ტურის დასაწყისი; 8 საათიდან გავდივართ თბილისიდან,გზად ვჩერდებით ანანურის ციხესთან რომელიც აგებულია (XVII-ს)
საიდანაც ვნახავთ ჟინვალის წყალსაცავს,შემდეგ გავივლით და ვნახავთ მლეთის წმ.ლომისის ტაძარს რომელთანაც ახლოს მდ.არაგვი ჩამოედინება,შემდეგ გავივლით ს საუკეთესო სათხილამურო კურორტთან გუდაურში რომელიც ზღვის დონიდან 2200 მ-ზეა,მერე მივალთ ჯვრის უღელტეხილთან (2400მ)იქიდან ჩავალთ ყაზბეგში.
ყაზბეგში თქვენი სურვილისამებრ ყოვლად წმინდა სამების (XIV-ს) ტაძარზე გაისეირნებთ და ახვალთ ფეხით ან მანქანით.საიდანაც მოჩანს მყინვარწვერი (5033მ) შემდეგ პატარა კვება ესეც ჯგუფის სურვილის მიხედვით ან რესტორანში ან პიკნიკის სახით.
კვების მერე ჩავალთ დარიალის ხეობაში სადაც ვნახავთ ახლად აშენებულ მამათამონასტერს მთავარანგელოთა მიქაელის და გაბრიელის სახელობისას (XXI-ს)
ტურიც მიუახლოვდა დასასრულს და გავემართებით თბილისში.