საოჯახო სასტუმრო ცანა–სვანეთი
განთავსებულია ლენტეხის რაიონის სოფელ ცანაში . ულამაზესი ზაგაროს უღელტეხილით , 23 კილომეტრის გავლის შემდეგ მოხვდებით მაღალმთიან სოფელ უშგულში . უღელტეხილის გავლა შესაძლებელია ფეხით, ცხენითა და მანქანით .
სოფელი ცანა გარშემორტყმულია წიწოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, კავკასიონის ულამაზესი მწვერვალებით აილამათი და ცურუნგალით. ცანაში მოედინება მდინარე ცხენისწყალი , რომელშიც ბინადრობს უგემრიელესი თევზი ,,კალმახი" .
სასტუმრო ,,ცანა" განთავსებულია ორსართულიან კეთილმოწყობილ შენობაში . დამსვენებლებს შეგვიძლია შევთავაზოთ 2,3 და 4 ადგილიანი ოთახები . პირველ და მეორე სართულზე და ეზოში განთავსებულია კეთილ მიწყობილი სველი წერტილები. კეთილმოწყო– ბილია ეზო. დამსვენებლებს შევთავაზებთ ღია ცისქვეშ კოცონთან დაუვიწყარ საღამოს.
დამსვენებლებს შევთავაზებთ სვანურ კერძებს : კუბდარს , ჭიშტვარსა და სხვას .
სასტუმრო ,,ცანაში" მოხვდებით ქუთაისიდან 5 საათში წყალტუბოს , ცაგერისა და ლენტეხის გავლითი. ტურისტებს შეუძლიათ , ივახშმონ და საღამო გაატარონ კოცონის გარშემო. მეორე დღეს ისაუზმონ და ზაგაროს უღელტეხილის გავლით გადავიდნენ უშგულში (მანქანით , ფეხით ან ცხენებით). შემდეგ მესტისა და ზუგდიდის გავლით ჩავლენ ქუთაისში. ვფიქრობთ ასეთი მარშრუტი უფრო საინტერესოა
მომსახურების ღირებულება: ღამისთევა ორჯერადი კვებით – . ცხენით გადასვლა ცანა – უშგული , გამყოლი – .
ტურისტული სეზონი იხსნება 15 – ივნისს და მთავრდება 15 – ოქტომბერს .
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
2355403