national delicacy

ალავერდი, იყალთო, კვეტერა, მატანი (ცხრაკარა)

  • ID: 46457
  • ნახვები: 8281
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/11/18
    დაბრუნება
    • 03/11/18
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან კახეთის ტურს.

1. იყალთოს მონასტერი, მე-6 საუკუნე, დააარსა ზენონ იყალთოელმა (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან). 
. იყალთოს აკადემია, მე-12 საუკუნე. დააარსა არსენ იყალთოელმა (სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი). 
2. ალავერდის მონასტერი, მე-6-11 საუკუნეები. დააარსა იოსებ ალავერდელმა (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან).
3. მატანის ცხრაკარას მონასტერი - მე-5-14 საუკუნეები.
4. კვეტერა, ციხე ქალაქი - მე-11 საუკუნე. 

✔ 3 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება:

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან.
გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 8კმ. მარტივი, ტყის გზაზე, სუფთა ჰაერზე.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. იყალთოს მონასტერი, მე-6-12 საუკუნეები - დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. არსენ იყალთოელს XI-XII საუკუნეებში აქ აკადემია დაუარსებია. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების მთავარი ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი), VI საუკუნის სამების მცირე ეკლესია, ყველაწმიდის XII-XIII საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია და აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.

2. ალავერდის მონასტერი, მე-6-11 საუკუნეები - VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ასურელ მამათაგანმა. დღეს არსებული ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. მას შემდეგ იგი საეპისკოპოსო ცენტრი, ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია და კახეთის სამეფო სახლის საძვალე გახდა. ალავერდის საკათედრო ტაძარი ბოჭორმის წმ. გიორგის სახელობისაა, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესია და სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

3. მატანის ცხრაკარას მონასტერი - მე-5 საუკუნე. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის დასავლეთით 3-4 კმ-ზე, მთებში.მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა ნაგებობებისაგან, რომლებსაც გარს არტყავს გალავანი.მონასტრის მთავარი შენობა მე-5-6 სს. სამნავიანი ბაზილიკაა. მე-7-9 სს. მას მიაშენეს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დარბაზული ეკლესიები, დასავლეთის მხარეს კარიბჭე. სამრეკლო - მე-17 ს. ცალკე მდგომი ეკლესია - მე-14 ს. ფერწერის ფრაგმენტები - მე-14 ს.

4. კვეტერა, ციხე ქალაქი - მე-11 საუკუნე. ისტორიული ციხე ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე,გალავანი,სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია. კვეტერა საკმაოდ განვითარებული და ძლიერი ქალაქი ყოფილა, რასაც შემდეგი ისტორიული ფაქტიც მოწმობს. როდესაც ბაგრატ IV. 1043 წ. მთელი კახეთ–ჰერეთი დაიმორჩილა, კვეტერის აღება კი ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში მე-13 საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება. კვეტერა მოხსენიებული ისტორიულ რომანებში "გმერთა ვარამი" და "დიდოსტატის მარჯვენა". ციხე - ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/11/18
    დაბრუნება
    • 03/11/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა