national delicacy

მწ. არაგაწი მ. - სომხეთი (ბოდიალა)

  • ID: 50793
  • ნახვები: 2430
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/06/19
    დაბრუნება
    • 09/06/19
დამატებითი ინფორმაცია

გალაშქრება სომხეთში, სადაც ფეხს დავდგავთ სომხეთისა და მცირე კავკასიონის უმაღლეს წერტილზე, 4 090 მეტრი ზღვის დონიდან...

ორგანიზატორი:
ბოდიალა


შეხვედრის დრო და ადგილი:
7.06.2019
05 : 00 - შეკრების დრო
05 : 30 - გასვლის დრო
მეტრო სადგურ რუსთაველის წინ,
ველოსიპედის ძეგლთან!
9 ივნისი 23 : 50 - დაბრუნების დრო



ფასი:



ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE79BG2860600
მიმღები: ზაზა ხალაძე
დანიშნულება: არაგაწი - მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი

ფასში შედის:
მგზავრობა
გამყოლის მომსახურეობა

ხანგრძლივობა:
3 დღე

სირთულე:
საშუალოდ რთული

ფეხით გასავლელი მანძილი:
25 კმ.

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:

დღე 1:
1. სევანის ტბა - კავკასიაში უდიდესი ტბა თავისი გასაოცარი სილამაზის ლანდშაფტით;
2. სევანავანკი - IX საუკუნის თვალწარმტაცი არქიტექტურის სამონასტრო კომპლექსი სევანის ნახევარკუნძულზე;
3. ქალაქი ერევანი თავისი უნიკალური არქიტექტურით - გასეირნება ქალაქის ქუჩებში და კავკასიურ რესტორანში წახემსება;
4. მისტიური არაგაწოტნის რაიონი
5. ამბერდი - VII საუკუნის საოცარი არქიტექტურის ციხესიმაგრე;
6. ვაჰრამაშენი - XI საუკუნის ტაძარი
7. მეტეო სადგური
8. კარის ტბა (3 207 მ. ზ. დ.) - ჩვენი საბაზო ბანაკი.

დღე 2:
მეორე დღე მთლიანად დაეთმობა სამიტს, ავალთ სამხრეთ (3879 მ. ზ.დ.) და ჩრდილოეთ (უმაღლესი 4090 მ. ზ.დ.) მწვერვალებზე, საღამოს დავბრუნდებით ბანაკში და დავისვენებთ, რომ წინ კიდევ ერთი საინტერესო დღე გველოდება.

დღე 3:
მესამე დღე ექსკურსიის დღეა, დავათვალიერებთ სომხეთის ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობებს:
ეჩმიაძინი - სომხეთის რელიგიური ცენტრი;
1. ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი;
2. სომეხთა განმანათლებლების წმინდა რიპსიმეს და წმინდა გაიანეს ეკლესიები;
3. ზვართნოცის ტაძარი - VII საუკუნის კათედრალური ტაძარი;
4. ერევნის კასკადი - ვისაც ეს კასკადი არ უნახავს, ესეიგი ერევანში არ ყოფილა. იგი განსაკუთრებით წლის ამ დროს ულამაზესია.

და რაც მთავარია მითიური არარატის ხედები თითქმის მთელი ტურის მანძილზე !!!



საზღვარი:
საზღვრის გადაკვეთა ხდება მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტის საშვალებით, ის პირი რომელიც მესაზღვრე არ შეუშვებს ქვეყანაში (იმედია რომ ეს არ მოხდება) დაუბრუნდება გადახდილი თანხის 50 პროცენტი


აუცილებელი:
პასპორტი
სალაშქრო ფეხსაცმელი
საწვიმარი
კარავი, საძილე, საგებელი
პირადი აფთიაქი
მზისგან დამცავი საშუალებები
სალაშქრო ჯოხები
ფანარი
3 დღის სამყოფი საკვები და წყალი
პირადი ჭურჭელი
საღამოს ეციება და თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი


აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:

1. ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს❗
2. ორგანიზატორის დაუმორჩილებლობა ავტომატურად გამოიწვევს ყოველგვარი პასუხისმგებლობის მოხსნას თქვენს წინაშე ❗
3. დაუშვებელია თვითნებურად მარშუტიდან გადახვევა ❗
4. იკრძალება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე ❗
5. ლაშქრობის დროს ვზრუნავთ ერთმანეთზე ❗
6. გარემოს არ ვანაგვიანებთ და ვუფრთხილდებით მას ❗
7. ვართ კომინიკაბელურები და ვკამათობთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე, შესაბამისად პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს ❗
8. ფოტოაპარატები გადატენეთ, წინ ხედები გველოდებიან ❗

გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

საკონტაქტო პირი:
ზაზა

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/06/19
    დაბრუნება
    • 09/06/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა