26 მაისს, კვირას , მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი გთავაზობთ ერთდღიან სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს ლაგოდეხის ნაკრძალში, გურგენიანის ულამაზესი ჩანჩქერის მოსანახულებლად . შემოკრიბე სილამაზეების მოყვარული მეგობრები და შემოგვიერთდით...
✈ ♥1.გასვლა კვირას დილის 07:00 საათზე, ვიკრიბებით მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ.
♥2. რეგიონი:
კახეთი, ლაგოდეხის რაიონი
♥3. მარშუტის დასახელება:
გურგენიანის, იგივე ნინოგორის, იგივე ნინოს ხევის ჩანჩქერის მონახულება ლაგოდეხის ნაკრძალში . შესაძლოა ირემს ან შველსაც კი გადავეყაროთ გზად, თუ ჩუმად ვიმოძრავებთ ^_^
ასევე უკანა გზაზე ღამის სიღნაღის დათვალიერება (დროის ქონის შემთხვევაში)
♥4. სირთულე:
საშუალო სირთულის, მდინარისპირა ტყის მშვენიერი ბილიკი მიუყვება
♥5. ტურის საფასური - (ფონდ მინიმუმის ჩათვლით)
♥6. ღირებულება მოიცავს
ტრანსპორტირებას
გამყოლის მომსახურებას
ფოტოგადაღებას
გათამაშებას
♥7. ფეხით გასავლელი მანძილი:
მთლიანობაში . 10-11 კმ
☼ ♥8 ამინდი:
შესანიშნავი. შედგება ყველანაირ ამინდში
♥9. საფრთხეები, სირთულეები:
ისეთი არაფერი, მთავარია ნაპირზე ვიაროთ და ძირს ნაყარი არაფერი ვჭამოთ :D
♥10. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სალაშქრო ფეხსაცმელი , მსუბუქი ტანსაცმელი , მზის ქუდი და სათვალე. ასევე გამოსაცვლელი ფეხსაცმელი , ვლაშქრობთ არაერთგვაროვან ბილიკზე, ქვიან ხეობას მივყვებით და შესაძლოა რამდენიმე ადგილას გატოპვამაც მოგვიწიოს მდინარეში
♥11. რა წავიღოთ ?
ერთი დღის სამყოფი საკვები და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი. საწვიმარი ყოველიშემთხვევისთვის და რაიმე თბილი ქურთუკი .
.თუ ვინმე უკრავთ და მღერით, წამოიღეთ ინსტრუმენტი , ჩვენ მოგისმენთ ^_^
12♥ფინანსური მხარე:
______________
იმისათვის ,რომ დარეგისტრირდეთ და დაიკავოთ თქვენი ადგილი, საჭიროა მოგვწეროთ გვერდის პირად გზავნილებში თქვენი სახელი, გვარი, მობ. ნომერი და ტურის ღირებულების თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ლაგოდეხი
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
♥
☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. ასევე გასვლის წინა ღამეს ტურზე ვერავის დავამატებთ.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია: ♥
❁საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.
1.ოჯახიდან 2 პიროვნება (დედა-შვილი, მამა-შვილი, და-ძმა) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი პიროვნება მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. ჩვენი აქცია, "აჩუქე ტური იუბილარს" სასაჩუქრე ბარათი შეიძინე 20%-იანი ფასდაკლებით.
5. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებმაც შექმნეს და კიდევაც შექმნიან ოჯახს,ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. .
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შეგვეხმიანეთ პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!
☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის :
☎ ლელა
☎ თენგო
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...