national delicacy

დიდი და პატარა ქვაბები, გარეჯის უდაბნოს განაპირა კომპლექსები

  • ID: 48956
  • ნახვები: 8522
complogo
GT-მეგობრები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/02/19
    დაბრუნება
    • 10/02/19
დამატებითი ინფორმაცია

ჩვენი ჯიპ ტურის მთავარი მიზანი არის, ზამთრის პერიოდში /ზაფხულში ქვეწარმავლებია/ ვნახოთ გარეჯის უდაბნოს ჩვენთვის უცნობი ძეგლები.

როგორც ვიცით გარეჯის უდაბნოში მე-6 საუკუნიდან იწყება მონასტრული ცხოვრება. თანდათან გაიზარდა მონასტრული ცხოვრება და აშენდა ბევრი მონასტერი. დღემდე შემორჩენილი არის რამოდენიმე კომპლექსი:
1. დავითის ლავრა
2. დოდოს რქა
3. ნათლისმცემელი
4. ბერთუბანი
5. უდაბნო
6. ვერანგარეჯა
7. წამებული
8. ჩიჩხიტური
9. თეთრი სენაკები
10. მრავალწყარო
11. საბერეები
12. პირუკუღმარი
13. ქოლაგირი
14. დიდი ქვაბები
15. პატარა ქვაბები
16. სატორგე
17. ბერების სერი
18. შავი სენაკები
19. კოწახურა
20 ცხრაწყარო
21 შავი მინდორი.

ამ ჯერად ჩვენ უნდა ვნახოთ ორი კომპლექსი, რომლებიც მდებარეობს გარეჯის უდაბნოს ბოლოში, ვაშლოვანის ნაკრძალის მიჯნაზე.
ესენი არის დიდი და პატარა ქვაბები.
პატარა ქვაბების მონასტერი გარეჯის მრავალმთის უკიდურესი განაპირა კომპლექსია, ვინაიდან ამ ადგილას აღმოსავლეთით გამოქვაბულები აღარ გვხვდება.

ამ კომპლექსების გარდა ვნახავთ ნაომარ ველს. ამ უზარმაზარ სივრცეში ბევრი სილამაზის ნახვაა შესაძლებელი. უდაბნოს თვალუწვდენელი მინდვრები, კლდოვანი მთები და კანიონი.
ჩვენ ვეცდებით ამ ჯერზე მოვასწროთ და ვნახოთ დალის ტბა და ქილაკუპრა ყაჯირის ველზე არსებული უცნაური ბორცვი, რომელზეც უამრავი ტალახის ვულკანის კრატერია მოთავსებული. აქედან მოჩანს ვრცელი ველი, სადაც არც თუ ისე შორეულ წარსულში მარილიანი ტბა ყოფილა, ახლა კი ის საძოვრად ქცეულა.

თუ დრო დაგვრჩება და არ შევფერხდებით უგზოობის ან სხვა მიზეზის გამო, ვეცდებით ვნახოთ კიდევ ერთი ვულკანური ადგილი:
ტახტითეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, 620 მ ზღვის დონიდან, და სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი.

ტური შედგება მხოლოდ კარგ ამინდში. არ გვაწყობს წვიმა, რადგან ამ დროს ჯიპები ვერ მოძრაობენ იმ გზებზე, სადაც ჩვენ უნდა ვიაროთ. ვინაიდან ამ გზაზე ვერ წავალთ მარშუტკით, ჯიპების ხარჯი ცოტა მეტია. ჩვენ უნდა ვნახოთ ადგილები, სადაც ვერ მიდის სხვა ტრანსპორტი, გარდა ჯიპებისა. ფეხით სავალი გვექნება შედარებით ნაკლები, მარტივი და უსაფრთხო, რადგან ცივა და საშიშ ქვეწარმავლებს ღრმად სძინავთ ამ პერიოდში.

საჭირო არის გვეცვას სალაშქრო ფეხსაცმელი, რადგან ფერდობებზე შეძლოთ სიარული. მონასტრები აგებულია შემაღლებულ ადგილებში. განსაკუთრებულად არაფრის წამოღება არაა საჭირო, გარდა ერთი დღის სამყოფი საჭმელის და სასმელის.
საჭმელ სასმელი და საჭირო ნივთები მოიმარაგეთ წინა დღეს, რომ გზად არ გავჩერდეთ მაღაზიებში, რაც დიდ დროს დაგვაკარგინებს.
შეზღუდვები ჩვენთან არ არსებობს, მთავარი არის სახლში დაბრუნდეთ ნასიამოვნები და გახარებულნი.
ვინც ჩვენ გვიცნობს, ყველამ იცის რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი, სანდო და მისაღები. შეგიძლიათ წამოიყვანოთ ბავშვები, რომლებიც შეძლებენ ფიხით სიარულს.
/უვარგისი ხალხი თვალით არ დამანახოთ/

რაც შეეხება ტრანსპორტისა და საწვავის ხარჯებს, გზის სირთულიდან გამომდინარე ამ ტურის ხარჯი იქნება .
ტურზე 100%-იანი წამომსვლელთა სიაში ჩაეწერება ის, ვინც წინასწარ დარიცხავს თანხას. აქ წამომსვლელთა რაოდენობა შეზღუდულია და ვერ შევეგუები გასვლის წინ სიიდან ამოწერილი ხალხის უპასუხისმგებლობას, რაც არც თუ ისე იშვიათობაა.
წავალთ 7 ადამიანი, ან მეორე მანქანის დაქირავების შემთხვევაში 14 ადამიანი, შესაბამისად სამი მანქანით 21 ადამიანი.
ძალიან გთხოვთ, მე ნუ ჩამაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, თუ ადგილის აღარ ქონის შემთხვევაში გეტყვით უარს. იჩქარეთ, დროულად დაიკავეთ კუთვნილი ადგილი ♥

1. თანხის შეტანა ანგარიშზე ან ანაბარზე
2. ფიზიკური პირისთვის
3. მიმდინარე და საბარათე ანგარიში
4. პირადი ნომერი ---63
-ანგარიშის მფლობელი ბესიკ.ტ.
5. ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკი GE23BG4748100

ან თიბისი ბანკის კლიენტებმა, TBC ბანკის ანგარიშზე:
GE86TB1600006

შეკრების ადგილი: მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსთან.
შეკრების დრო: კვირა, 10 თებერვალი. 07:00 სთ.
ვეცადოთ არ დავაგვიანოდ, დროულად დავჯდეთ ტრანსპორტში და წავიდეთ საოცრებების სანახავად.

თანხის ჩარიცხვისას აუცილებლად მომწერეთ ან დამირეკეთ

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
GT-მეგობრები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/02/19
    დაბრუნება
    • 10/02/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა