national delicacy

ნინოობა ბოდბეში (სიღნაღი, ნინოწმინდა)

  • ID: 48586
  • ნახვები: 8716
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/01/19
    დაბრუნება
    • 27/01/19
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" ნინოობის დღესასწაულზე გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბოდბეში, სადაც დავესწრებით წირვას, მოვილოცავთ ქართველთა განმანათლებელ წმ. ნინოს საფლავს, ჩავალთ წმინდა ნინოს სასწაულთმოქმედ წყაროზე სურვლისამებრ და ა.შ.

1. ნინოწმინდის მონასტერი, მე-5-18 ს.ს.
2. ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, მე-4-9 ს.ს.
3. წმიდა ნინოს წყარო ბოდბის მონასტერთან და ნინოს მშობლების ზაბულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. გადმოცემის მიხედვით, წყარო წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და დღემდე მაკურნებელი ძალა აქვს. (აქ ჩასვლისა და განბანვის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოუწევთ მიახლ. 600 მეტრიანი მონაკვეთის სიგრძის კიბით ჩასვლა-ამოსვლა ან ტაქსის დაიქრავება მხოლოდ ამოსვლისას ან ჩასვლა-ამოსვლაზე. ტაქსი ერთ ადამიანზე ჯდება მიახლ. და ამოსვლაზე გველოდება მაქს. ნახევარი საათი).
4. სიღნაღის ციხე-გალავანი, მე-18 ს. (გავისეირნებთ გალავანზე სპეციალურად მოწყობილ კიბეებსა და მოაჯირზე, ავალთ კოშკებში და დავტკბებით ულამაზესი ხედებით კავკასიონზე, ალაზნის ველებზე, წნორზე და ა.შ.).
5. სიღნაღის მუზეუმი (ინახება ოქროს ლომი, ფიროსმანის ორიგინალები, გარეჯის ფრესკები, ჭერემის სტელა, ნათლისმცემლის სტელა და ა.შ.)
6. გასეირნება ღამის სიღნაღში

ტურის ღირებულებაში არ შედის:
- მუზეუმის ბილეთი (შესვლა ნებაყოფლობითია, ვისაც არ სურს, არ შემოვა)
მოზრდილი -
სტუდენტი -
სკოლის მოსწავლე - 0.
პენსიონერი - 0..

✔ 27 იანვარი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: .

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.
გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

- ნინოწმინდის მონასტერი, მე-5-18 საუკუნეები. ნინოწმინდის მონასტერი - მდებარეობს გარე კახეთში, იგი დაარსებულია მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ. სახელწოდება ნინოწმინდა საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს სახელთანაა დაკავშირებული. აქ წმინდა ნინო შემობრძანდა კაწარეთიდან და იქადაგა ქრისტიანობა, შემდეგ გაემგზევრა შუა კახეთში საქადაგებლად, სადაც აღესრულა და განისვენებს (ბოდბე). მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გუმბათიანი ტაძარი ააგებინა, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს და არქიტექტურული თვალსაზრისით ანალოგი არ მოეძებნება. ტაძარი მრავალგზის დანგრეულა და აღდგენილა. 1750 წელს ეკლესიის ძველი გუმბათი ახლით შეუცვლიათ. ამ გუმბათის შესახებ ერეკლე II-ს მშენებლისთვის ასე უთქვამს, რომ ეკლესია შენ დაგინგრევია და არა აგიშენებია, საპალნე დიდი დაგიდგამს, ფეხები გამოგიცლიაო. მეფის სიტყვები მალე აღსრულებულა. 1824 წელს მიწისძვრის შედეგად ეკლესიის კედლებმა გუმბათის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოიქცა. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველი, რომელიც ეკლესიის მესამედს შეადგენს საკურთხეველში შემონახულია მე-18 საუკუნის ღვთისმშობლის ფრესკა მთავარანგელოზებთან ერთად და მოციქულთა ფრესკები. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია ხუცური და ლათინური წარწერები. ტაძრის ეზო გარშემორტყმულია მე-18 საუკუნის მაღალი კოშკებიანი გალავნით. ეზოში მე-16 საუკუნის მაღალი სამრეკლოა. მე-18 საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა ტუსიშვილმა სამრეკლოს მიაშენა ორსართულიანი საეპისკოპოსო სახლი, სადაც ამჟამად განთავსებულია საეპისკოპოსო რეზიდენცია და წმინდა ნინოს დედათა მონასტერი.

- ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, მე-4-9 საუკუნეები. წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან მე-8-9 საუკუნეებში მიიღო. მე-12 საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი. მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი, თუმცა ისიც არა უვნებლად. შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი თავად მეფე თეიმურაზ I-მა დასდო. 1862 წელს, დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ეგზარქოსების მიერ დაუმსახურებლად მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა. მან წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა. მისივე დაუღალავი მოღვაწეობით შემზადდა ნიადაგი აქ დედათა მონასტრის გახსნისათვის.

- ბოდბის წმიდა ნინოს წყარო. გადმოცემის მიხედვით, ის წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და დღემდე მაკურნებელი ძალა აქვს. აქვეა წმინდა ნინოს მშობელთა, ზაბულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი.

- სიღნაღი (თურქ. sığınak, თავშესაფარი). სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა. სიღნაღს გარს აკრავს დიდი გალავანი 28 კოშკით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ლეკებისაგან დასაცავად ააგო. მისი სიგრძე დაახლოებით 4კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც ის 200 წლის წინ იყო. დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/01/19
    დაბრუნება
    • 27/01/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა