national delicacy

ქინძმარაული, შიოს მარანი, ილიას ტბა, ნეკრესი და ა.შ.

  • ID: 49808
  • ნახვები: 7064
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/03/19
    დაბრუნება
    • 08/03/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს კახეთში.

1. მუხროვანის ქვაბოვანი (კლდეში ნაკვეთი) საყდარი ძველი ფრესკებით, მე-12-13 სს.
2. მონასტერი "შიოს მარანი" - მე-12-13 ს.ს. ეკლესიაში არის უძველესი საწნახელი და ქვევრები.
3. გრემი - 1565 წ. კახეთის მეფეთა რეზიდენცია და მთავარანგელოზთა ეკლესია.
4. კორპორაცია ქინძმარაული - ღვინის დეგუსტაცია, ქარხნისა და მარნის დათვალიერება.
5. ილიას ტბა და კუდიგორა.
6. ნეკრესი - აბიბო ნეკრესელის მიერ მე -6 ს. დაარსებული სამონასტრო კომპლექსი.

✔ 8 მარტი, პარასკევი. (ოფიციალური დასვენების დღეა)
✔ ტურის ღირებულება:

???? ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში:
4 კმ. მარტივი, ბუნებაში სუფთა ჰაერზე.

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.
გავდივართ 8:00სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
???? მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კორპორაცია ქინძმარაულში ქარხნის და მარნის დათვალიერება, ადგილობრივ გიდთან ერთად არის უფასო.
ხოლო ღვინის დეგუსტაცია.
ფასები: ჯგუფის შემთხვევაშ 4 ჭიქა ღვინის დაგემოვნება .
(ანუ 1 ჭიქა - ).

???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? ანი

 

- მუხროვანის ქვაბოვანი საყდარი .მე-12-13 სს.ივრის მაჯვენა ნაპირზე, უჯარმიდან სამხრეთით, სამ კილომეტრზე, მდებარეობს მცირე ზომის გამოქვაბული XVII საუკუნის მხატვრობით. გასარკვევია მისი სახელწოდება და ის საკითხი, შედიოდა თუ არა იგი გარეჯის მრავალმთის სამონასტრო სისტემაში. ვინაიდან აღნიშნული მონასტერი კლდეშია ნაკვეთი და ტერიტორიულად ახლოს არის ნინოწმინდასთან, რომლის ეპარქიაშიც XVI საუკუნიდან შედიოდა მთლიანად გარეჯა, სავარაუდოა, რომ ეს მონასტერიც მრავალმთის სამონასტრო სისტემას უკავშირდება. საფიქრებელია, რომ პლატონ იოსელიანის სიაში მონასტერი მოხატული, რომელსაც ვერ მივაკვლიეთ სწორედ ეს იყო.

- შიოს მარანი - მე-12-13ს.ს. ეკლესიაში არის უძველესი საწნახელი და ქვევრები. წმ.შიოს სახელობის მონასტერი, შიოს მარნის სახელითაა ცნობილი. ამჟამად მხოლოდ წმ.შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული. წმ.შიოს სახელობის ეკლესია აგურით ნაშენი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით განზიდული, ხუთწახნაგა აბსიდა აქვს. ეკლესიის ფასადები სადაა, თუ არ ჩავთვლით აგურითვე გამოყვანილი ჯვრების გამოსახულებებს. 1247-1259 წწ. ის მთლიანად მოუხატავთ. ამჟამად მოხატულობა შემორჩენილია აბსიდასა და დასავლეთის კედელზე. მხატვრობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ შემორჩენილია მეფე დავით ულუს გამოსახულება. მონასტრის ნაგებობებიდან შედარებით იკითხება ტაძრის აღმოსავლეთით მდგარი ორსართულიანი ქვის ნაგებობა, რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზეა წაგრძელებული. ნაგებობის დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში ქვისავე კიბეა ამოყვანილი მეორე სართულზე ასასვლელად.
„შიოს მარანი“ დალოცვის ტექსტებშია.
„ღმერთმა ისე აგაშენოთ,
როგორც - შიოს მარანიო.
პური-ღვინო ბევრი მოგცეთ,
სხვა წყალობაც მრავალიო“...

- გრემი - კახეთის მეფეთა რეზიდენცია და მთავარანგელოზთა ეკლესა. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს. გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს. ინტერიერს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მაკეტით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.
ნაქალაქარში შედის:
მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა). ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.
სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა.
სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა).

- ნეკრესი — ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გიორგი ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/03/19
    დაბრუნება
    • 08/03/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა