♥ მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი , 7 აპრილს ,კვირას გთავაზობთ ერთდღიან სალაშქრო-შემეცნებით-სათავგადასავლო ტურს ლოპოტის ხეობაში, ულამაზესი მთებით შემოფარგლული ლაფანყური ,მისი უძველესი ეკლესიებით, ღირსშრსანიშაობებით და სილამაზეებით.. გარს არტყავს კავკასიონის მთები: დიდი მუხაციხე, პატარა მუხაციხე, სასანთლე, ნაყოროღალი,დიდი და პატარა ანდარაზანი და სხვა. შემოიკრიბეთ მეგობრები და შემოგვიერთდით. ♥
For English description please scroll dawn>>>
♥შეხვედრის დრო და ადგილი: 7 აპრილი. კვირა დილის 07:00 საათი, მეტრო რუსთაველი, შოთა რუსთაველის ძეგლთან, მაკდონალდსის წინ.
♥ფეხით გასავლელი მანძილი: დაახლ. 7-8 კმ.
♥ღირებულება : (ჩვენი ფონდის მინიმუმის ჩათვლით)
>>>
♥ფასში შედის:
მგზავრობა მიკროავტობუსით
კვალიფიციური გიდის მომსახურება
ლაშქრობის ინსტრუქტორის მომსახურება
ფოტოგადაღება
გათამაშება
♥ფინანსური მხარე:
______________
იმისათვის ,რომ დარეგისტრირდეთ და დაიკავოთ თქვენი ადგილი, საჭიროა მოგვწეროთ გვერდის პირად გზავნილებში თქვენი სახელი, გვარი, მობ. ნომერი და ტურის ღირებულების თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ლაფანყური
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
♥
☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. ასევე გასვლის წინა ღამეს ტურზე ვერავის დავამატებთ.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია: ♥
♥რა ჩავიცვათ?
სალაშქრო ან სპორტული ფეხსაცმელი და ტანისამოსი.
♥რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები, 1 ლიტრი წყალი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ქუდი, პირადი არაერთჯერადი ჭურჭელი, თუ ვინმე უკრავთ და მღერით, წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი♫ :) ♥
♥რას ვნახავთ?
ღირშესანიშნაობები:
ლოპოტის ხეობა
მდინარე ლოპოტა
ლაფანყურის ჩანჩქერი
იახსრის უძველესი საყდარი
კოპალას ნიში
ვაჟა-ფშაველას სკვერი
ფშაური კუთხე
ფიქრის გორა და გმირთა მემორიალური ტყე
ღვთიშობლის მიძინების სახელობის ეკლესია
უკანგზობისას ღამის თელავი
ულამაზესი ტყეში ჩაფლული სამფლობელო, რომელიც ნახვისთანავე შეგიყვარდებათ ♥
★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ:
1. დედაშვილი, მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად.
5. ხუთი გასვლის შემდეგ მიიღებთ პრიზს კლუბისგან ♥
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
იმისთვის , რომ ჩვენი ლაშქრობა იყოს სრულყოფილი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წესი, რომელსაც ვიცავთ ყველა ! ♥
☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! (პირიქით, რასაც შევძლებთ ვაგროვებთ და მოგვაქვს)
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე ,არ ვქადაგებთ ან ვამტკიცებთ რაიმეს, ან შეურაწყოფას ვაყენებთ სხვა სარწმუნოების მქონე პირებს) , რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება ჯგუფში
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვას დისკომფორტს!!!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში... ♥
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........ ♥
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე... ♥
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ ლელა
☎ თენგო
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს... ♥
თავგადასავლებით სავსე 2019 წელი ჩვენ ♥