ავსტრია, სლოვენია, ხორვატია, ბოსნია ჰერცოგოვინა
პერიოდი: 6 – 20 ივლისი (14 ღამე/15 დღე)
ზაფხულის ევროტური ივლისის თვეში, რომელიც მოიცავს 4 ქვეყანას: ავსტრიას, სლოვენიას, ხორვატიას და ბოსნია-ჰერცოგოვინას. ტურში გათვალისწინებულია 9 ღამე ხორვატიის სანაპიროზე დასვენება სპლიტსა და დუბროვნიკში, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია შემდეგი ქალაქების ნახვა: პულა, ზადარი, სიბენიკი, მაკარსკა და ჰვარი. ასევე, 12-14 ივლისს შესაძლებლობა გეძლევათ, ხორვატიაში ქალაქ სპლიტში დაესწროთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს, „ულტრა ევროპას“ . ვენაში, ლუბლიანასა და სარაევოში მოინახულებთ და დაათვალიერებთ ტურისტულ ატრაქციებსა და ღირსშესანიშნაობებს. ტურის განმავლობაში თქვენთან ერთად იმოგზაურებს ქართველი გიდი და გირჩევთ საუკეთესო ადგილების მონახულებას.
ვენა - 2 ღამე
ლუბლიანა - 1 ღამე
ზაგრები- 1 ღამე
სპლიტი - 5 ღამე
დუბროვნიკი - 4 ღამე
სარაევო - 1 ღამე
ტურის ღირებულებაა ფასი მოცემულია 1 უფროსს ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში და მოიცავს:
1. ორმხრივი ავიაბილეთს თბილისიდან;
2. თბილისიდან გიდის მომსახურებას;
3. სასტუმროში განთავსებას;
4. აეროპორტიდან ტრანსფერს - სასტუმრო - აეროპორტი;
5. ქალაქებს შორის ტრანსპორტირებას (მატარებელი, ავტობუსი);
6. სამოგზაურო დაზღვევას;
ფასები განახლებადია, დამატებითი ინფორმაციისთვუს დაგვიკავშირდით:
ტელ:
იმეილი: