"ივერ ტური" გთავაზობთ განმეორებით 1 დღიან ტურს რაჭა-ლეჩხუმში 7 ივლისს
მოსანახულებელი ადგილებია:
✔ ნაქერალას უღელტეხილი - სიმაღლე ზღვის დონიდან 1218 მ. ნაქერალის მიდამოები შემოსილია ფოთლოვანი ტყით (წიფელი, რცხილა, წაბლი).
✔ ნიკორწმინდა - გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.
✔ ლაილაში - არის აუზი, საიდანაც საოცრად ლამაზი პანორამული ხედი გადაიშლება ჩვენს გარშემო და დავტკბებით მიმზიდველი სანახაობით.
✔ ქვაბთკარი - აქ ვნახავთ გულის ფორმის გამოქვაბულს პატარა ჩანჩქერით (ლეგენდის თანახმად გამოქვაბულში შესვლა გაუთხოვრობას შველის).
✔ შაორის წყალსაცავი - უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
• შეკრების ადგილი რესპუბლიკის მოედანი (ველოსიპედთან)
• შეკრების დრო - 05:30 სთ.
• გასვლის დრო – 06:00 სთ.
• დაბრუნება თბილისში – 23:00 სთ.
ტურის ღირებულება -
ღირებულებაში შედის:
• მგზავრობა მერსედესის მარკის მიკროავტობუსით.
• გამყოლი
• ფოტოგადაღება
• პირველადი სამედიცინო დახმარება
• არ შედის კვება (ვაგვარებთ ინდივიდუალურად).
• დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დარეკეთ:
☎️
☎️
წამომსვლელთა საყურადღებოდ:
• გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).