national delicacy

ტიტების ფესტივალი სტამბულში დათო ლიკლიკაძესთან ერთად !

  • ID: 49120
  • ნახვები: 11793
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/04/19
    დაბრუნება
    • 13/04/19
დამატებითი ინფორმაცია

ტიტების ფესტივალი სტამბულში დათო ლიკლიკაძესთან ერთად ! 


------------------------------------------------------------------------


5 დღიანი დაუვიწყარი ტური სტამბულში – ქალაქი , ევროპის და აზიის გასაყარზე.♥

 

ტურის თარიღები: 09-10-11-12-13 აპრილი ( სამშაბათი - შაბათი )

 

გასვლა მოხდება : თბილისიდან-ქუთაისიდან და ბათუმიდან !

 

ტურის პროგრამა: 5 დღე / 4 ღამე

 

1 დღე: 9 აპრილი / სამშაბათი

00:30 სთ-ზე გასვლა თბილისიდან
04:00 სთ-ზე გასვლა ქუთაისიდან 
07:00 სთ-ზე გასვლა ბათუმიდან 
08:45 სთ-ზე სარფის საბაჟოს გავლით ტრაპიზონში გამგზავრება, მოვინახულებთ ტრაპიზონის ცენტრს და მცირე აია სოფიას ძველ ტრაპიზონში, შემდეგ სტამბულის მიმართულებით გამგზავრება , მგზავრობა მთელი დღის განმავლობაში (2-3 საათიანი გაჩერებების შუალედებით) 
23:30- სთ-ზე, სტამბულის გზაზე 4* სასტუმროში დაბინავება.

2 დღე : 10 აპრილი / ოთხშაბათი

08:00 საუზმე სასტუმროში და გამგზავრება სტამბულში 
15:00 სთ -ზე ჩასვლა სტამბოლში და დაბინავება სასტუმროში. 
16:00 სთ -ზე ერთი დღის ტაძარი ,,წმ აიაზმის“ სასწაულმოქმედი ეკლესია, მას ასევე გასაღების (სურვილების ასრულების ) ტაძარსაც ეძახიან.
ტაძრის მონახულებისა და სურვილების ჩაფიქრების შემდეგ , სტამბოლის ისტორიულ ცენტრში გასეირნება, ტიტების ფესტივალზე დასწრება !

 

3 დღე : 11 აპრილი / ხუთშაბათი

09:00 საუზმე სასტუმროში

10:00 საათზე ვიწყებთ ტურს. მოვინახულებთ:

1) აია სოფია ( მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ. აქ შესვლისთანავე გიჩნდებათ გრანდიოზულობის განცდა)
2) წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სწორდ იქ ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.)

3) ბაზილიკა ცისტერნა – 532 წლით თარიღდება და არის ძველი კონსტანტინეპოლის დროინდელი. ამ წყალსაცავით მარაგდებოდა ბიზანტია. წყალსაცავი შედგება კოლონებისგან, ამათგან ორზე გამოსახულია მითოლოგიური მედუზა გორგონას თავები.
4) ლურჯი მეჩეთი (ეს ის ტერიტორიაა, რომელსაც ისტორიულად კონსტანტინოპოლი ეწოდებოდა. მის გარშემო შემოვლებული კედლები ლურჯი ფილებითაა მოპირკეთებული. )
5) ტოპკაპის სასახლე (სტამბულის საგანძური - ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი)
6) გრანდ ბაზარი (რაჰათ-ლუქუმისა და ნაირფერი სუნელების მთები, თურქული ჩაისა და ყავის დახლები და ფერად-ფერადი ჩირები. ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულები, აბრეშუმისა და მოხატულ-მოქარგული სელის ფარდაგები.
7) იპოდრომი ( სტამბულის ისტორიული ცენტრი ) ტიტების ფესტივალზე დასწრება !

19:00 სთ-ზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.

 

4 დღე : 12 აპრილი / პარასკევი

08:00 საუზმე სასტუმროში

1) ეგვიპტური ბაზარი ( განთქმული აღმოსავლური ტკბილეულობისა და სანელებლების მრავალფეროვანი არჩევანი ) 
2) დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება. სასახლე ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის და, რაც მთავარია, ადგილით, სადაც მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. 
3 ) მსოფლიო საპატრიარქო რეზიდენცია მე VI საუკუნის წმ გიორგის ტაძარი. ( სადაც დაცულია ძელის ის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი ჯვარცმამდე აწამეს და ასევე სხვა მნიშვნელოვანი სიწმინდეები ) 
4) გალათას კოშკი- ქრისტეს კოშკი(ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი.
5) ტაქსიმის მოედანი და ისტიკლალის ქუჩა წითელი ტრამვაით (ქალაქის ეს ადგილი ცენტრალური ჰაბია ტურისტებისთვის) ტიტების ფესტივალზე დასწრება !
6) გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედები)

19:00 სთ-ზე გამომგზავრება სტამბულიდან (3-4 საათი მგზავრობა) და გზაზე 4* სასტუმროში დაბინავება ( 23:00 სთ)

დღე 5 13 აპრილი / შაბათი

08:00 სთ-ზე საუზმე და გამომგზავრება საქართველოში . 
- მგზავრობა მთელი დღის განმავლობაში (2-3 საათიანი გაჩერებების შუალედებით) 
15:00 სთ-ზე ქალაქ სამსუნთან სავაჭრო ცენტრში შოპინგი და თავისუფალი დრო (1.30 საათი)

23:00 სთ-ზე - სარფის საბაჟოს გადმოკვეთით საქართველოში დაბრუნება (ქართული დროით)
23:40 სთ-ზე ბათუმში დაბრუნება

03:30 სთ-ზე დაბრუნება ქუთაისში 
07:00 სთ-ზე დაბრუნება თბილისში და ტურის დასასრული

ტურის ღირებულება : !

პ.ს ერთ ადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში თანხას დაემატება !

ტურის ღირებულებაში შედის :

1)ტრანსპორტირება (თბილისი-ქუთაისი-ბათუმი –სტამბული) 
( ტრანსპორტირება მოხდება კომფორტული მიკრო ავტობუსით Mercedes Sprinter სტამბულის მიმართულებით ) 
2) 4 -ვე ღამისთევა სასტუმროებში, აქედან 2 ღამე გზაში 4 * სასტუმროში და 2 ღამე სტამბულში 3* სასტუმროში.
3) სასტუმრო სტამბოლში - ქალაქის ცენტრში სულთან აჰმედზე ( 5 წუთის ფეხით სავალ გზაზე აია სოფიასთან)
4) კვება - მხოლოდ საუზმე სასტუმროებში ( 4 საუზმე ) 
5) ქართულ ენოვანი გიდები - ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე /Dato Liklikadze და ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის სერთიფიცირებული გიდი ლაშა ბერეკაშვილი / Lasha Berekashvili
6) კვალიფიციური მძღოლის მომსახურება: ტურიზმში 15 წლიანი მძღოლად მუშაობის გამოცდილებით - მალხაზ თუთისანი / Malxaz Tutisani 
7) სამოგზაურო დაზღვევა !

ტიტების ფესტივალზე დასწრება ( უფასოა ! ) .

ფასში არ შედის : 
o დარჩენილი კვება, საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად;
o მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს -200 ლირას / ს ექვივალენტი (ფასი შესაძლოა შეიცვალოს)
o ბოსფორში კრუიზით გასეირნების ღირებულება 25 ლირა ( 1.30 საათი )

⚠ყურადღება!!!..:
☛ საზღვარგარეთის პასპორტი ან ID ბარათი აუცილებელია!
☛ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან და სამადგილიან ნომერში.
იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია ( 18 კაცი )
☛სასურველია თურქული ლირა შეიძინოთ საქართველოში
☛ტურში აღწერილი ობიექტები შესაძლებელია გადანაცვლდეს სხვადახვა ობიექტური მიზეზების გამო.

ტურის დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ☛ ლაშა

ტურის შეძენა შეგიძლიათ სს თი-ბი-სი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, ასევე ფეიბოქსით ან საბანკო გადარიცხვით შემდეგ ანგარიშზე :

შ.პ.ს ,,თრეველ თუ ჯორჯია"

ანგ/ნომერი : GE41TB0100003

დანიშნულებაში მიუთითეთ - ტიტების ტური სტამბულში <3

⚠ ტურის შეძენის და გაუქმების წესები:
ტურის შესაძენად აუცილებელია თანხის 30 % წინასწარ გადახდა !
შეძენილი ტურის ღირებულების 30 % არ ბრუნდება გასვლამდე 30 დღით ადრე.
შეძენილი ტურის ღირებულების 50 % არ ბრუნდება გასვლამდე 10 დღით ადრე.
შეძენილი ტურის ღირებულების 70 % არ ბრუნდება გასვლამდე 5 დღით ადრე.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/04/19
    დაბრუნება
    • 13/04/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა