national delicacy

კოპენჰაგენი / COPENHAGEN !

  • ID: 50899
  • ნახვები: 2296
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/08/19
    დაბრუნება
    • 26/08/19
დამატებითი ინფორმაცია

კოპენჰაგენი / COPENHAGEN 
მოგზაურობის პერიოდი: 23.08.19 – 26.08.19
ტურის ღირებულება:  
მოინახულეთ კოპენჰაგენი - ქალაქი, რომელიც უდაოდ შეგიყვარდებათ! 
 
 ამალიენბორგი
უდავოდ, ამალიენბორგი დანიის ერთ-ერთი ულამაზესი და ამასთან მოქმედი სასახლეა, რომელიც დღესაც სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენს. ასევე საინტერესოა 
 რატუშა
თუ კოპენჰაგენის საუკეთესო ხედების ხილვა გსურთ, ამისათვის რატუშა იდეალური ადგილია. მისი 105 მეტრიანი კოშკის წვეროზე სათვალთვალო მოედანია მოწყობილი, საიდანაც ქალაქის წარმოუდგენელი სილამაზის ხედი იშლება
რატუშაში ასევე მდებარეობს იენს ოლსენის განთქმული ასტრონომიული საათი, რომელიც 1955 წლიდან შეუფერხებლად მუშაობს და ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი საათია მსოფლიოში.
 ქრისტიანია
თავისუფალი ქალაქი ქრისტიანია – ეს არის ნამდილი სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც კოპენჰაგენის ქრისტიანშავნის (Christianshavn) უბანში მდებარეობს. ტურისტებს აქ განსაკუთრებული თავისუფალი ატმოსფერო და განუმეორებელი კოლორიტი, უნიკალური ხელნაკეთი სუვენირები და ასევე ჰიპების კულტურის სამყაროსთან გაცნობის შესაძლებლობა იზიდავს
 დანიის ეროვნული მუზეუმი
სად შეიძლება დანიის სამეფოს ისტორიის შესწავლა თუ არა აქ? მუზეუმის მდიდარი და მრავალფეროვანი ექსპოზიცია გიამბობთ ქვის ხანის დანიის, ვიკინგის დროის დანიის, ისევე როგორც სხვა მრავალი ეპოქის შესახებ.
 პარკი ტივოლი
საქმიანი კოპენჰაგენის შუაგულში მდებარე ნამდვილი დღესასწაულის კუნძული, პარკი ტივოლი – ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. აქ თითქოს ზღაპარში მოხვდით: მყუდრო ხეივნები, ძველი კარუსელები მოხატული ცხენებით, აუჩქარებელი ეშმაკის ბორბალი, საიდანაც პარკის შესანიშნავი ხედი იშლება.
როზენბორგის სასახლე
როზენბორგის სასახლე თავისი სიდიდით თქვენს გაკვირვებას ვერ შეძლებს, თუმცა განუმეორებელი მშვიდობიანი ატმოსფეროთი და ქვეყნის უძველესი შესანიშნავი სამეფო ბაღით მოგხიბლავთ.
 ქალთევზას ქანდაკება
კოპენჰაგენი წარმოუდგენელია ანდერსენის ცნობილი ქალთევზის გარეშე. აქ ათასობით ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, რათა ლანგელინიეს სანაპიროზე ქალთევზას დახვეწილ ქანდაკებას ეწვიოს.
 სტროგეტის ქუჩა
გსურთ ევროპის ყველაზე გრძელ საფეხმავლო ქუჩაზე გაისეირნოთ? მაშინ კოპენჰაგენს უნდა ეწვიოთ, სწორე აქ მდებარეობს სტროგეტის ქუჩა – ევროპის ყველაზე გრძელი და ძველი საფეხმავლო ქუჩა. 
და ბოლოს , იმოგზაურე ბავშვობაში და მოინახულე 
ანდერსენის მუზეუმი
✔️Copenhagen GO Hotel 2⭐️- RO

✔️CABINN Express Hotel 2⭐️ - RO

✔️Wakeup Copenhagen Carsten Niebuhrs Gade
2⭐️- BB

✔️Scandic Falkoner 3⭐️ - BB

ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში და მოიცავს:
✅ორმხრივ ა/ბილეთს (ქუთაისიდან)✈️
✅10კგ ხელბარგს (ხელჩანთა, ზურგჩანთა, ლეპტოპის 
ჩანთა,ზომა - 40 x 30 x 20 სმ) ????
✅სასტუმროში განთავსებას 
✅ კვება (BB - საუზმე RO საუზმის გარეშე)
✅სამოგზაურო დაზღვევას
ფასში არ შედის: 
 CITY TAX (იხდით სასტუმროში)
 შიდა გადაადგილება 
შენიშვნა:
● ფასები ცვალებადია და საჭიროებს გადამოწმებას
● შეგიძლიათ ისარგებლოთ 0%- იანი განვადებით
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით:
✆2 38 02 61

 
ან გვეწვიეთ Fortuna Travel - ის ოფისში: 
● ალ. ყაზბეგის № 19 , თბილისი, 0160, საქართველო
☼ გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/08/19
    დაბრუნება
    • 26/08/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა