national delicacy

ნინოობა ჯავახეთში - ფარავანი, ფოკა, გორელოვკა და ა.შ.

  • ID: 52354
  • ნახვები: 7611
complogo
ფიროსმანი ტურები
დამატებითი ინფორმაცია

"ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი..."

ყოველ ნინოობას ქართველთათვის ეს სიტყვები უდიდესი მოწოდებაა. ჩვენი ვალია, მოვილოცოთ ის წმინდა მიწა, საიდანც ჩვენი გაქრისტიანება დაიწყო და სადაც ახლა ქრისტიანულად სამწუხაროდ მძიმე ვითარებაა შექმნილი. აქ მისულებს საოცარი გრძნობა დაგეუფლებათ, მართლაც გაოცდებით თოვლიანი მთებით, თქვენც იკითხავთ "ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?" ამ დროს აქაურობა მართლაც ულამაზესია, ამწვანებული მინდვრები, ყვავილებით მორთული მდელოები, წყლის ანკარა ტბები, გარშემო თოვლიანი მთები, სუფთა ჰაერი, სიწყნარე და ნინოობის, ამ უწმინდესი დღის მადლი. ეს ყველაფერი თქვენთვისაა:

1. ფარავნის ტბა, საქართველოში ფართობით ყველაზე დიდი ტბა, ზღვის დონიდან 2073 მ, აბულის მთის ხედები. ქართველთა განმანათლების, წმინდა ნინოს შემოსვლისა და დაბანაკების ადგილი. აქ მან ორი ღამე გაათია და აქედან ბორჯომი-ურბნისის გავლით ჩავიდა მცხეთაში. ეს ადგილი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ 1465 წელს ყვარყვარე ჯაყელი თავს დაესხა განდგომილი მთავრის დასამორჩილებლად დაბანაკებულ საქართველოს მეფეს, გიორგი VIII-ს და დაატყვევა იგი. მეფის დატყვევების ეს ერთადერთია სავალალო ფაქტია ჩვენს ისტორიაში.
2. ფოკის მამათა მონასტერი. მონასტრის დამკვიდრება მრავალ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. გარდა მძიმე კლიმატური პირობებისა (აქ ზამთარში ყინვა 37 გრადუსამდე აღწევს და თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მონასტერი სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს), ისტორიული ძნელბედობის გამო ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე შეწყვეტილი იყო მართლმადიდებლური ღვთისმსახურება. 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამათა მონასტერი.
3. ფოკის დედათა მონასტერი - აქ მე-11 საუკუნის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი იყო შემორჩენილი, ისიც ნანგრევების სახით. დაარსებისთანავე მონასტერში აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. აღდგა ტაძარიც. აქ მნახავლებს განსაკუთრებით აოცებს მონასტრის მაღაზია, სადაც დედების მადლიანი შრომით დამზადებული პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ და ამით მონასტერსაც გაუკეთებთ შესაწირს.
4. გორელოვკა - დუხაბორების ეთნოგრაფიული მუზეუმი. მე-19 საუკუნეში სოფელი დააარსეს რუსეთიდან იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროს გამოძევებულმა დუხაბორებმა. დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი, რუსულ-უკრაინული ტიპის ხატა და 1946-1947 წლებში ევროპულ ყაიდაზე ააგეს სამლოცველო სახლი. აქ ეზოს სიმწვანეს საოცრად ერწყმის შენობების ულამაზესი არქიტექტურა. სურთების გადაღებით რომ ვერ გაძღები, ისეთი ლამაზია აქაურობა.
5. ხანჩალის ტბა, ხანჩალის აღკვეთილი, ზღვის დონიდან 1928 მ. წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი ძირითადად წარმოდგენილია ბალახეული ფორმაციებით. აქ შეგვიძლია ვიპიკნიკოთ
6. ახალქალაქი - ტურინის სუდარის ზუსტი ასლი, „მეხუთე სახარებად“ წოდებული უდიდესი ქრისტიანული რელიქვიის ასლი საგანგებოდ აშენებულ ეკვდერშია დაბრძანებული. მოვილოცავთ ამ წმინდა ადგილს, ხოლო ადგილობრივი გიდი მოგვიყვება მის საოცარ ისტორიას, რომლის მოსმენისას ძნელია ცრემლების შეკავება.
7. ვაგონის ხიდი - ეს გასაოცარი ხიდი მდინარე ფარავანზეა გადებული. ფოტოსესიისთვის გამორჩეულია ადგილია და უცნაურ სევდას იწვევს მისი ნახვა.
8. ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი (მე-11-18 სს.). ახალქალაქის ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. სამწუხაროდ დღეს ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია და ძველი დიდების მხოლოდ ნაშთებიღაა შემორჩენილი, თუმცა ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია.
9. საღამოს გავჩერდეთ საღამოს ტბაზეც მის ფონზე ვიხილოთ დაისი, წყალში არეკლილი ჩამავალი მზის სხივები და სევდიანი, მაგრამ პოზიტიური ემოციებით დატვირთული დავემშვიდობოთ ჯავახეთს.

✔ 1 ივნისი, შაბათი (ნინოობა, საქართველოში წმ. ნინოს შემოსვლის დღე).
✔ ტურის ღირებულება: .

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
დუხაბორების ეთნოგრაფიულ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 2 ან თითო ადამიანზე (ადგილობრივების დაწესებული). ფასში შედის გიდის მომსახურება (რუსულ ენაზე).
ტურინის სუდარის ასლის მუზეუმში შესვლა უფასოა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე  გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფიროსმანი ტურები