national delicacy

უცნობი ყვარელი - ატმის ყვავილობა

  • ID: 50778
  • ნახვები: 5672
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/04/19
    დაბრუნება
    • 07/04/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" კვირას, 7 აპრილს გთავაზობთ ძალიან საინტერესო ტურს. ბევრ ისეათ ადგილს განახებთ, სადაც ტურით არავინ ყოფილა. ყველაფერი ერთად გვექნება: ტბები, მთები, ტყეები, მდინარეები და ა.შ. რაც მთავარია ამინდი არის მზიანი და თბილი.

ტურის გეგმა ასეთია:
პირველად ვესტუმრებით უმისტიურეს ზიარის ტბას. ტბაში გასასვლელად არის მოწყობილი ხიდები. ასევე ტბაში მდებარეობს პატარა კუნძული, სადაც სურვილის შემთხევაში გადავალთ ნავით. შემდეგ აყვავებულ ატმის ბაღებში მოგიწყობთ ინდივიდუალურ ფოტოსესიას. ტურს ვაგრძელებთ და ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ვესუმრებით საქართველოს ყველაზე ცნობილ მარანს ,,მეღვინეობა ხარება - ყვარლის გვირაბი". დავაგემოვნებთ საუკეთესო ღვინოებს, დავათვალიერებთ მარნებს. ამის შემდეგ ფეხით ავალთ მთა კუდიგორაზე - წარწერაზე "მე ❤ კახეთი". ვიხილავთ ბურსისა და დურუჯის ხეობების ულამაზესი მთების ხედებს, ზევიდან გადმოვხედავთ ილიას ტბასა და ყვარელს. ხედებით ტკბობის შემდეგ ვიმოგზაურებთ წარსულში და ვნახავთ მე-5 საუკუნის უძველეს არეშის ბაზილიკასა და ძველი გავაზის მე-6 საუკუნის ღვთისმშობელს. შემდეგ ტყის ბილიკებით ავდივართ ბუნების წიაღში მიმალულ მე-9-10 საუკუნეების თავწმინდა გიორგის ეკლესიაში. ტურს ვასრულებთ წმ. გიორგის ნიშთან, სადაც საპიკნიკედ მოწყობილია გადახურული მაგიდა - სკამები. გავშლით სუფრას (ვისაც რა გვექნება წამოღებული), დავანთებთ კოცონს.შევწვავთ კარტოფლებს და მწვადს (სურვილის შემთხვევაში). საღამოს კი დადებითი ემოციებით დამუხტულნი დავუბრუნდებით დედაქალაქს 

1. ზიარის ტბა. 
2. კუდიგორა - კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთა. ხედები ილიას ტბასა და ყვარელზე. ავდივართ წარწერაზე "მე ❤ კახეთი", რომელიც ილიას ტბიდან ყველას შეგინიშნავთ.
3. ილიას ტბა.
4. ყვარლის გვირაბი -მეღვინეობა ,,ხარება" - ქარხნის და მარნის დათვალიერება, ღვინის დეგუსტაცია.
5. არეშის ბაზილიკა - მე-5 ს.
6. ახალსოფელი - ძველი გავაზის ღვთისმშობელი - მე-6 ს.
7. ახალსოფელი - თავწმინდა გიორგის ეკლესია - მე-9-10 ს.ს.მდებარეობს ტყეში გორაზე, ულამაზეს ადგილას.
8. ახალსოფელი - წმ.გიორგის სალოცავი და ნიში.

✔ 7 აპრილი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება:

✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში. 

✔ ფეხით სასიარულო ერთი გზა: კუდიგორაზე - 1კმ აღმართი, თავწმინდა გიორგიზე - 0.5 კმ აღმართი ტყის ბილიკზე.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი.
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით.
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
✔ ყვარლის გვირაბი -მეღვინეობა ,,ხარება" - ქარხნის და მარნის დათვალიერება გიდთან ერთად - .
ხოლო ღვინის დეგუსტაცია, ქარხნის და მარნის დათვალიერება გიდთან ერთად . დეგუსტაცია მოიცავს
2 სახეობის ღვინის დაგემოვნებას.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე  

ანი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/04/19
    დაბრუნება
    • 07/04/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა