national delicacy

ნინოობა თხოთის მთაზე (თეთრახევი, სამთავისი, გრაკლიანი და ა.შ.)

  • ID: 48581
  • ნახვები: 3837
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/01/19
    დაბრუნება
    • 27/01/19
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს თხოთის მთაზე, ნინოობას. ისტორიული წყაროების თანახმად თხოთის ქედზე მირიან მეფეს გადამხდარმა ცნობილმა ამბავმა, გამოიწვია ქართლში ქრისტიანობის რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ამ ამბის აღსანიშნავად წმ. ნინომ ბრძანა ქედზე აღემართათ ჯვარი, ხოლო მოგვიანებით აქ აშენდა თხოთის წმ. ნინოს ეკლესია. ტაძარს შთამბეჭდავი ადგილი უკავია თხოთის მთის თავზე და აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდ.მტკვრის ხოების, მდ.ქსნის ხეობისა და მუხრანის დაბლობის მიმართულებით.

1. თხოთის მთა, აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია, მე-7-11 საუკუნეები. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი.
2. სამთავისი - ისიდორე სამთავნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-5-11 საუკუნეები.
3. გრაკლიანი გორა - არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს მრავალფენოვან ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე, როდესაც გრაკლიან გორაზე ადამიანის აქტივობა უნდა დასრულებულიყო.
4. თეთრახევი - თადეოზ "თათე" სტეფანწმინდელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 საუკუნე.
5. კასპის აკლდამები, მე-4-6 საუკუნეები.
6. ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი, სოფ. ხოვლე. (თუ მოვასწარით).

✔ 27 იანვარი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: .

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.
გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ფეხით სასიარულო ჯამში:
თხოთის მთაზე - 3კმ.
თეთრახევში - 3კმ.
რელიეფი საკმაოდ მარტივია.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. თხოთის მთა, აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია, მე-7-11 საუკუნეები. ლეგენდის თანახმად ქართლის მეფე მირიანი მუხრანის მიდამოებში ნადირობდა. თხოთის მთაზე, რომ ფეხი შედგა, „დაბნელდა მზე მთასა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი... დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული“. იგი ამაოდ შესთხოვდა შველას თავის ღმერთებს, მაშინ მეფე შეჰვედრებია „ღმერთსა ნინოსა“. მოხდა „სასწაული“ - მზე გამოჩნდა, ცა მოიწმინდა. მირიანმა აღუთქვა ნინოს: „რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისგან და განმინათლე ბნელი ჩემი, ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა, რომელითა იდიდებოდეს სახელი შენი და იხსენებოდეს საქმე ესე სასწაული უკუნისადმე“. ამის მერე ნინოს ბრძანებით თხოთის მთაზე (ისე როგორც უჯარმასა და მცხეთაში) აღმართეს ხის ჯვარი. მოგვიანებით მე-7-8 საუკუნეებში აქ აშენდა თხოთის წმ. ნინოს ეკლესია. ეკლესია იყო ჯვარგუმბათოვანი, რომელიც მე-9-10 საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მხატვრობა თარიღდება მე-10-11 სს.-ით. სამხ.-ის ფასადზე მე-10-11 სს.-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ტაძარს შთამბეჭდავი ადგილი უკავია თხოთის მთის თავზე და აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდ.მტკვრის ხოების, მდ.ქსნის ხეობისა და მუხრანის დაბლობის მიმართულებით.

2. სამთავისი - ისიდორე სამთავნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-5-11 საუკუნეები. მე-5 საუკუნეში პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად. მე-6 საუკუნეში აქ მოღვაწეობდა ისიდორე სამთავნელი, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. დაკრძალულია აქვე. პირველი ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ მე-10-11 საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ხოლო ახლანდელი მაცხოვრის ამაღლების ტაძარი 1030 წელს ააგო ეპისკოპოსმა ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელმა. 2007 წლიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

3. გრაკლიანი გორა - არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს მრავალფენოვან ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე, როდესაც გრაკლიან გორაზე ადამიანის აქტივობა უნდა დასრულებულიყო. 2015 წელს გრაკლიანი გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2015 წელს გორაზე ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთეხევლი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ, რომელიც გრაკლიანის გორაზე აწარმოებს გათხრებს, წარწერის თარიღის დაზუსტების მიზნით ნიმუშები მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიაში გააგზავნა. მაიამის ლაბორატორიის მიერ დადგენილი თარიღი არის ძვ. წ. XI-X საუკუნეები.

4. თეთრახევი - თადეოზ "თათე" სტეფანწმინდელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 საუკუნე. თადეოზ სტეფანწმინდელი ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან მე-6 საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთაში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი, სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება.

5. კასპის აკლდამები, მე-4-6 საუკუნეები.

6. ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი, სოფ. ხოვლე. (თუ მოვასწარით). მუზეუმი არსებობს 1968 წლიდან, მაგრამ ოფიციალურად გაიხსნა 1976 წელს მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. მუზეუმში დაცულია საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელთან დაკავშირებული 379 ექსპონატი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/01/19
    დაბრუნება
    • 27/01/19