რა უნდა ვნახოთ შემოდგომაზე თუ არა ულამაზესი თუშეთი ?. კოშკების საუფლო, ლეგენდების , მითებისა და ტრადიციების სამყარო, ჭრელაჭრულა , ფერადი და სიცოცხლით სავსე თუშეთი ♥ მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი 4-5-6 ოქტომბერს სამდღიან სათავგადასავლო ტურს გთავაზობთ თუშეთში. ეს ის დროა, როცა უნდა შემოიკრიბო საუკეთესო მეგობრები და შემოგვიერთდეთ.
♥როდის? როგორ? საიდან?
შეხვედრის დრო და ადგილი: 4 ოქტომბერი, ღამის 01:00 (სამი ოქტომრერი რომ დაღამდება ანუ) საათი.მეტრო რუსთაველთან, მაკდონალდსის წინ.
ტურის ხანგძლიობა: 3 დღე 2 ღამე
სრული მარშრუტი: თბილისი - ალვანი - ომალო - შენაქო - დიკლო - დართლო - ფარსმა - დოჭუ - თელავი - თბილისი;
♥რას ვნახავთ:
I დღე: თბილისი - ქვემო ალვანი - ფშაველები - აბანოს უღელტეხილი - ქვემო ომალო - შენაქო - დიკლო
დაბანაკება: მირგველაში
II დღე: დართლო - დანო -კვავლო - ჭეშო - ფარსმა გირევი:
პირიქითა ხეობის სოფლების მონახულება. დართლო, დანო, კვავლო, ჭეშო, ფარსმა გირევი.
დაბანაკება: მირგველაში.
III დღე: ბოჭორმა - დოჭუ -ომალოს კესელოები-თბილისი:
მესამე დღე გამგზავრება გომეწრის ხეობისკენ, ბოჭორმისა და დოჭუს-კლდეზე ნაშენი სოფლების მონახულება, ასევე ვნახავთ ომალოს კესელოებს. დაბრუნება თბილისში.
♥ფინანსური ნაწილი:
----------------------------
.ტურზე რეგისტრაციისთვის საჭიროა:
მოგვწეროთ გვარი სახელი და მობილურის ნომერი, შემდეგ ჩარიცხოთ ტურის საფასური მითითებულ ანგარიშის ნომერზე. გადმოგვიგზავნოთ ჩარიცხვის ქვითრის ფოტო პირად გზავნილებში.
♥ტურის ღირებულება :
ფასი მოიცავს:
ტრანსპორტირებას კომფორტული დელიკით
ღამისთევა მოხდება კარვებში,საბანაკე აღჭურვილობას არ ქონის შემთხვევაში ჩვენ გათხოვებთ.
ლაშქრობის ინსტრუქტორის მომსახურებას
ფოტოგადაღებას
ყავა, ჩაი, ცხელი წყალი, ტკბილეული
♥ფასში არ შედის კვება, ყველას მოაქვს სამი დღის სამყოფი და იქ ერთიანად ვშლით
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
დანიშნულება: თუშეთი სახელი და გვარი
მიმღები: ლელა წიკლაური
ჩარიცხვის ქვითარს გვიგზავნით გვერდის პირად გზავნილებში.
☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, 7 დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:
♥რა ჩავიცვათ?
მოხერხებულად , სპორტულად, მთის შესაფერისად.
♥რა წავიღოთ?
♥სალაშქრო ზურგჩანთა,3 დღის სამყოფი საკვები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი , წინდა. მზის ქუდი, თბილი ტანსაცმელი, სათვალე. პირადი აფთიაქი თუ რამეს თვლით რომ შესაძლოა დაგჭირდეთ. ჰიგიენის ნივთები. ფანარი, საწვიმარი,. თუ ვინმე უკრავთ და მღერით წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი. და რათქმაუნდა არ დაგრჩეთ კარგი განწყობა ^_^
წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!
☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის :
☎ ლელა
☎ თენგო
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...