჯგუფი უკან დაგაბრუნოთ თქვენივე უსაფრთოხებისათვის.(ასეთ დროს თანხა უკან არ ბრუნდება)