22 ივნისს, შაბათს ტრადიციულად მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი გთავაზობთ ეკო-ტურს (დასუფთავების აქცია) ლომისის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოლოცვა, ლაშქრობა+კარგი საქმე ერთად ♥
შემოიკრიბეთ ისეთი მეგობრები, რომლებსაც სურთ ქვეყნის მოვლაში საკუთარი მცირე წვლილის შეტანა და შემოგვიერთდით ♥
✈ შეკრება: 22 ივნისი , შაბათი, მეტრო რუსთაველი, შოთა რუსთაველის ძეგლთან, მაკდონალდსის წინ 07:00 საათზე
ტურის საფასური:
ფასი მოიცავს: ტრანსპორტირებას, ტომრებს, ხელთათმანებს .
❁ტურის სახეობა: ეკო-ტური, ფეხ-ტური, გარემოს დასუფთავების აქცია
♥ფეხით დასაფარი მანძილი: 7-8
ტურის სირთულე: საშუალო სირთულის
☼ ამინდი:
შედგება ყველანაირ ამინდში!!
♕ რა ჩავიცვათ?
სალაშქრო ფეხსაცმელი, ან სქელძირიანი ბოტასი. მსუბუქი და თბილი სალაშქრო ან სპორტული ტანსაცმელი,
♡ რა წავიღოთ?
პატარა ზურგჩანთა,.ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი 1 ლიტრი სულ მცირე.
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები , ასევე ტანისამოსიც ერთი ხელი. მზის ქუდი, ყელსახვევი,საწვიმარი, (გოგონებმა კაბები და მანდილები ) პირადი აფთიაქი საჭიროების შემთხვევაში, კარგი სამუშაო განწყობა და ღიმილი ოფტომ :)
♥ფინანსური მხარე:
______________
იმისათვის ,რომ დარეგისტრირდეთ და დაიკავოთ თქვენი ადგილი, საჭიროა მოგვწეროთ გვერდის პირად გზავნილებში თქვენი სახელი, გვარი, მობ. ნომერი და ტურის ღირებულების თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე, შემდეგ გადმოგვიგზავნოთ ჩარიცხვის ქვითარი.
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ლომისა
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვაგვაზვნით ჩარიცხვის ფოტოსქრინს
♥
☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. ასევე გასვლის წინა ღამეს ტურზე ვერავის დავამატებთ.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია: ♥
❁საინტერესო და საჭირო ინფო ჩვენი აქციების შესახებ.
1.ოჯახიდან 2 პიროვნება (დედა-შვილი, მამა-შვილი, და-ძმა) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი პიროვნება მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ. (ეს ეხება ისეთ მეგობრებს, რომლებსაც ფენიქსთან ერთად არასდროს ულაშქრიათ)
4. ჩვენი აქცია, "აჩუქე ტური იუბილარს" სასაჩუქრე ბარათი შეიძინე 20%-იანი ფასდაკლებით.
5. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებმაც შექმნეს და კიდევაც შექმნიან ოჯახს,ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. .
ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შეგვეხმიანეთ პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!
☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
გეგმა:
გავალთ დილით მლეთამდე ტრანსპორტით, შემდეგ ვიწყებთ ფეხით სვლას ეკლესიისკენ. მოვილოცავთ ლომისას, 10 წუთიანი ინსტრუქტაჟის შემდეგ დავიწყებთ დასუფთავებას. საქმეს რომ მოვრჩებით გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს, მივირთმევთ საკვებს ყველა ერთად და გამოვემართებით შინისაკენ. სურვილის შემთხვევაში უკანაგზობისას სახინკლეში შეგვიძლია შევიდეთ, ამისთვის ცალკე მინ. გეგგდოთ ჯიბეში :) ყველა მონაწილეს მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი გადასცემს მადლობის სიგელებს ქვეყნის მოვლაში შეტანილი წვლილისთვის ♥
დამატებითი ინფორმაციისთვის :
☎ ლელა
☎ თენგო
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...