national delicacy

ტაო-კლარჯეთი ,, მაისი -ჯერადი კვებით

  • ID: 51154
  • ნახვები: 7848
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/05/19
    დაბრუნება
    • 19/05/19
დამატებითი ინფორმაცია

მოგესალმებით 17- 18- 19 მაისი (პარასკევი - შაბათი - კვირა), "GI TOURS" გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს ტაო-კლარჯეთში.

17 მაისი (პარასკევი) - პირველი დღე:

✔ 06:00 გასვლა თბილისიდან
✔ გადასვლა ვალეს საბაჟოდან (10:00 - 11:00 საათი)
✔ ერუშეთის ქედი - პანორამული ხედები (ზღვის დონიდან 2550 მ)
✔ შავშეთის (სათლეს) ციხე - მშენებლობა დაკავშირებულია საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობებთან X-XI საუკუნეებში.
✔ ტბეთი - ტბეთის რვამკლავიანი ტაძრის ტიპის ნაგებობები საქართველოში ძალიან იშვიათია
✔ ხანძთა - ხანძთის მონასტერი VIII საუკუნეში დაარსა გრიგოლ ხანძთელმა. (ფეხით სასიარულო მანძილი ჯამში 7 კმ, სირთულის მხრივ საშუალო)
✔ დოლისყანა - ეკლესიის არქიტექტურა მოწმობს, რომ იგი ტაო–კლარჯეთის ხელოვნების აყვავების უშუალოდ წინა პერიოდში არის აგებული. 

✔ 21:00 სთ დაბინავება სასტუროში, ვახშამი, დასვენება.


18 მაისი (შაბათი) - მეორე დღე:

✔ 09:00 სთ - საუზმე სასტუმროში
✔კავკასიძეების ციხე (თეკკალე) - ასე მოიხსენიებენ დღეს კავკასიძეების ციხეს, რაც ცალ ციხეს ნიშნავს. პატარა, მაგრამ მიუდგომელი ციხე ოთხთას გზაზე სოფელ თექალეშია.
✔ ოთხთა - X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა
✔ თორთუმის ჩანჩქერი - ულამაზესი პანორამული ხედბი
✔ თორთუმის ტბა
✔ ოშკი - ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978წ), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული.
✔ ხახული - საქვეყნოდ ცნობილია ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერში გადააბრძანა, სადაც ხატი ხელახლა მოიჭედა და კარედით შეიმკო. 1952 წლიდან ხატი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.
✔ ქალაქი იუსუფელი - 1 საათი თავისუფალი დრო, გასეირნება ქუჩებში - shopping.
✔ 20:00 სთ დაბრუნება სასტუროში, ვახშამი, დასვენება.


19 მაისი (კვირა) - მესამე დღე:

✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔იშხანი - იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. 
✔ ბანა - XIX საუკუნის I ნახევარში ბანა უნახავს გერმანელ მოგზაურს კარლ კოხს, რომელიც წერდა: `ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლით.


თბილისში დაბრუნების დრო: 23:30 სთ. (ველოსიპედის ძეგლი, რედისონი)

ტურის ღირებულება გახლავთ: . ღირებულებაში შედის:

 

✔ ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით ან ავტობუსით
✔ორი ღამისთევა სასტუმროში 
✔ ორჯერადი კვება სასტუმროში (საუზმე-ვახშამი)
✔ კვალიფიციური გიდი

ფასში არ შედის კვება მგზავრობის განმავლობაში.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: გიორგი
-------------------------------------------------------------------------------------
საზღვარზე გადასვლისას უნდა იქონიოთ ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადმორიცხული თანხა 3 დღით ადრე უკან არ ბრუნდება ტური რომ არ ჩაიშალოს.

 

მოგვწერეთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/05/19
    დაბრუნება
    • 19/05/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა