national delicacy

ეს კაბადოკიური ზღაპარია

  • ID: 50792
  • ნახვები: 5415
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/06/19
    დაბრუნება
    • 17/06/19
დამატებითი ინფორმაცია

დაგვემგზავრეთ წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სამშობლოში ♥ საოცარ კაბადოკიაში. ♥
• ენით გამოუთქმელი ემოცია და შთაბეჭდილებები გელოდებათ თქვენ. ♥ ♥ ლამაზი ცხენების სამშობლო

გახდი ჩვენი თბილი ოჯახის წევრი ♥ დაგვემგზავრე

" X TOUR"-ი 13,14,15,16,17 ივნისს გთავაზობთ 5 დღიან დაუვიწყარ ტურს კაბადოკიაში მხოლოდ Hot Air Balloon Cappadocia

პირველი დღე

• 10:00- შეხვედრა რედისონთან -> ჩასვლა სარფის გამშვებ პუნქტზე (გზაზე შესვენებები 1 საათი)
• 16:00 საბაჟო პროცედურები, საზღვრის კვეთა შესაძლებელია, როგორც საქართველოს პასპორტით ასევე ID მოწმობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ID მოწმობის შემთხვევაში, საზღვარზე უნდა შეავსოთ ფურცელი, რომელიც არის საზღვრის გადაკვეთის მოწმობა, და კვლავ წარადგინოთ საქართველოს საზღვარზე დაბრუნებისას.
• 19:00-20:00 სთ მოვინახულებთ მცირე აია-სოფიას ტაძარს - მცირე აია-სოფია ტრაპზონის ცენტრიდან 3 კმ მოშორებით მდებარეობს და ის მე-13 საუკუნით დათარიღებული გვიანი ბიზანტიური არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლა. ასევე ცნობილია XIII საუკუნის ფრესკებით. აღნიშნული ტაძარი მე-16 საუკუნეში მეჩეთად გადაკეთდა.
• 20:00 სთ გასვლა გორემესკენ. მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 12 საათია.

მეორე დღე

• 09:00 სთ ჩასვლა Kapadokya/Goreme
• 09:00 სთ სასტუმროში მისვლა, რეგისტრაციის გავლა. (2 საათი თავისუფალი დრო).
• 11:00 სთ სასტუმროში დაბინავება
• 12:00 სთ გორემეს ღიაცისქვეშა მუზეუმი - გორემეს ღიაცისქვეშა მუზეუმში არის ყველაზე მთავარი, გამორჩეული ძეგლები: ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვა მრავალი. ისინი ერთმანეთის მიყოლებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენენ. განსაკუთრებული ემოცია ტოკალის ეკლესიის ხილვისას ჩნდება. ტაძრის შესასვლელში დამთვალიერებლის ყურადღებას ღვთისმშობლის შედარებით დაზიანებული ფრესკა იქცევს, რომელიც 1994 წელს “შენ ხარ ვენახის” ხატის სახელით დაიწერა და დღეს უკვე ცნობილი საგალობელი და ხატწერის ნიმუშია. ის სწორედ ტოკალის ეკლესიას უკავშირდება. 1 კილომეტრი გორემეს ცენტრიდან. ბილეთის ღირებულება 30 ლირა, ლირა ბნელი ეკლესია.
• 14:00-15:00 სთ Çavuşin, Nevşehir, Turkey ჩავუშინი - სოფელი ჩავუშინი წარმოადგენს ყველაზე საინტერესო დასახლებას კაბადოკიაში, სოფელ ჩავუშინის ნასახლარი, რომელიც 1962 წელს მიწისძვრამ იმსხვერპლა. V საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრით, ( შესვლა უფასოა) სადაც შემორჩენილია მე-7-8-9 საუკუნის ფრესკები. ზეპირი გადმოცემით, ჩავუშინში იყო წმინდა გიორგის საცხოვრებელი სახლი... მთელი ქალაქია კლდეში გამოკვეთილი, სადაც დღესდღეობით ჩაშენებულია ალაგ-ალაგ სასტუმროები და საცხოვრებელი ოთახები. 4 კილომეტრი გორემეს ღია მუზეუმიდან.
• 15:00-17:00 სთ ფაშაბაღი - ფაშაბაღს სხვანაირად ბერების ხეობას უწოდებენ. ეს კომპლექსი გფანტასტიური ხედებით და პეიზაჟებით და კიდევ იმით, რომ აქაა წმინდა სვიმონ მესვეტეს კელია, სადაც ის ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. ზოგიერთი ცნობით 15 წლის განმავლობაში... ეს ის დიდი სვიმონ მესვეტეა, რომელმაც დასაბამი ჩაუყარა მესვეტეობას ქრისტიანობაში და რომელიც შემდეგ ანტაკიაში გადასახლდა. 2 კილომეტრი ჩავუშინიდან. (შესვლა უფასოა).
• 18:00 სთ დაბრუნება გორემეში - შოპინგი გორემეში (თავისუფალი დრ.

მესამე დღე

• საუზმე სასტუმროში
• დილით გასვლა 11:00 საათზე სასტუმროდან.
• 12:00 სთ - Kaymakli Underground City მიწისქვეშა ქალაქი ნიგდეს პროვინციაში - ერთერთი უძველესი ხეთური ცივილიზაციის კვალი კაბადოკიაში, რომელიც ძირითადად საომარი მოქმედებების დროს იქნა გამოყენებული ხეთების მიერ. მას მერე რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1180 წელს დაშლა დაიწყო ხეთურმა იმპერიამ, კაბადოკიის მიწაზე უძველესი ქართველური ტომები "ხალიბები" აღმოცენდენ და დაიწყეს კაბადოკიის მიწის გამოყენება, ქრისტიანების კვალი ყველაზე მეტად იკვეთება კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქში სადაც ეკლესია სრული ფორმითაა შემონახული რაც გვაჩვენებს რომ ეს ადგილები უძველესი ქრისტიანების განსახლების ძირითადი კერა ყოფილა.
• 13:00 სთ - Derinkuyu, Underground City, Cappadocia - დერენქუიუს მიწისქვეშა ქალაქი რომელიც ყველაზე ღრმა უძველეს ნასახლარს წარმოადგენს კაბადოკიაში და რომლის სიღრმე 80 მეტრამდეა.... მიწისქვეშა ქალაქის დანიშნულება და ფუნქციური ხასიათი თითქმის იგივეა რაც კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქის, მცირე განსხვავებებს მახასიათებლებში ადგილზე მოვყვებით როდესაც ვესტუმრებით ამ იდუმალებით მოცულ ადგილს
• 13:00-14:00 სთ ქალაქი Ürgüp / Cappadocia - ურგუპი-ნევშეჰირის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი, ცნობილია კლდეში ნაკვეთი მთით, Wish Hill, იგივე სურვილების მთა, რომელიც უკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში დატყვევებული რუსი ჯარისკაცის ისტორიას. მთის წვერზე არის ურგუპის სულთნის კილიჩარსლანის საფლავი.
• 14:00 -15:00 სთ ქალაქ ურგუპის ცენტრში არის ტკბილეულის ბაზრობა და სუვენირების მაღაზიები. აქ შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ თურქული ტრადიციული ტკბილეული. ასევე შეიძინოთ ათასნაერი სუვენირები.
• 15:00 - 16:00 სთ ურგუპი ასევე ცნობილია უჩგუზელერის პანორამით, სოკოების ფორმის რელიეფი გადაჰყურებს ნევშეჰირის მთელ პროვინციას. 5 კილომეტრი გორემედან. შესვლა უფასოა. •
• 17:00 სთ მზის ჩასვლის წერტილი გორემეში. (Sunset view point).
• 19:00 დაბრუნება გორემეში - თავისუფალი დრო.

მეოთხე დღე

• დილის საუზმე
• 11:00 სთ. სიყვარულის ველი - პანორამული ხედები.
• 12:00 სთ. სასტუმროდან გამოსვლა
• 13:00 - 14:00 სთ მტრედების ველი . ეს ის ადგილია სადაც მტრედები ხელოვნურად ჰყავდათ მოშენებული რადგან სრულიად უნაყოფო მიწა გაენოყიერებინათ და მოსავლის მოყვანა ყოფილიყო შესაძლებელი. აქვე შეგვიძლია ვიხილოთ სურვილების ხე. აქედან ულამაზესი ხედი იშლება უჩისარის ციხეზე.
• 14:00 – 15:00 სთ ძვირფასეულობის გალერეა - აქ შეგვიძლია გავიგოთ როგორ ამუშავებენ ისეთ ბუნებრივ და კაბადოკიისთვის დამახასიათებელ ქვას როგორიც არის ონექსი.
• 15:00 - 17:00 სთ Uchisar/Kapadokya უჩისარის ციხესიმაგრე - საოცარი ხედებით ტკბობა უჩისარის ციხედან.- უჩისარის ციხე - ყველაზე მაღალი ადგილია მთელს კაპადოკიაში. 60 მეტრის სიმაღლეს კლდე, რომელზედაც ციხე ააგეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა ამოზიდული. ციხიდან იშლება ულამაზესი 360 გრადუსიანი პანორამა მთელს კაპადოკიაზე! კარგ ამინდში მოჩანს ანატოლიის ყინულიანი მწვერვალები - ერჯიესი და ჰასანდაგი. თურქულ ენაზე უჩისარი ნიშნავს "სამ ციხეს". კლდე მართლაც შედგება ორი ნაწილისგან, მესამე კლდოვანი ნაწილი კი შორიახლო მდებარეობს... არავინ იცის ზუსტად, როდის დაიწყეს ამ კლდის გამოყენება ციხედ, თუმცა ცნობილია, რომ მას უკვე იყენებდნენ ხეთების პერიოდში, არაფერს ვამბობთ რა რომაელების ბატონობის და ბიზანტიის იმპერიის დროზე. 1398 წელს ციხე აიღეს სელჯუკებმა ბეიიაზიდ II-ის მეთაურობით და მე-15 საუკუნიდან ის უკვე ოსმალების საკუთრება იყო. ბილეთის ფასი 6,5 ლირა. 5 კილომეტრი გორემედან.
• 17:00 - 18:00 სთ ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები, თიხის სახელოსნოები - სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგასწავლიან თიხის ზელვის საწყისებს და სამახსოვროდ თქვენივე გაკეთებულ თიხის ჭურჭელსაც გამოგატანენ.
• 18:00 სთ გამომგზავრება გორემედან თბილისისკენ


თავისუფალ დროს თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ველებზე მოიწყოთ კვადროციკლის ტურიები, ცხენებით გასეირნება და ა.შ. ველოსიპედის ქირაობა ერთი საათი შეადგენს 20 ლირას, მოტოციკლეტის 20 ლირას, კვადროციკლის 40 ლირას, ცხენის 50 ლირას.
საჰაერო ბურთით ფრენა

მეხუთე დღე

• 23:00 სთ თბილისში დაბრუნება
ტურის ღირებულება
ტურის ღირებულებაში შედის:

• მგზავრობა თურქული კომფორტული ავტობუსით
• ფოტოგადაღება
• გამყოლის და პროფესიონალი გიდის მომსახურება
• შიდა გადაადგილება და ექსკურსიები
• სასტუმროში განთავსება 2 ღამით 4 ვარსკვლავიანი TOURİST HOTEL & RESORTS CAPADOCİA
• საუზმე 2 დღით

• ტურში არ შედის: დანარჩენი კვება, მუზეუმების მოსაკრებელი.

• ადგილების დაჯავშნა დაწყებულია. დაგვიკავშირდით : ნინო.

• ავტობუსით მგზავრობისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება, სიგარეტის მოწევა და კვება. ავტობუსი ჩერდება 3-4 საათში ერთხელ.

მცირეოდენი ცვლილებები დროში გამორიცხული არ არის

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ მეგობრებო <3

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/06/19
    დაბრუნება
    • 17/06/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა