კომპანია TourEast Georgia გთავაზობთ ორდღიან ტურს სომხეთში 10-11 აგვისტოს!
სევანის ტბა - "სომხეთის მარგალიტი", კავკასიის უდიდესი ტბა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკნარი ტბა. აქ შესაძლებელია სასიამოვნო დასვენება და სევანის ცნობილი კალმახის დაგემოვნება. სევანის ტბის ბინადარი კალმახი "იშხანი" სრულიად განსხვავდება ევროპის მდინარეების კალმახისგან.
ერევანს ვარდისფერ ქალაქს უწოდებენ, რადგან მის მშენებლობაში გამოყენებულია ვარდსიფერი შეფერილობის ტუფი. ამ უსაფრთხ ქალაქში შეგიძლიათ თავისუფლად ისეირნოთ და მოინახულოთ თანამედროვე ხელოვნების ღია მუზეუმი "კასკადი".
კასკადის მსგავსი უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაგებობა პოსტსაბჭოთა მასშტაბით იშვიათია. ესაა გიგანტური კიბეების კომპლექსი, რომელიც შედგება რვა დონისგან, სადაც შადრევნები და ქანდაკებებია განთავსებული. კასკადიდან იშლება ხედი ერევანზე და შესაძლებლობა გაქვთ დაინახოთ არარატის მთა.
ტურის განმავლობაში გაეცნობით სომხურ სამზარეულოს და დააგემოვნებთ ცნობილ სომხურ კონიაკს არარატის ქარხანაში.
1 დღე: გამგზავრება თბილისიდან ერევანში, შესვენება და სადილი სევანის ტბასთან.
განთავსება სასტუმროში, დასვენება, საღამოს გასეირნება ერევანში, ვახშამი;
2 დღე: საუზმე სასტუმროში, ექსკურსია არარატის კონიაკის ქარხანაში, გამომგზავრება თბილისში
ტურის ღირებულება მოიცავს:
- სასტუმროში განთავსებას (ორადგილიან ნომერში);
- ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით;
- გიდის მომსახურება;
დამატებითი ინფორმაცია:
ტურის პროგრამის ნაწილის გამოუყენებლობის შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება;
დამატებითი სერვისების უზრუნველყოფა შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე: ;