national delicacy

ეგზოტიკური შრი-ლანკა

  • ID: 49331
  • ნახვები: 2494
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/03/19
    დაბრუნება
    • 09/03/19
დამატებითი ინფორმაცია

Welcome to our paradise island
კუნძული შრი ლანკა - იგივე ცეილონი. სიცივისგან, წვიმისა და ქარისგან დაღლილი ადამიანებისთვის ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა.

ვიზა - ტურისტულ ვიზას ადგილზევე აიღებთ სულ რაღაც .

სანაპიროები – კუნძულის დასავლეთ ნაწილში საუკეთესო ოქროსფერქვიშინი სანაპიროებია: ბენტოტა, კალუტარა, ჰიკადუვა, უნავატუნა, ვილიგამა, გალე, აჰუნგალა. სანაპიროები განსხვავებულია და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეიძლება მოერგოს. მაგალითისთვის - თუ მშვიდ ტალღებში ნებივრობა, ულამაზესი სანაპიროები და რელაქსაცია გსურთ - ბენტოტა, გალე, აჰუნგალა თქვენთვისაა. თუ აღელვებულ ტალღებში სერფინგის მოყვარული ბრძანდებით - ჰიკადუვაზე უნდა გაემგზავროთ.

ტრანსპორტი - საუკეთესოა მატარებლით მგზავრობა და კუნძულის თვალწარმტაცი ბუნების თვალიერება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ფეხზე მდგომს მოგიწიოთ მგზავრობა, თუ გსურთ დაუვიწყარი გახადოთ თქვენი მოგზაურობა,გარისკვა ნამდვილად ღირს.
ქალაქში, შიდა გადაადგილებისათვის კი საუკეთესო ტრანსპორტია ტუკტუკი , სწრაფად გადაადგილდება და ძალიან იაფია. თან ფერადები და სხვადასხვანაირად გაფორმებულები, აუცილებლად საკუთარი მუსიკალური რეპერტუარით, შესაბამისად მგზავრობა ძალიან სახალისოა.
კვება - კვება საკმაოდ იაფია, რესტორნებს გამოაქვთ მაგიდები სანაპიროსთან, გთავაზობენ ახლადდაჭერილი ზღვის პროდუქტების უდიდეს ასორტიმენტს გრილზე, ადგილობრივი სამზარეულო - რა თქმა უნდა, ცნობილი Rice & Curry. 
ტროპიკული ხილით დატვირთული დახლები კი ნამდვილი სამოთხეა - პატარა ზომის ბანანები, წითელი ბანანი, მანგო, მარაკუია, პაპაია, ქოქოსი, ლიჩი - ყველაფერი ძალიან იაფი და დაუჯერებლად გემრიელია. 
გართობა - აქ ნამდვილად ვერ მოიწყენთ! ცნობილ სანაპიროებზე უამრავი ბარია, სადაც ეგზოტიკური შესახედაობის კოქტეილებით, მუსიკითა და ცეკვებით გვიანობამდე გაერთობით. 
ღირსშესანიშნაობები - თუ შრი-ლანკაზე დასასვენებლად მიდიხართ ერთი კვირა სრულიად საკმარისია ტროპიკული ბუნების ხედებითა და მზიანი სანაპიროებით ტკბობისთვის, მაგრამ, თუ მთავარი ღირშესანიშნაობების ნახვას გადაწყვეტთ, მაშინ ჯობს თუ კიდევ რამდენიმე დღეს დაამატებთ.
ასევე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ღირშესანიშნაობები ერთმანეთისგან საკმაოდ შორსაა და ერთი დღიანი ექსკურსიები საკმარისი არ იქნება, ამიტომ ჯობს თუ მათ მოსანახულებლად კოლომბოს აეროპორტიდან 3-4 დღიანი საექსკურსიო ტურით გაემგზავრებით კუნძულის ცენტრალური ნაწილისკენ.
სიგირია, დამბულა/ოქროს ტაძარი, კანდი, ბუდას კბილის ტაძარი, ჩაის პლანტაციები, პინავალა - ეს იმ მისტიური ადგილების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც შრი-ლანკის მონახულებისას უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ. 
მოსახლეობა - შრი-ლანკლები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. სიხარულით დაგეხმარებიან და მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ძალიან ცუდად იციან, ყველანაირად ეცდებიან თქვენს კითხვას უპასუხონ. მუდმივად გიღიმიან და ხალხმრავალ ადგილებში მუდმივად ყურადღების ცენტრში მოექცევით. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან ღარიბია, მაგრამ ამავდროულად, უმრავლესობა საკმაოდ უდარდელად ცხოვრობს - ბანაობენ ოკეანეში, ჭამენ ხილს, ეწევიან მარიხუანას და ეს მათთვის სრულიად საკმარისია.

დარჩა მიზეზი რის გამოც უარი უნდა უთხრათ საკუთარ თავს შრი-ლანკაში მოგზაურობაზე?

 შრი-ლანკა

????შრი-ლანკა/Sri Lanka ???? ! 
???? პერიოდი: 02.03.19-09.03.19 (6 ღამე / 7 დღე)

????სასტუმრო/Hotel
????Hotel Shangrella Beach Resort 2* (BB) –  
????J Hotel Ambalangoda (ex.Juce Hotel) 3*+ (BB) –
????Hotel Earl's Reef 4* (BB) –  
???? Club Waskaduwa Beach Resort & Spa 5* (BB) –
???? Hotel Avani Bentota Resort & Spa 5* (BB) –
???? Turyaa Kalutara (ex. The Sands) 5* (BB) –
????Heritance Ahungalla 5*(BB) -
????Hotel Eden Resort & Spa 5* (BB) -

????All Inclusive Offer
???? Mermaid Hotel & Club 3* -

???? ფასი მოცემულია 1 უფროსზე 2ადგილიან ნომერში და მოიცავს:
✔ორმხრივი ავიაბილეთი 
✔სასტუმროში განთავსება შესაბამისი კვებით (RO - კვების გარეშე; BB - საუზმე);
✔ტრანსფერი (აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)
✔სამოგზაურო დაზღვევა

ფასში არ შედის:
✔ვიზა - (იღებთ ადგილზე აეროპორტში)

????ფასები განახლებადია. გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან საგზურის შეძენამდე.
???????? ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში.

????დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
☎️ 2 051 424 
???? ‎ 
???? info.

ან გვესტუმრეთ ოფისში:
მოსაშვილის #1

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/03/19
    დაბრუნება
    • 09/03/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა