ზღაპრული სილამაზე და განტვირთვის წუთები, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ!
მოგზაურობის პერიოდი: 23-24 მარტი
ვაუჩერის შეძენის შემდეგ ადგილზე გადაიხდით:
4 კაციან აპარტამენტში - (სამზარეულოთი) ს ნაცვლად
2 კაციან ნომერში - ს ნაცვლად
ღირებულებაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით
გამყოლის მომსახურება
სასტუმროში განთავსება
I დღე
გავემართებით თბილისიდან ღამის 11 საათზე სარფის მიმართულებით, გამთენიისას გადავალთ საზღვარზე სადაც დაგვხვდება მეორე ტრანსპორტი და პირდაპირ წავალთ სუმელას მიმართულებით
სუმელას მონასტერი, რომელიც წლების განმავლობაში ითვლებოდა როგორც ბერძნული ასევე მთელი ქრისტიანული სამყაროს წმინდა ადგილად. (თუმცა მისი ნახვა მხოლოდ გარედანაა შესაძლებელი, შიდა კომპლექსი დაკეტილია სარემონტო სამუშაოების გამო)
ვისაუზმებთ სუმელას მონასტრის ძირში მდინარის პირა რესტორანში, დავათვალიერებთ ულამაზეს ხდებს და გადავიღებთ ფოტოებს
ქალაქი ტრაბზონი - შავი ზღვის პირას გაშენებული ქალაქი სადაც შევძლებთ ვესტუმროთ მოლს „ტრაბზონის ფორუმს“
მცირე აია - სოფიას ტაძარი რომელიც ქალაქ ტრაბზონში მდებარეობს. ის ადრე ქრისტიანულ ტაძარს წარმოადგენდა, რომელიც დღეს მოქმედ მეჩეთადაა გადაკეთებული. თუმცა შემორჩენილია უძველესი ფრესკები
საღამოს გავემართებით უზუნგოლის ტბაზე, სადაც დავბინავდებით სასტუმროში, აქ მოგეცემათ თავისუფალი დრო, რომ გაისეირნოთ ტბის პირას და დატკბეთ ღამის უზუნგოლის სილამაზით
II დღე
დილით ვისაუზმებთ სასადილოში და შემდეგ მოვინახულებთ:
> უზუნგოლის ჩანჩქერებს
> გადმოსახედს ტბაზე
მოვწესრიგდებით და გამოვემართებით თბილისისკენ. გზად გავაჩერებთ ქემელ ფაშაში, სადაც ვიშოპინგებთ. შემდეგ გავივლით სასაზღვრო პროცედურებს და ჩავსხდებით მეორე მიკრო ავტობუსში და გამოვემართებით თბილისისკენ
ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება
ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომხმარებელი და ვიცით რა უნდათ მათ!
ვაუჩერის შეძენამდე აუცილებელია კომპანიასთან დაკავშირება და დეტალების შეთანხმება: ანა; ნინო; პაატა