national delicacy

ხადას ხეობა დეკემბერს (კვირა)

  • ID: 47719
  • ნახვები: 2529
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/12/18
    დაბრუნება
    • 23/12/18
დამატებითი ინფორმაცია

2018 წლის ირბისის ბოლო სათავგადასავლო გასვლა თოვლიან ხადას ხეობაში ☃️☃️☃️

ორგანიზატორი: მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომრებზე:
გიორგი
რეზი

ლაშქრობის თარიღი: 23 დეკემბერი (კვირა)

ლაშქრობის ხანგრძლივობა : 1 დღე

მოსანახულებელი ადგილი: 
თოვლიანი ხადას ხეობა 
(მოვინახულებთ ყველაფერს მაქსიმალურად ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე)

ლაშქრობის სირთულე: საშუალო სირთულის (თოვლიდან გამომდინარე)

ფეხით გასავლელი მანძილი:
მთავარი გზიდან სოფელ წკერემდე არის დაახლოებით 9 კმ. 
დამოკიდებულები ვართ თოვლის საფარზე,ტრანსპორტი სადამდე შეძლებს შესვლას ხეობაში და რამდენად შეგვიმოკლებს ფეხით გასავლელ გზას გამოჩნდება ადგილზე. . .

⌚️ გასვლის დრო: 
მოცემული დროები გახლავთ გასვლის და არა შეკრების ასე რომ გაითვალისწინეთ . . .

რუსთავი-04:45-შარტავა მადაგონის მიმდებარე ტერიტორია

თბილისი-06:00- სპორტის სასახლის მიმდებარე 
ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან მეტროს ამოსასვლელთან.
დამგვიანებელს თუ გაგვაფრთხილებს რომ საპატიო მიზეზით აგვიანდება დაველოდებით 20 წთ.

ლაშქრობის ღირებულება:

ფასში შედის:
ტრანსპორტირება 
გამყოლი

ფასში არ შედის: 
კვება (თან იქონიეთ მცირე საგზალი უკანა გზაზე კი ავაგროვებთ თანხას და დავსხდებით სახინკლეში და იქ განვაგრძობთ ჩვენს ჩახუტებასა და მხიარულებას)

საბანკო რეკვიზიტები: 
GE41TB0100041 თიბისი ბანკი 
მიმღების დასახელება: რევაზი შოშიაშვილი 
დანიშნულებაში მიუთითებთ: ლაშქრობის საფასური (სახელი, გვარი)....
შეინახეთ ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი იქამდე სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას.

>>>>ჩარიცხვამდე აუცილებლად დაგვიკავშირდით.<<<<<<<<

⚠️ იმისათვის რომ ლაშქრობა იყოს სასიამოვნო აუცილებლად უნდა შეასრულოთ შემდეგი ვალდებულებები!!!

1)ლაშქრობის ორგანიზატორი გახლავთ უზენაესი პირი და ვემორჩილებით მას ????‍♂️
2)ლაშქრობაში აკრძალულია ალკოჰოლი 
მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ;) ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
3)არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
4)არ ვეწევით ტრანსპორტში
5) არ ვაბინძურებთ გარემოს ნაგვით
6)არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე,სპორტზე ყველა იმ თემაზე რამაც შეიძლება გამოიწვიოს კამათი,ყაყანი და ა.შ.
8)არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
9)მარშირებისას არ ვრჩებით ჩამკეტზე უკან და არ მივდივართ წინმძღოლზე წინ რადგან ისინი ადგენენ მარშირების სიარულის ტემპს და მიყვებიან დაგეგმილ განრიგს
.
კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით.... 

სასურველია თან იქონიოთ:
გამოსაცვლელი ტანსაცმელი 
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 
თბილი მოსაცმელი 
პირადი აფთიაქი,თუ საჭიროებთ სპეციფიური წამლების მიღებას აუცილებლად იქონიეთ თან!!!

გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.

თუ ლაშქრობა ჩაიშალა ჩვენი მიზეზით გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ უკან.

კლუბის წევრების მოქმედება ფორსმაჟორულ სიტუაციებში
მაგ:
>რომელიმე წამომსვლელის ან კლუბის წევრის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე
>აღნიშნული ბილიკი გახდა საფრთხის შემცველი ოდნავ მაინც
და ა.შ. სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებზე აღარ დავკონკრეტდებით
ლაშქრობის ორგანიზატორს უფლება აქვს ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს, შეუძლია შეწყვიტოს ლაშქრობა და ჯგუფი უკან დაგაბრუნოთ თქვენივე უსაფრთოხებისათვის.(ასეთ დროს თანხა უკან არ ბრუნდება)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/12/18
    დაბრუნება
    • 23/12/18