ნინოობას გთავაზობთ ტურს სიღნაღისა და ბოდბის მოსანახულებლად
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 08:00 სთ.
გასვლა: 08:15 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში. გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე. ბოდბის მონასტრის მთავარი ეკლესია XI საუკუნით თარიღდება;
2. წმიდა ნინოს წყარო - მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.
3. სიღნაღი - ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე. დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.
4. სიღნაღის ციხე-გალავანი - სავარაუდოდ 1762 წელს ერეკლე მეფის მიერ იქნა აგებული. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ციხის შესასვლელებსა და კოშკებს შენარჩუნებული აქვთ თავდაპირველი სახე.
5. სიღნაღის მუზეუმი -სიღნაღის მუზეუმი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური, შუა საუკუნეების, ეთნოგრაფიული და ფიროსმანის ნახატთა მუდმივმოქმედი ექსპოზიციები.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად )
მუზეუმში შესვლის მოსაკრებელი (ნებაყოფილობით)
მოზრდილი
სტუდენტი
სკოლის მოსწავლე 0.
რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი