national delicacy

ბუზმარეთის მამათა მონასტერი. უდე

  • ID: 51171
  • ნახვები: 5551
complogo
GT-მეგობრები
დამატებითი ინფორმაცია

არაკომერციული, საქველმოქმედო ტური.

11 მაისს, შაბათს გავემგზავრებით ბუზმარეთის მამათა მონასტერში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ მესხეთში, ადიგენის რაიონში, თურქეთის საზღვართან ახლოს, სასაზღვრო დახურულ ზონაში, სადაც შესასვლელად საჭირო არის სპეციალური საშვები. (საშვების ასაღებად საჭირო არის წინასწარ მომაწოდოთ პირადი მონაცემები: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი)

ტაძარი არის ამაღლების სახელობის. სავარაუდოდ ამ ადგილას მე-4 საუკუნეში უნდა აგებულიყო პირველი ტაძარი.
ადგილობრივი ბერების გადმოცემით, ტაძარი სასწაულთმოქმედია.

ტური იქნება არაკომერციული. ჩემი მიზანია ვნახოთ და მოვილოცოთ ეს უცნობი ადგილი, რომელიც იმ ეპარქიაში, მისი მდებარეობით არის ყველაზე მაღალი, ულამაზესი ტყით და მთებით გარშემორტყმული.

გზად შევივლით სოფელ უდეში ტაძარში.
რის შემდეგაც სატვირთო, მაღალი გამავლობის მანქანის ბორტზე, ავალთ და გავემგზავრებით ბუზმარეთისკენ. გასავლელი გვაქვს ტყის გზა , ამიტომ გვიწევს სამხიდიანი სატვირთო მანქანაზე გადაჯდომა.
ვისაც ბორტზე დგომა არ შეუძლია, თავი შეიკაოს ამ ტურში წამოსვლისგან!
ფეხით გასავლელი მანძილი თითქმის არ გვაქვს.

სასურველია თან იქონიოთ სამუშაო, ან ნებისმიერი ხელთათმანები, ბორტზე, ხელის მეტი დაცულობისთვის.
საწვიმარი, მზის ქუდი და სათვალის წამოღება სასურველია.

ტურის ღირებულება დამოკიდებული არის მიკროავტობუსისა და სამხიდიანი სატვირთოს ქირაობის ხარჯების მიხედვით, რომელსაც მოგვიანებით დავაზუსტებთ.
ზედმეტად მორჩენილი ერთი ლარიც კი, მოხმარდება მონასტერს და მათთვის საჭირო პროდუქტების ყიდვას.

სიაში ჩაწერისას გაითვალისწინეთ, რომ საშვების დამზადების პროცედურების საჭირო ვადები არის ხუთი დღე.
ამ ხუთ დღეში ვინც ამოეწერება სიიდან, ფიზიკურად სხვას ვეღარ ჩავანაცვლებ, რადგან ვერ მოესწრება საშვების დამზადება. ტური რომ არ ჩაიშალოს, ამისათვის: გამგზავრებამდე ხუთი დღით ადრე ყველას თანხა უნდა მქონდეს ჩარიცხული ანგარიშის ნომერზე.

შეკრების ადგილი: მ.დიდუბე, სამთო ქიმიის მოპირდაპირედ, ლუკოილის ბენზინ გასამართ სადგურთან.
გასვლის დრო: 07:00 სთ.
ადგილებს ტრანსპორტში დაიკავებთ და დროულად გავალთ.
რომ არ დავკარგოთ დრო, თან წამოსაღებ საჭმელ-სასმელს მოვიმარაგებთ წინა დღეს. სჯობია იქ მეტი დრო გავატაროთ, ვიდრე აქ, მაღაზიებში დავკარგოთ დრო.
საჭიროებისამებრ გავჩერდებით ახალციხის "სმარტში".
ტურის ღირებულება:

თანხა უნდა გადავიხადოთ საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შემდეგი თანმიმდევრობით:

1. თანხის შეტანა ანგარიშზე ან ანაბარზე
2. ფიზიკური პირისთვის
3. მიმდინარე და საბარათე ანგარიში
4. პირადი ნომერი ---63 -ანგარიშის მფლობელი ბესიკ.ტ.
5. ანგარიშის ნომერი GE23BG4748100

ან თიბისი ბანკის კლიენტებმა, TBC ბანკის ანგარიშზე:
GE86TB1600006

თიბისიდან საქართველოს ბანკის ანგარიშზე არ დამირიცხოთ. გადარიცხვა აისახება ძალიან გვიან!

შემოგვიერთდით, მოიწვიერთ მეგობრები.

ჩარიცხვისას ან სხვა დეტალებზე მომწერეთ პირადში,
ან დამირეკეთ
Tel: 514 00 5141

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
GT-მეგობრები