national delicacy

რამ რაც აუცილებლად უნდა ნახოთ თბილისში

  • ID: 47900
  • ნახვები: 5128
complogo
ზაფხულის ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/12/18
    დაბრუნება
    • 23/01/19
დამატებითი ინფორმაცია

ძველი თბილისი 
ქალაქის ღირსშესანიშნაობათა უმეტესი ნაწილი ძველ თბილისშია თავმოყრილი. ქალაქის ეს ნაწილი ცნობილია გოგირდის აბანოებით. ახლოსმდებარე შარდენის ქუჩაზე კი უამრავ პოპულარულ რესტორანს, ღია კაფე-ბარებს, ღამის კლუბებსა და გალერეას აღმოაჩენთ. 
ნარიყალა 
ნარიყალას ციხესიმაგრე ძველი თბილისის ყველა კუთხიდან ჩანს. ციხესიმაგრე მე-4 საუკუნეში თავდაცვის მიზნით აიგო. 
რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი
რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნიდან იწყება. დაახლოებით 1,5 კილომეტრის გამზირი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც ბევრი სამთავრობო, კულტურული და ბიზნეს შენობაა განთავსებული. 

ფუნიკულიორი 
თბილისის ფუნუკულიორამდე საბაგირო გზა მიგიყვანთ, რომელიც მსოფლიოში არსებული საბაგირო გზების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. საბაგიროს მთაწმინდის პარკამდე მიჰყავხართ, რომელიც მთელს ქალაქს გადმოჰყურებს. 
"მშრალი ხიდი" 
მშრალი ხიდი ცნობილია მეორადი, ძველებური ნივთების ბაზრობით, სადაც ასევე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ანტიკვარები და შეიძინოთ ფერწერული ნამუშევრები. 
აღმაშენებლის გამზირი 
აღმაშენებლის გამზირი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ლამაზი ქუჩაა. ამ ქუჩაზე შეგიძლიათ ნახოთ ისტორიული შენობები და გამორჩეული არქიტექტურული ორნამენტები. 
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი 
მუზეუმის წარმოშობა მე-19 საუკუნით თარიღდება. დღეს მუზეუმში ინახება საქართველოს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები და ათასობით არტეფაქტი, ასევეპალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, რკინის ხანებისა და შუა საუკუნეების არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციები. 

საქართველოს ხელოვნების მუზეუმი 
თავისუფლების მოედანთან ახლოს მდებარე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია. მუზეუმში გამოფენილია სხვადასხვა პერიოდის 140 ათასი ხელოვნების ნიმუში. 
გაბრიაძის თეატრი 
1981 წელს დაარსებული თეატრი საქართველოში თოჯინების პირველი თეატრი იყო. შენობის თავზე აღმართულია ულამაზესი საათის კოშკი, რომელიც დღეში ერთხელ, 12 საათზე პერფორმანსს სთავაზობს გამვლელებს. 
სამების წმინდა ტაძარი 
სამების წმინდა ტაძარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი აღმოსავლური მართლმადიდებლური კათედრალია. ტაძრის ეზოში ულამაზესი ბაღებია.-- 

ტური უნდა შედგებოდეს 7 ადამიანით, მერსედსის კომფორტული მინივენით. .... ან 3-4 პერსონისთვის ახალი მსუბუქი ავტომობილით მომსახურება...დამიკავშირდით: გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ზაფხულის ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/12/18
    დაბრუნება
    • 23/01/19