2018 წელს გუდაური 30 წლის იუბილეს აღნიშნავს! ! ! გრანდიოზული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით Original Travel - ორიჯინალ თრეველი ტრადიციულად გთავაზობთ ერთ დღიან ტურებს.
ტურის ჩატარების თარიღი: 15 და 16 დეკემბერი
ტურის ღირებულება:
ტურის სახეობა: სათავგადასავლო
ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
ღირებულებაში შედის:
-ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
-ფოტო-ვიდეო გადაღება
კომპანიისგან საჩუქრად: ცხელი გლინტვეინი
ღირებულებაში არ შედის:
-საბაგიროს აბონიმენტი
-კვება
07:30 - შეკრების დრო და ადგილი: რუსთაველის გამზირი. სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორია
08:00 - გამგზავრება გუდაურის მიმართულებით
10:30 - გუდაურის სასრიალო ტრასებზე ასვლა
18:00 - გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
20:00 - დაბრუნება თბილისში. ტურის დასასრული
ტრანსპორტით გასავლელი სრული მანძილი : 240 კმ
ფეხით გასავლელი სრული მანძილი: რამდენიც გაგიხარდებათ! ! !)
ტურის მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა - 18
ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 80
ღირსშესანიშნავი ადგილები: მზე, თოვლი და გუდაური
დამატებითი ინფორმაცია:
სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური წელს დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი ეკავა. გუდაური 30-ე იუბილეს სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს
- კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება, ხდება ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება.
- ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის რიგების გარეშე, ერთად მიღებას შეძლებს.
- სასრიალო არეალი 20%-ით იზრდება
- კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018/19 წლის სეზონისთვის დასრულებულდება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.
წელს გუდაურის სტუმრებს სრულიად ახალი კურორტი დახვდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა და 100 000 კუბიანი ხელუვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია. კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, ყაზბეგი გუდაურს უერთდება და სრულიად ახალი კლასტერი განვითარდება.
2018/19 წლის სათხილამურო სეზონის აბონიმენტის ფასები:
- 1 ასვლა -
- 3 ასვლა -
- 1 დღიანი - უფროსებისთვის 40 - ბავშვებისთვის 25
საბავშვო ასაკი განისაზღვრება 1–დან 16 წლამდე. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვებისათვის უფასოა. საქართველოს მოქალაქე პენსიონერებზე გაიცემა 1 დღიანი აბონიმენტი უფასოდ.
თანხის ჩარიცხვა აუცილებელია ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე.
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი კომპანიის Facebook - ის გვერდზე ან დაგვირეკეთ: