18 მაისს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს აზერბაიჯანში
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 05:00 სთ
გასვლა: 05:15 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. განჯა - ისტორიულად ირანის (სპარსეთის) მნიშვნელოვანი ქალაქი, ამჟამად აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია. ქალაქის დაარსების თარიღად მიიჩნევენ ჩვ.წ.-ის V საუკუნეს.
2. ჰეიდარ ალიევის პარკი - პარკი მოიცავს 2 კილომეტრიანი და 450 ჰექტარი ფართობის ტერიტორიას .
3. ნიზამის მავზოლეუმი - ნიზამი განჯელის პატივსაცემად მის სავარაუდო დაკრძალვის ადგილას 1947 წელს აგებული აკლდამა ქალაქ განჯასთან. ნაგებობას მაღალი ცილინდრისებური ფორმა აქვს და ბაღებით არის შემორტყმული.
4. იმამ-ზადეს მავზოლეუმი - (ცნობილია ასევე როგორც გოი-იმამი; აზერ. İmamzadə türbəsi) — XIV საუკუნის მავზოლეუმი.
5. გოიგოლის ეროვნულ პარკი - პარკი შეიქმნა 2008 და მისი ფართობი 127.55კმ²-ია.
6. გოიგოლის ტბა (ლურჯი ტბა) - მდებარეობს ქალაქ განჯასთან ახლოს, ზღვის დონიდან 1566 მ სიმაღლეზე. ერთ-ერთი ულამაზესი მთის ტბაა. ფართობი 0,78 კმ., საშუალო სიღრმე 30 მ, უდიდესი — 93 მ.გაჩნდა 1139 წლის 25 სექტემბერს,მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ზვავისაგან, მდინარე აღსუს შეგუბებით.
7. მარალგოლის ტბა - მდებარეობს გოიგოლის ტბასთან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 1910 მეტრზე, მისი სიღრმე 60 მეტრია და 23 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს.
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი:
ორივე გზა 1 კმ.
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
ფასში არ შედის:
საკვები - მიგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ ერთობლივად ვაწყობთ პიკნიკს
გოიგოლზე ასასვლელი ტრანსპორტის ღირებულება 1 მანათი (1 გზა)
გასათვალისწინებელი პირობები:
საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტი (ID ბარათი არ მოქმედებს)
რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, წამოიღეთ საწვიმარი.
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი