national delicacy

დავით გარეჯი, მარტყოფი, წყაროცელი და ა.შ.

  • ID: 49809
  • ნახვები: 6443
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/03/19
    დაბრუნება
    • 09/03/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ და ლამაზ ხედებიან ტურს.

1. დავითის ლავრა - დავით გარეჯელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 საუკუნე. ფერისცვალების ეკლესია, დავით გარეჯელის საფლავი და კლდეში ნაკვეთი სენაკი, რომელიც პირველი გამოკვეთმა დავითმა და იქ დამკვიდრდა.
2. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია. აქ ინახებოდა შაჰ-აბასის მიერ წამებული 6000 ბერის წმინდა ნაწილები.
3. უდაბნოს მონასტერი - მე-9-11 საუკუნეები. აქ ნახავთ უნიკალურ ფრესკებს, სატრაპეზოს, კლდეში ნაკვეთ ტაძრებსა, ქვაბ-სენაკებსა თუ სალოცავებს. გარშემო ულამაზეს ხედებით დატკბებით.
4. აღდგომისა წამებული. ზუსტად ამ ადგილას შეამჩნია შაჰ-აბასმა აღდგომის ღამეს ბერების ლიტანიობა, რის შემდეგაც გადაწყვიტა 6000 ბერი ეწამებინა და სიკვდილით დაესაჯა.
5. მარტყოფი - ყოველთა წმინდათას სახ. მამათა მონასტერი.
6. მარტყოფი - წყაროცელის წმინდა გიორგის ეკლესია.
7. მარტყოფის ღვთაების მონასტერი, მე-6 საუკუნე. დააარსა ანტონ მარტყოფელმა, ერთ-ერთმა ცამეტ ასურელ მამათაგან. აქვეა მისი საფლავი.
8. მამა ანტონის სვეტი. აქ გაატარა მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი.
9. ნორიო ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია.

???? ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
5 კმ. მარტივი.

✔ 9 მარტი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: .

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.
გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
???? მგზავრობა მიკროავტობუსით
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? ანი
 

- უდაბნოს მონასტერი - შუა საუკუნეები. გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით სამთაღიანი გასასვლელით დაკავშირებული მაღალი და ფართო სადიაკვნე ეკვრის. მონასტერს ჰქონდა აგრეთვე სატრაპეზო და სხვა დანიშნულების სათავსები. უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ამავე ხანას მიეკუთვნება სატრაპეზოს მოხატულობა. სადიაკვნეს მოხატულობა სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ადრინდელი ხანის მოხატულობის ნიმუშებთან და 856-864 შორის უნდა იყოს შესრულებული. მოხატულობის II ფენა XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი - XIV საუკუნეს.

- მოწამეთა (ახალი) ეკლესია - მე-20 საუკუნე.

- დავითის ლავრა - დავით გარეჯელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 საუკუნე. დავითის ლავრის არქიტექტურული ანსამბლი, მისი სამონასტრო მეურნეობა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათაგან შედგება (VI-XVIII სს.). გამაგრებულია გალავნითა და საგუშაგო კოშკებით. ეკლესიები, განდეგილთა სენაკები, საერთო საცხოვრებელი სამლოცველოთი ან სატრაპეზოთი, აგრეთვე საჯინიბო, საწყობები და სხვა. სათავსები ძირითადად მღვიმეებშია მოთავსებული. მთის მასივში ხელოვნურად გამოკვეთილია წვიმის წყლის შესაგროვებელი სისტემა, წყალმიმღბი ღარები. ერთ-ერთ მღვიმეში წვეთ-წვეთობით გროვდება წყალი, ლეგენდის მიხედვით — „დავითის ცრემლი“. დავითის ლავრის ანსამბლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართო ნაგებობა იყო იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კლდეში ნაკვეთი ეკლესია (XII ს., ამჟამად დანგრეულია), რომლის ჩრდილოეთ კედელზე (XVII ს.) ასახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან: „ლუკიანე წველის ირმებს“ და „გველეშაპის დაწვა“.

დავით გარეჯელი — მე-6 საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი). თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კუხეთში გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (დავითგარეჯა, გარეთ-სჯა), რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია დავითის ლავრის მთავარ ტაძარში. დავით გარეჯელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. დავითის ინიციატივით მისმა მოწაფეებმა დოდო და ლუკიანე გარეჯელებმა სანახებშივე დააარსეს ახალი მონასტრები. როცა წმიდა დავით გარეჯელმა იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა, მონასტრის უკვე საკმაოდ დიდი კრებული წმიდა ლუკიანეს ჩააბარა და თვითონ რამდენიმე ძმასთან ერთად წმინდა ქალაქისკენ გაეშურა. მიაღწიეს ადგილს, რომელსაც მადლის ქედი ეწოდება და საიდანაც მთელი იერუსალიმი მოჩანს. იხილა რა ღვთის ქალაქი, წმიდა დავითი ქვე დაემხო, მადლობა შესწირა უფალს: "მადლობელი ვარ, უფალო, რომ მეც, შენი უღირსი მონა, ღირს მყავ მოწევნად და ხილვად შენი წმინდა ქალაქისა, სადა დასდგნენ ფერხნი შენნი. აღარ ვიკადრებ ჩასვლას ქვემოთ და შენი წმინდა ნაფეხურების დათრგუნვას. ჩემთვის საკმარისია ის მადლიც, რომელიც იერუსალიმის ოდენ ხილვით მომეცა". კარგა ხანს იყო ქვე დამხობილი. ძმებმა გზის განგრძობა სთხოვეს. მაგრამ წმიდა დავითი უღირსად იტყოდა თავს და ვერ შეჰბედა იერუსალიმში შესვლა. მხოლოდ სთხოვა ძმებს: "თქვენ წადით და ჩემთვის, ცოდვილისათვის, ილოცეთ უფლის საფლავზეო". მარტო დარჩენილმა დიდი ლოცვისა და ცრემლთა ღვრის შემდგომ იმ ადგილიდან, სადაც მუხლმოდრეკით იდგა, სამი ქვა აიღო, იმხელა რწმენით, თითქოს ქვანი უფლის საფლავისგან არიან გამოკვეთილნიო, დიდის კრძალვით ჩააწყო კალათაში და უკან, გარეჯისკენ, გამობრუნდა. იმავე ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქ ელიას და აუწყა: მოვიდა იერუსალიმში საკუთარი მონაი ჩემი დავითი და თავისი სარწმუნოებით წაიღო მადლი იერუსალიმისა. ხოლო შენ წარავლინე მალემსრბოლნი, რათა დაეწივნენ მას. დავითს კალათაში სამი ქვა უძევს, შენმა ხალხმა ამ ქვებიდან ერთი დაუტოვოს და უთხრას: "ამას გიბრძანებს შენ უფალი - შენი რწმენისთვის მიგეღო მადლი ჩემი წმინდა ქალაქის იერუსალიმისა. ხოლო მე სათნოდ მიჩნს, ორი ნაწილი უკანვე, იერუსალიმში, დავაბრუნო, რათა სრულიად არ იყოს განშორებული მადლისაგან. ხოლო მესამედი მადლისა შენთვის მომინიჭებია. წაიღე იგი უდაბოში, წმინდა ჰყავ შენი მისვლით, შენი სხეულის იქ დადებით (ანუ გარეჯას დაიმარხეო), რომლისა სარწმუნოებით შემხებელთა ჰპოვონ კურნება სულთა და ხორცთა. ხოლო ეგ ქვა წაიღე უდაბნოში, ვითარცა ევლოგია, სახსენებლად და მისათხრობლად სარწმუნოებისა შენისა". პატრიარქმა სასწრაფოდ დაადევნა თავისი ხალხი წმიდა დავითს. მიეწივნენ ღირს მამას, თაყვანის სცეს, მოუთხრეს ყოველივე. კრძალვით, სიმდაბლით გამოართვეს ორი ქვა და ერთი დაუტოვეს. ღვთის სახიერებით გაკვირვებული წმიდა დავითი დაემხო მიწაზე და მადლობა შესწირა უფალს. მიუხედავად პატრიარქის კაცთა ვედრებისა, ღირსი მამა აღარ მიბრუნდა იერუსალიმს, სადაც უკვე განთქმულ იყო მისი სახელი, დაბრუნდა გარეჯას და მიჰფინა მადლი იერუსალიმისა თავის მონატრებულ სულიერ შვილებს.

- მარტყოფის ღვთაების მონასტერი — მონასტერი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. მოქცეულია ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის — მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.
ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა. XI ს., როდესაც კვირიკე III კახთა მეფემ კახეთის სამეფო საერისთავოებად დაყო, მარტყოფი რუსთავში მჯდომ ერისთავს დაექვემდებარა, ეკლესიურად კი რუსთველი ეპისკოპოსის სამწყსო გახდა. მონასტერი მუდამ განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. 1265 წ., როდესაც ოქროს ურდოს მბრძანებლის ბერქა ყაენის ლაშქრობას ქალაქი რუსთავიც შეეწირა, საეპისკოპოსო კათედრალი რუსთავიდან სწორედ მარტყოფში გადმოვიდა.ღვთაების მონასტერი სასტიკად აოხრდა თემურ ლენგის 1395 წ. შემოსევის დროს. მაშინ დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ანტონ მარტყოფელმა ედესიდან ჩამოაბრძანა და რომლის სახელიდანაც წარმოდგა მონასტრის სახელწოდება - ღვთაების მონასტერი.
XV ს. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, კახეთის მეფე გიორგი I-მა (1466-1476 წწ)ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით კახეთის საერისთავოები გააუქმა და მათ ნაცვლად მთელი კახეთი ოთხ სადროშოდ დაყო. მათ სათავეში კი არა ერისთავები, არამედ ეპისკოპოსები ჩააყენა. მათ შორის მეოთხე სადროშოს და იმავე დროს ჯარის მარცხენა ფლანგის წინამძღოლად დანიშნულ იქნა რუსთველი ეპისკოპოსი, რომლის სასპასპეტოში შედიოდა გარე-კახეთი ქიზიყამდე და მარტყოფ-საგურამო, რეზიდენცია კი მარტყოფის მონასტერში იყო. აქ ინახებოდა სადროშოს საბრძოლო დროშა. მის ერთ მხარეზე გამოსახული იყო ხელთუქმნელი ხატი, მეორეზე კი წმინდა გიორგი. მედროშე ეპისკოპოსები სადროშოებს მოურავების საშუალებით მართავდნენ. ასეთივე მოურავი ჰყავდა მარტყოფსაც. მარტყოფის მონასტრის მნიშვნელობა განისაზღვრებოდა მისი მდებარეობით, რომელიც თავდაცვისათვის ხელსაყრელ ადგილს გულისხმობდა. XVIII ს. დასაწყისში ერთხანს მარტყოფის მონასტერს აფარებდა თავს თურქთა ტყვეობიდან გაქცეული კახეთის მეფე კონსტანტინე II მაჰმად-ყული ხანი. ამის გამო იყო, რომ 1723 წ. თურქებმა მარტყოფი დალაშქრეს, მოსახლეობა დაარბიეს, ტაძარი დაარბიეს და ხატები შემუსრეს. ამავე XVIII ს. დასაწყისში კახეთის გამგებლის დავით II (იმამ-ყული ხანი)-ს ბრძანებით ღვთაების მონასტრისთვის უფლება მიუციათ პატარძეულიდან მარტყოფამდის სამღებროები აეშენებინა, რაც მეცნიერთა აზრით იგივე საბაჟო უნდა ყოფილიყო.
მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც გახსნილი იყო სკოლა. პლატონ იოსელიანი წერს: „მამაჩემი იყო ამ სკოლის უკანასკნელი მოსწავლე“. სკოლამ არსებობა შეწყვიტა 1752 წელს ლეკთა თავდასხმის გამო.
საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა ღვთაების მონასტერმა XIX ს. დასაწყისამდე შეინარჩუნა. მაგრამ ლეკიანობის, თუ სხვა ჯურის მტრის შემოსევების შედეგად მარტყოფის მიდამოები მოოხრდა და გაუდაბურდა. 1811 წლისთვის რუსთავის საეპისკოპოსო სამწყსო მხოლოდ 8 სოფელსა და ერთ თავადს მოითვლიდა. რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსთავის ეპარქიაც გაუქმდა. თავად მარტყოფის ღვთაების მონასტერი მოქმედებდა 1934 წლამდე. შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს. XX ს. 50-60-იან წლებში მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წ. აღდგა. ამჟამად აქ აფხაზეთის ეპარქიაა თავშეფარებული. მონასტრის ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებში განსაკუთრებულია 1918 წ. 26 აგვისტოს ღამე, როდესაც აქ თავის სენაკში ვერაგულად მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.
მონასტერი, რომ ნამდვილად სამხედრო დანიშნულებისა იყო, ამას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილი. ის ამბობს, რომ მონასტერი არის „მსგავსი ციხისაო“. მონასტერს გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. მისი სიმაღლე 8მ. სიგანე კი 2მ. უდრიდა. 1752 წელს იგი დაუნგრევიათ ლეკთა მარბიელ რაზმებს. დღეისთვის მისი ნაშთებია შემორჩენილი.
სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისაგან შედგება. მონატრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია ,,ხელთუქმნელი ხატის გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა. ტაძარმა მრავალგზის განიცადა ნგრევა.დღეს მის ადგილას უფრო მცირე ზომის ტაძარი დგას. XIX ს. 40-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრამ ღვთაების ტაძარს გუმბათი მოანგრია, რომელიც იმავე პერიოდში საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით აღდგენილ იქნა და რუსი მხატვრის ტროშინსკის მიერ ახლიდან მოხატურლი. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ანტონ მარტყოფლის საფლავია. ამავე ტაძრის ძირში შემორჩენილია საძვალე.ტაძრის აღმოსავლეთით დგას სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც ფასადში ჩადგმული წარწერის თანახმად, 1629 წ. აუგია კალატოს ახვერდას. სამრეკლო XVII ს. ნინოწმინდის, ურბნისის და ანჩისხატის სამრეკლოთა მსგავსი ნაგებობაა.მონასტრიდან აღმოსავლეთით, მთის თავზე დგას მამა ანტონის სვეტი, რომლის ნანგრევებზე უკანასკნელ დროს ახლიდან აშენდა კოშკი. სწორედ აქ გაატარა მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი.ჟამთა მსვლელობაში მონასტერმა მრავალი ცვლილება განიცადა. პირველად ის IX საუკუნეში შეაკეთეს. ნიშანდობლივია, რომ კოშკი ამის შემდეგ აღარ შეკეთებულა. XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე მონასტერი საფუძვლიანად შეკეთებულა. 1848-1855 წწ. ნორიოს მამასახლისის ივანე არჯევანიძის თაოსნობით (რომელიც მაკაროვის გვარით არის მოხსენიებული ხალხურ ლექსში „არსენა“) სამონასტრო კომპლექსში კიდევ ერთი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. სწორედ ამ დროს შესრულდა ტროშინსკის მიერ ახალი მხატვრობაც. ამავე წლებში ნორიოდან მონასტერში მიმავალ საეკიპაჟო გზაზე აღმართული იქნა ქვის სვეტი შუქურისათვის, რათა გაადვილებულიყო ღამით მონასტერში ასვლა. დღეს შემორჩენილია ამ შუქურის ნაშთი, რომელსაც "მისალოცავს" უწოდებენ.

- ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია:
იგი დგას ე.წ. "ცოფურაანთ" უბანში. მისი მშენებლობა დაკავშირებულია ცნობილი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის უახლოესი თანამშრომლის, იაკობ მანსვეტაშვილის წინაპრების სახელთან. იგი თვითონ მოგვითხრობს შემდეგს: XVII ს-ში რუსეთიდან მივლინებული ყოფილა ვიღაც წარჩინებული კაცი ჩვენს მეფეებთან სახელმწიფო და სავაჭრო საქმეებზე. მას თან დიდი ამალა მოჰყოლია. დიდი სიცხეები ყოფილი და ამის გამო ამალის წევრებისათვს დროებით საცხოვრებლად კარგი სააგარაკო ადგილი სოფელ ნორიოში შეურჩევიათ. ამალის წევრებს მანსვეტოვსა და ხორევს ნორიელი ქალები შეურთავთ ცოლად და რუსეთში აღარ დაბრუნებულან. სოფლის ბოლოში დღესაც ცხოვრობენ ხორიაშვილები. რაც შეეხება მანსვეტოვს იგი პირნაყვავილარი (ჩოფურა) ყოფილა, მის შთამომავლებს ნორიელებმა გვარი შეუცვალეს და ცოფურაშვილები უწოდეს. ცოფურაშვილებს XVIII საუკუნის ბოლოს ნორიოში საგვარეულო ეკლესია და კოშკი აუგიათ. კოშკი დღესაც უცვლელად დგას. რაც შეეხება ეკლესიას 2003-2005 წლებში ნორიელებმა მას სახე შეუცვალეს, მოხსნეს სახურავიდან პატარა გუმბათი. ეზოს შემოავლეს დაბალი გალავანი და სამრეკლო ააგეს. ძალიან ბევრი ნორიელი უსასყიდლოდ ასრულებდა სამუშაოს. ეკლესია მოხატული იქნა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ნორიელ ახალგაზრდას-სამხატრო აკადემიის სტუდენტს დიმიტრი ძიძიკაშვილს. ეკლესია ხელახლა გაიხსნა 2005 წ. 28 აგვისტოს.
საკურთხევლის ტიხართან, არის პატარა ნიში სადაც წერია: "აქ განისვენებს დეკანოზი ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტაშვილი'. ეს კაცი ცნობილი იაკობ მანსვეტასვილის მამა ყოფილა.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/03/19
    დაბრუნება
    • 09/03/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა