national delicacy

მოირონინე უცნობი სომხეთი - აპრილს

  • ID: 49668
  • ნახვები: 2504
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/04/19
    დაბრუნება
    • 07/04/19
დამატებითი ინფორმაცია

5-7 აპრილს რონინი გთავაზობთ ტურს უცნობ სომხეთში, მოვინახულებთ ერთ-ერთ ყველაზე გრძელ საფეხმავლო ხიდს, გინესის რეკორდსმენ, ყველაზე გრძელ საბაგიროს, ბუნებრივ თბილ მინერალურ აუზებს და კიდევ ბეეევრი სანახაობით დავტკბებით ♥
ასე რომ მოემზადეთ და ყურადღებით ჩაიკითხეთ ღონისძიების დეტალები ;)


შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 00:00 სთ.
გასვლა: 00:15 სთ.

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:

1 დღე:

1. ტათევის საბაგირო გზა — 5.7 კმ სიგრძის საბაგირო გზა სოფელ ჰალიძორსა და ტათევის მონასტერს შორის. იგი არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ორი სადგური (ზემო სადგური ტათევში, ქვემო ჰალიძორში). შესულია გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე გრძელი, უწყვეტი, ორმაგი საბაგირო გზა. კონსტრუქციის შენება დასრულდა 2010 წლის 16 ოქტომბერს საბაგიროს გააჩნია ორი კაბინა, თითოეულს შეუძლია გადაიყვანოს 25 მგზავრი. კაბინა ავითარებს 37 კმ/სთ სიჩქარეს, ერთ გზის გავლას 10 წუთი სჭირდება. ყველაზე მაღლა საბაგირო 320 მ-ზე (1050 ფტ) ადის.
2. ტათევის მონასტერი — მდებარეობს, სიუნიქის პროვინციაში. დაარსდა 906 წელს. სიუნიქის სამეფოს რელიგიური ცენტრი XI საუკუნიდან. მონასტრის მოსახლეობა X საუკუნეში რამდენიმე ათას ადამიანს ითვლიდა. მონასტერი ასევე იყო სომხეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი XIV—XV საუკუნეებში. 1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია.
3. სატანის ხიდი - Satani Kamurj or Devil’s Bridge - ის ძირითადად შედგება ტრავერტინისგან.საუკუნეების მანძილზე კირქვის უზარმაზარი მასა შეიკრიბა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ასეთი სახით. სატანა კამურჯი დაახლოებით 30 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანეა. ხიდი გარშემორტყმულია მთის წყლებით, რის გამოც კანიონის კლდეები ვარდისფერი, ყვითელი და მწვანე ფერისაა. წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია.ზოგიერთ ადგილზე არის თბილი მინერალური წყლის აუზები, რომლებსაც ასევე სამედიცინო დანიშნულება აქვს და გამოიყენება რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ.
4. ხნძორესკის ხიდი - ხონძორესკის ძველი და ახალი ნაწილის დამაკავშირებელი დაკიდებული ხიდი, მისი სიგრძე 160 მეტრია და იწონის 14 ტონას.
5. ხნძორესკი— სოფელი სიუნიქის პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 580 მეტრზე. ცნობილია თავისი კანიონის თვალწარმტაცი კლდეებით და უძველესი კლდის დასახლებით. ხელოვნური გამოქვაბულებით, რომლებიც 1950-იან წლებში დასახლებული იყო. ხეობის ბოლოში მე-17 საუკუნით დათარიღებული წმ. რიფსიმეს ეკლესიაა.
6. შაქის ჩანჩქერი - მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში, მისი სიმაღლეა 18 მეტრი.
8. დაბინავება სასტუმროში ♥



2 დღე:
1. ნორავანქი - მდებარეობს ვაიოცძორის პროვინციის ქალაქ ეღეგნაძორთან. აგებულია XIII-XIV საუკუნეებში. მონასტერს ზოგჯერ უწოდებენ ამაგუ-ნორავანქს, რათა განასხვავონ ბღენო-ნორავანქისაგან, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორისში. XIII-XIV საუკუნეებში მონასტერი წარმოადგენდა სიუნიქის ეპარქიის ცენტრს, ხოლო მოგვიანებით სომხეთის კულტურული ცენტრი გახდა. ნორავანქი იყო სომეხი მთავრების, ორბელიანების რეზიდენცია.მონასტრის გალავანი აგებულია XVII-XVIII საუკუნეებში.
1996 წლიდან ნორავანქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია
2. ხორ ვირაპი - მდებარეობს არარატის პროვინციის ქალაქ არტაშატთან, თურქეთის საზღვართან ახლოს, არარატის მთის ძირში. თარიღდება 642; 1662 წლებით. მონასტერი მდებარეობს მიწისქვეშა სატუსაღოს თავზე, სადაც სომხეთის მეფე თრდატ III-ს 15 წლის განმავლობაში დატუსაღებული ჰყავდა გრიგოლ განმანათლებელი. 301 წელს თრდატ III-მ ქრისტიანობა მიიღო და გრიგოლ განმანათლებელი გაათავისუფლა.
3. ზვართნოცის საკათედრო ტაძარი - 643-652 წლებში კათოლიკოს ნერსეს III-ის (აღმშენებელი) სურვილით ააგეს დიდებული წმ. გიორგის საკათედრო ტაძარის ადგილას. 930 წელს ტაძარი მიწისძვრამ გაანადგურა და დამარხული რჩებოდა XX საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოჩენამდე.
ეჩმიაძინის ტაძრებთან ერთად ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 2000 წელს.
4. ეჩმიაძინი - ქალაქი თავდაპირველად დაარსდა ძვ.წ. მე-4 ან მე-3 საუკუნეში და რამდენიმე ათწლეული სომხეთის დედაქალაქი იყო.
5. ეჩმიაძინის მონასტერი - სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერი. სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელი. უძველესი ხის ეკლესია მონასტრის ადგილზე აგებული ყოფილა ჯერ კიდევ 303 წელს, სომხეთში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან მალევე, ხოლო ქვის ეკლესია ააგეს V-VII საუკუნეებში. სამრეკლო აგებულია 1653-1658 წლებში, ხოლო საკურთხევლის ნაწილი 1869 წელს. 2000 წლიდან შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
6. ერევანი — სომხეთის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე რაზდანზე. ერევანი დაახლოებით 2,799 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.
7. დაბინავება ჰოსტელში ♥
(თავისუფალი დრო)

3 დღე:

1. გარნის წარმართული ტაძარი — ძვ. წ. I საუკუნის წარმართული (პაგანისტური) ტაძარი სომხეთში. მდებარეობს ერევნიდან 28 კილომეტრში კოტაიქის პროვინციის სოფელ გარნიში, მდინარე აზატის ხეობაში. ტაძარი საბჭოთა პერიოდში აღადგინეს ნანგრევებისაგან.
2. გეღარდი, აირივანქი (სომხ. „კლდეში ნაკვეთი მონასტერი“) — მონასტერი მდინარე გარნის ხეობაში, ერევნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ-ზე. დაარსდა IV საუკუნეში. გალავნის შიგნით განლაგებულია ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესია ასტვაწაწინი (1215), რელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკული 4-სვეტიანი გავითი (1225), კლდეში გამოკვეთილი ორი გუმბათიანი ეკლესია (ორივე 1283, ხუროთმოძღვარი გალძაგი) და სხვა, გალავნის გარეთ კი — XII საუკუნის ნახევრად გამოქვაბული გრიგორის ეკლესია. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის ძეგლთა სიაში.
3. სევანის ტბა - უდიდესია კავკასიაში. ფართობი — 1200 კმ². საშუალო სიღრმე — 28,5 მ, მაქსიმალური — 83 მეტრი.
4. სევანავანქი - სევანის მონასტერი - არქიტექტურული კომპლექსი სევანის ტბის კუნძულზე (ახლა ნახევარკუნძულია). შემორჩენილია IX საუკუნის სამაფსიდიანი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები: მცირე — კარაპეტის ეკლესია და დიდი — მოციქულთა ეკლესია (874).
5. დაბრუნება თბილისში ♥
-----------------------------
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ნისლის შემთხვევაში ხნძორესკის ხიდი უფრო მისტიური გახდება :) აუზებთან ჩასასვლელი არის თოკით, რის გამოც შესაძლოა ყველამ ვერ მოახერხოს ჩასვლა... ძლიერი ქარის შემთხვევაში საბაგირო იკეტება.
------------------------------

მარშრუტის სირთულე:
მარტივი.


ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
მინიმუმ 2 კვირით ადრე რადგან დასაჯავშნია თქვენთვის ნომერი.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის (1 კვირა) დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.


ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
ღამისთევა ჰოსტელში
( ინდივიდუალური ოთახის სურვილის შემთხვევაში დაამატებთ თანხას )


ფასში არ შედის:
სამი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
ვაგემოვნებთ სომხურ მენიუს რესტორანში სურვილისამებრ.

ტათევში ასასვლელი საბაგიროს ღირებულება ერთი გზა 3500 დრამი, წრიული 5000 დრამი.
ზვართნოცში შესასვლელი ბილეთის ღირებულება 700 დრამი.
გარნის ტაძარში შესასვლელი ბილეთის ღირებულება 1000 დრამი.

რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტი (ID ბარათი არ მოქმედებს)

ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/04/19
    დაბრუნება
    • 07/04/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა