national delicacy

ტური ისრაელში, წმინდა მიწაზე

  • ID: 525
  • ნახვები: 8255
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წმინდა მიწაზე
17-24 აპრილი 
I დღე - ხუთშაბათი -17.04.2014 - ჩაფრენა თელ-ავივის ბენ-ჰურიონის სახ. საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაგხვდებათ ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი. 
გამგზავრება იერუსალიმში.
II დღე - პარასკევი - 18.04.2014 - გამგზავრება გალილეაში. ნაზარეთი - ხარების ტაძარი, იოსების სახლი და სახელოსნო, ღვთისმშობლის წყარო. მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარი, გალილეის კანა - ტაძარი, გალილეის ზღვა, ტაბხა - ტაძარი პურისა და თევზის სასწაულებრივი გამრავლებისა, კაპერნაუმი, თორმეტი მოციქულის მონასტერი, ეს ის ადგილია , სადაც ცხოვრობდა და ასწავლიდა მოციქულებს მაცხოვარი. ნეტარების მთა ,მთის ქადაგების ეკლესია, მაგდალა - წმ.მარიამ მაგდალინელის სამშობლო,მარია მაგდალენას ტაძარი, წმინდა წყარო. განბანვა წმინდა მდინარე იორდანეში. 
დაბრუნება იერუსალიმში.
ვახშამი
III დღე - შაბათი - 19.04.2014 - წმინდა ქალაქი იერუსალიმი - დიდი შაბათი 
საუზმე. გამგზავრება ძველ ქალაქში. ორგანიზებულად შევდივართ მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. ცეცხლის სასწაულებრივი გარდამოსვლა, სააღდგომო წირვა, გარდამოხსნისა და ზეთის ცხების ფილა, უფლის მადლმოსილი საფლავის თაყვანისცემა, ცხოველმყოფელი ჯვრის გამოჩინების სამლოცველო, ელიონის მთა ტაძარი „ მამაო ჩვენო“ გეთსიმანიის ბაღი , მარიამ ღვთისმშობლის მადლმოსილი წმინდა საფლავის თაყვანისცემა მიძინების ტაძარში, იოსების,ანა და იოაკიმ მართალთა საფლავები,მარია მაგდალინელის რუსული ეკლესია. ჯვრის მონასტერი - უძველესი ქართული მონასტერი შოთა რუსთაველის ფრესკა“, ადგილი, სადაც „ წმინდა ლოთმა“ დარგო გამხმარი ტოტი და ახარა ხე, რომლისგანაც რომაელებმა გამოთალეს ჯვარი ( ქრისტეს ჯვარცმის).
IV დღე - კვირა - 20.04.2014 - იერუსალიმი - ქრისტეს საფლავი - გამგზავრება ბეთლემში - შობის ბაზილიკა, მწყემსების ველი, წმინდა თეოდოსის და წმინდა საბას მონასტერი. დავით მეფის საფლავი. დაბრუნება სასტუმროში
ვახშამი.
V დღე - ორშაბათი - 21. 04. 2014 - გამგზავრება მკვდარ ზღვაზე . „ წმინდა გიორგი ხოზევიტელის (კლდეში გაშენებული მამათა მონასტერი ). წმინდა გერასიმე მეუდაბნოეს მონასტერი. მკვდარი ზღვის ორიგინალური პროდუქტების კოსმეტიკური ფაბრიკის დათვალიერება. დასვენება მკვდარი ზღვის პლაჟზე. გამგზავრება წითელ ზღვაზე, კურორტ ეილათში განთავსება სასტუმროში.
VI დღე - სამშაბათი - 22. 04. 2014. დასვენება წითელ ზღვაზე. გასეირნება მინისფსკერიანი გემით -
„ ჟიულ ვერნი“ - საიუველირო ქარხნის დათვალიერება .
VII დღე - ოთხშაბათი - 23.04.2014 - დასვენება წითელ ზღვაზე. თავისუფალი დღე.
VIII დღე - ხუთშაბათი - 24.04. 2014 - გამგზავრება თელ-ავივში ქ. ლოდი, წმინდა გიორგის მადლმოსილი საფლავის თაყვანისცემა.
ტრანსფერი აეროპორტში.
გამომგზავრება თბილისში.
გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას!!!

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00