national delicacy

ბოჭორმა, უჯარმა, ალავერდი, იყალთო

  • ID: 47012
  • ნახვები: 8558
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/18
    დაბრუნება
    • 23/11/18
დამატებითი ინფორმაცია

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით "საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ 1 დღიან ტურს, რომლის ფარგლებშიც მოვილოცავთ წმინდა გიორგის სახელობის ცნობილსა და სახელგანთქმულ სალოცავებს.

1. უჯარმის ციხე–ქალაქი, მე-3-4 სს.
2. ალავერდის მონასტერი, მე-6-11 სს.
3. იყალთოს მონასტერი, მე-6-12 სს.
4. ბოჭორმის ციხე და წმ.გიორგის ეკლესია, მე-10 ს. უშვილოთა შემწე

✔ 23 ნოემბერი, პარასკევი (ოფიციალური დასვენების დღე)
✔ ტურის ღირებულება:

ტურის შემდეგ ბოჭორმის ციხესთან ტყის პირას ვიპიკნიკებთ, დავანთებთ კოცონს ( სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს, ვინც მარხვაზე იქნება კარტოფილებს :D ) და ერთად აღვნიშნოთ გიორგობის ბრწყინვალე და ქართველთათვის მეტად საყვარელი დღესასწაული.

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:30 სთ-დან.
გავდივართ 7:45 სთ-ზე.

???? ფეხით სასიარულო გვაქვს მხოლოდ ბოჭორმაში ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 3.5კმ. ტყის ბილიკზე.

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
???? მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის: 
უჯარმის ბილეთის საფასური .

???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ facebook ვერდის პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? ანი

 

1. უჯარმის ციხე–ქალაქი, მე-3-4 საუკუნე - აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. გამშვენება-განმტკიცებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ გორგასალი და დაჩი. მას შემდეგ, რაც ვახტანგმა V საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში. სპარსელებთან ერთ–ერთი ბრძოლაში მიყენებული ჭრილობის შედეგად უჯარმის ციხე–ქალაქში 502 წელს გარდაიცვალა ვახტანგ მეფე: „თვით აღესრულა ლომი იგი ლომთაი და გოლიათი გოლიათთაი“.

2. ალავერდის მონასტერი, მე-6-11 საუკუნეები - VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ასურელ მამათაგანმა. დღეს არსებული ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. მას შემდეგ იგი საეპისკოპოსო ცენტრი, ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია და კახეთის სამეფო სახლის საძვალე გახდა. ალავერდის საკათედრო ტაძარი ბოჭორმის წმ. გიორგის სახელობისაა, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესია და სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

3. იყალთოს მონასტერი, მე-6-12 საუკუნეები - დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. არსენ იყალთოელს XI-XII საუკუნეებში აქ აკადემია დაუარსებია. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების მთავარი ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი), VI საუკუნის სამების მცირე ეკლესია, ყველაწმიდის XII-XIII საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია და აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.

4. ბოჭორმის ციხე და წმ.გიორგის ეკლესია, მე-10 საუკუნე - X საუკუნეში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი და კახეთის პოლიტიკური ცენტრი იყო უჯარმის შემდეგ. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, იგი უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა, ბოლოს კი ბოჭორმა დაერქვა. ბოჭორმის ციხე XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/18
    დაბრუნება
    • 23/11/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა