national delicacy

ჯგუფური ტური კვიპროსზე!- მარტი!

  • ID: 49243
  • ნახვები: 4103
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/03/19
    დაბრუნება
    • 12/03/19
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული სააგენტო ,,თრეველ თუ ჯორჯია" გთაზობთ 4 დღიან საექსკურსიო ტურს კვიპროსზე!
ტურის დროს მოინახულებთ ♥ აფროდიტეს კონცხს და სიყვარულის ხიდს ♥ მოილოცავთ წმ. ლაზარეს საფლავს ლარნაკაში, ღალიის ქართულ მონასტერს, პაფოსის წმ. გიორგის ტაძარს, კიკოსის ულამაზეს მონასტერს, აია ნაპას ულამაზეს სანაპიროებს...
♥ თარიღი: 9-10-11-12 მარტი, 2019
ტურის ღირებულება გახლავთ 499 ლარი!
(*ფასები ცვალებადია და გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ! ნატა; სალომე)
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ტურის მიმართულება:
9 მარტი (შაბათი)
12:45 საათი - გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ქართული დროით)
13:00 საათი - ჩაფრენა ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში (ბერძნული დროით)
14::00-15:00 საათამდე - დაბინავება სასტუმროში
16:00 საათიდან ვიწყებთ დღის ექსკურსიას და მოვინახულებთ:
✔ ფორტის სასახლე
ფორტი ძველი სასახლის ადგილას ააშენეს ფრანკებმა ლუზინიანების პერიოდში. დღეს აქ მდებარეობს ისტორიული მუზეუმი, სადაც თავმოყრილია არქეოლოგიური აღმოჩენები, ქვები, იარაღი, თიხის ნაკეთობები.
✔ წმინდა ლაზარეს ეკლესია და საფლავი.
მდებარეობს აგიუ ლაზარუს მოედანზე, სანაპიროდან დასავლეთით ორი უბნის მოშორებით. იესოს მიერ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე, ქალაქის ზეციურ მფარველად ითვლება. ქალაქის ცენტრში, სადაც მისი მეორე სამარხია აღმართეს ეკლესია, რომელიც დღესაც არსებობს. ტაძრის ინტერიერის მთავარ მორთულობას XVIII საუკუნით დათარიღებული მრავალიარუსიანი, მოჩუქურთმებული ხის კანკელი წარმოადგენს. ამ ადგილს დიდ პატივს მიაგებენ მსოფლიოს ქრისტიანული მოსახლეობა: აქ მდებარეობს სამარხი და ლაზარეს წმინდა ნაწილები, ასევე კიტიის ეპისკოპოსის.
✔ თავისუფალი დრო/გასეირნება პალმების ქუჩაზე
ლარნაკას სიმბოლოს წარმოადგენს საფეხმავლო, პალმების ქუჩა (ფინიკუდესი), რომელიც გადაჭიმულია სანაპიროს გასწვრივ ვასილეოსა პავლუს მოედნის სამხრეთით შუასაუკუნეების ციხესიმაგრემდე. გასული საუკუნის ოციან წლებში მერიის ინიციატივით აქ დარგეს პალმების ხეივანი, რისი დამსახურებითაც ქალაქის სანაპირომ მიიღო სახელწოდება.
დაბრუნება სასტუმროში/ღამისთევა

10 მარტი (კვირა):
08:30-09:30 საუზმე
✔ გამგზავრება პაფოსში, სადაც გვხვდება ქართველი მამაო და დავესწრებით ქართულ წირვა-ლოცვას.
შემდგომ გავემგზავრებით ღალიის ქართულ მონასტერში
(გზა 2 საათი და 30 წუთი)
✔მონასტრის მოლოცვა, არქეოლოგიური აღმოჩენების გაცნობა.(თქვენ ნახავთ უნიკალურ მასალას და ქართველი წინაპრების კვალს კვიპროსზე)
✔გზად შევივლით და მოვინახულოთ ,,პეტრა ტუ რომიუ" (Πέτρα του Ρωμιού) - აფროდიტეს დაბადების ადგილი და საოცარი ზღვის სანაპირო კვიპროსზე.
საღამოს დაბრუნება ლარნაკაში.
თავისუფალი დრო/ ღამისთევა სასტუმროში
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
11 მარტი (ორშაბათი):
✔ 09:00 საათი, საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება კიკოს მონასტერში, რომელიც მდებარეობს კვიპროსის ულამაზეს მთებში. თქვენ მოილოცათ ლუკა მახარებლის მიერ დაწერილ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს, რომელსაც სახე დაფარული აქვს. (ხატის ისტორიას ადგილზე გაეცნობით)
✔ მაცხოვრის ჯვრის მონასტერი (აქვეა სუვენირების ბაზრობა)
✔გასეირნება აია ნაპას ულამაზეს სანაპიროზე/თავისუფალი დრო
✔ ,,სიყვარულის ხიდი"
დაბრუნება სასტუმროში/ღამისთევა

12 მარტი (სამშაბათი):
8:00 საუზმე
9:00 - 11:00 საათამდე თავისუფალი დრო
✔ (ამ დროს გთავაზობთ მლაშე ტბის მონახულებას, სასტუმროდან 4 კმ-ში, სადაც ვარდისფერი ფლამინგოები იზამთრებენ მარტის ბოლომდე.)
11:20 საათისთვის გამგზავრება ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში.
14:00 საათი - გამოფრენა ქუთაისისკენ (ბერძნული დროით)
18:25 საათი - დაბრუნება ქუთაისის აეროპორტში.
23:00 საათზე დაბრუნება თბილისში

ტურის ღირებულება გახლავთ !
(*ფასები ცვალებადია და გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ! )
ფასში შედის:
✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - ლარნაკა - ქუთაისი)
✔ ხელბარგი
✔ 3 * სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში (ზღვის სანაპიროსთან,ქალაქის ცენტრიდან 800 მ.)
✔ სასტუმროში განთავსება 2 და 3 ადგილიანი ნომრებში- (მხოლოდ თქვენი მოთხოვნის მიხედვით)
✔ საუზმეები
✔ ქართულენოვანი გიდი/გამყოლი
✔ სამოგზაურო დაზღვევა

*ფასში არ შედის დარჩენილი ხარჯები:
✔დარჩენილი კვება (სადილი/ვახშამი 8-10 ევრო)
✔ტრანსფერები (თბილისი-ქუთაისი-თბილისი: 25-)
✔შიდა გადაადგილება ავტობუსით ( ჯამში 50-60 ევრო)
✔ მუზეუმის ბილეთები 2 დან 5 ევრომდე (ჯამში 15 ევრო)

P.S. ჩაწერის ბოლო ვადაა 10 თებერვალი!
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
Viber/WatsApp: ნატალი (მაგთი)
ნუგზარი
მისამართი: ქ. თბილისი. პეკინის 44 (გაგარინის მოედანთან)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/03/19
    დაბრუნება
    • 12/03/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა