თბილისი - შატილი
გთავაზობთ 2 დღიანს ტურს თბილისი - შატილის მიმართულებით
გასვლა: 11 მაისი დილის 7 საათზე სააკაძის მოედნიდან.
სავალდებულო მოთხოვნები:
• არ ვაგვიანებთ
• არ მოვდივართ ტურზე ალკოჰოლური სასმლისა და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.
• არ ვბილწსიტყვაობთ, არ ვყრით ნაგავს მიკროავტობუსში.
• არ ვანაგვიანებთ გარემოს.
• ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორებს.
• სავალდებულოა თან იქონიოთ ერთი ხელი თბილი ტანსაცმელი.
წინააღმდეგ შემთხვევაში გამოეთიშებით ტურს და თანხა უკან არ დაბრუნდება.
ტურის ღირებულებაში შედის:
კომფორტული მიკროავტობუსი
• საოჯახო ტიპის სასტუმროში განთავსება
• ორჯერადი კვება (საუზმე, ვახშამი)
სანახაობები:
• დათვიჯვრის უღელტეხილი
• კისტანი
• ნაწვეთრები
• შატილის უნიკალური ციხე კოშკები
• აკლდამები (გაეცნობით მათი აგების ისტორიას)
• მუცო
• დაბრუნება სასტუმროში (სოფ. გუდანი)
მეორე დღე
• კორშის სახლ-მუზეუმი
• ჩარგალი (ვაჟა-ფშაველას სახლ მუზეუმი)
• დაბრუნება თბილისში
ტურის მოკლე მიმოხილვა:
გელით დაუვიწყარი ორი დღე ხევსურეთში.
მოვინახულებთ ხევსურეთის მრავალ ღირშესანიშნავ ადგილს. პირველ დღეს მოვივლით პირიქითა ხევსურეთს, მუცოში ნებისმიერ ტურის მონაწილეს ეძლევა საშუალება სურვილისამებრ დააგემოვნოს ტრადიციული საკვები (ხინკალი, კეცეული) (P.S. არ შედის ტურის ღირებულებაში). დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი.
დილას საუზმე და განვაგრძობთ დაუვიწყარ მოგზაურობას. მოვივლით პირაქეთა ხევსურეთის მცირე ტერიტორიას, სადაც გაეცნობით ხევსურულ ადათწესებს ისტორიას და კულტურას, ნახავთ ხევსურულ ტრადიციულ სამუშაო და საბრძოლო იარაღებს, ჩაცმულობას და ა. შ.
შემდეგ გავივლით ფშავში კერძოდ ჩარგალში, მოვინახულებთ ვაჟა-ფშაველას სახლ მუზეუმს.
ასევე უკან დაბრუნებისას თქვენივე ნება-სურვილით ავკრებთ თანხას და დავსხდებით რომელიმე რესტორანში.
ფასი: ერთი ადამიანი
თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა ტურამდე ერთი კვირით ადრე.
ანგ. ნომერი GE67BG0843064 საქართველოს ბანკი
დეტალებზე დაგვიკავშირდით
ტელ. ნომერი: