national delicacy

ჭერემი, ატმის ყვავილობა, ზიარის ტბა

  • ID: 50627
  • ნახვები: 6817
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/04/19
    დაბრუნება
    • 06/04/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს მდინარე ჭერემისხევის ხეობაში.

ჭერემი - უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული სოფელი, ოდესღაც დიდი ქალაქი ყოფილა. როგორც ძველი ქრონიკები გვამცნობენ, დიდებული საეკლესიო და საერო ნაგებობა-საყდრები, ციხე-დარბაზები, საცხოვრებელი პალატები ამშვენებდა მას. ყველა სხვა სოფლიდან მოწყვეტილი, ულამაზეს ტყეში ჩაფლული. ერთ დროს დიდებული ქალაქი, უზარმაზარი სამეფო რეზიდენციით ახლა თითქმის მიტოვებულია. ჭერემი - მე - 5 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა და ტახტის მემკვიდრეს, დაჩის უბოძა. ამავე პერიოდში დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქია, რომელიც მალევე გახდა კახეთის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი.
ამ ხეობაში ვახტანგ გორგასალმა გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა ირანელებს, რომელიც მეფის სასიკვდილოდ დაჭრით დასრულდა. უმუხთლა გაგლეჯილმა ჯაჭვის პერანგმა. სიკვდილის წინ ჭერემი თავის მემკვიდრეს, დაჩის უბოძა - აღადგინე და აღამაღლეო.

1. ზიარის ტბა 
2. აყვავებული ატმის ბაღები - ფოტოსესია 
3. ჭერემი - მამა დავითის ეკლესია (მე-6-7 სს.), ღვთისმშობლის საეპისკოპოს ტაძარი (მე-5 ს.), ეპისკოპოსის სასახლის ფრაგმენტი (მე-5 ს.), წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (გვ. შუა საუკუნეები), წვეროდაბლის წმინდა გიორგი (მე-6-7 სს.), წმ. ბარბარეს ეკლესია (მე-5-7 სს.), ჭერემის ციხე, ვახტანგ გორგასლის სამეფო რეზიდენცია, კვირიკეს ტაძარი - (თუ დრო დაგვრჩა).

✔ 6 აპრილი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება:

✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:00 სთ-დან. გავდივართ 7:15 სთ-ზე.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში. შემდეგ პრეტენზიები არ განიხილება).

✔ ფეხით სასიარულო ერთი გზა 3კმ. მთელი დღის განმავლობაში ჯამში 6კმ. მარტივი. სწორ რელიეფზე. ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი 

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ facebook გვერდის პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე   ანი.

- სოფელი ჭერემი გურჯაანის რაიონში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭერმისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მხარეს მდებარეობს.
ქალაქი V საუკუნეში დააარსა მეფე ვახტანგ I-მა გორგასალმა (მანვე დააარსა ჭერემის საეპისკოპოსო). ჭერემი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სიმაგრე იყო ალბანეთის დასავლეთ ტერიტორიის ქართლთან პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამ პოლიტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ ჭერემმა დაკარგა ადრინდელი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა. V საუკუნის ბოლოს, ირანის ლაშქრობის მიერ დარბევის შემდეგ, იგი უფრო დაქვეითდა. შეუნარჩუნდა მხოლოდ რელიგიის ცენტრის სტატუსი (შერჩა XVIII საუკუნემდე). 1757 მეფე თეიმურაზ II-მ დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმების შედეგად გაპარტახებული ჭერემის მხარე (ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქიის მიწები) ალავერდის, ბოდბისა და ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს დაუნაწილა. ჭერემს და მის მიმდებარე რეგიონში გაითხარა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი (ჭერმის არქეოლოგიური ძეგლები).

- მამა დავითის ეკლესია
ეს ტაძარი სოფლის ძველ სასაფლაოზე დგას. მის შესახებ ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი. წლების წინ მამა დავითის ტაძარი ძეგლთა დაცვის მიერ გაიწმინდა. ის სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისაა. ნაგებობის ჭერი მთლიანად ჩაქცეულია. შედარებით უკეთ არის შემორჩენილი ცენტრალური ნაწილი, საკურთხევლის მთელი სიმაღლით. ეკლესია VI-VII საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკის ჯგუფს მიეკუთვნება.

- წვეროდაბლის წმინდა გიორგი სამეკლესიიანი ბაზილიკაა და თარიღდება VI-VII საუკუნეებით. გიორგი ჩუბინაშვილის მოსაზრების საპირისპიროდ, ნიკო ჩუბინაშვილი თვლის, რომ წვეროდაბლის ეკლესია ამჟამად წარმოადგენს სამეკლესიიან ბაზილიკას, თავდაპირველად კი დარბაზული უნდა ყოფილიყო და V საუკუნის ძეგლად მიიჩნევს. მისი აზრით, სწორედ ის უნდა იყოს ვახტანგის მიერ აგებული საკათედრო ტაძარი. ის მართლაც გამორჩეულია. აქვს სამლოცველო ნიში და "სასანთლე".

- წმინდა ბარბარეს ეკლესიის სივრცე უჯარმასა და კაცხის სვეტზე დიდია. ეს ტაძარი V-VII საუკუნეებით თარიღდება.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/04/19
    დაბრუნება
    • 06/04/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა