national delicacy

ბაქო - განჯა - ოქტომბერი , % ფასდაკლების სამოგზაურო ბარათი ყველა ქალბატონს საჩუქრად

  • ID: 55989
  • ნახვები: 2541
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/10/19
    დაბრუნება
    • 13/10/19
დამატებითი ინფორმაცია

ბაქო-განჯა-გობუსტანის ნაკრძალი 11-13 ოქტომბერი

 

         ,, Diamond Georgia “ გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს ბაქო-განჯა-გობუსტანის ნაკრძალი

• გასვლა რედისონის ტერიტორიიდან კერძოდ ველოსიპედის ძეგლიდან 11 ოქტომბერს 00:30

ყურადღება! ტურის ყველა მონაწილე ქალბატონს გადაეცემა 10% სამოგზაურო ფასდაკლების ბარათი სურვილის მიხედვით არჩეული ნებისმიერი ტურისტული პაკეტის შესაძენად.


ტურის თარიღები :

11-12-13 ოქტომბერი

აქცია ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორისგან :

5*  სასტუმროში Caspian Business Hotel-   საუზმით,განახლებული რემონტით, აუზით, საუნა,თურქული აბანო, სპა სალონი, ფიტნესი , ბილიარდი,ტენისი- მხოლოდ ჩვენთან ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორისგან

3★ + სასტუმროში GM City Hotel კვების გარეშე -   (რეკომენდირებული)

3★ + სასტუმროში GM City Hotel საუზმით -    (რეკომენდირებული)

4★ სასტუმროში GM City Hotel ? - კვების გარეშე -      (რეკომენდირებული)
4★ სასტუმროში GM City Hotel ? საუზმით, აუზითა და საუნით -    (რეკომენდირებული)

5*  სასტუმროში Caspian Business Hotel-   საუზმით,განახლებული რემონტით, აუზით, საუნა,თურქული აბანო, სპა სალონი, ფიტნესი , ბილიარდი,ტენისი-

5* სასტუმროში  - საუზმით , აუზი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი) -
5★ სასტუმროში GM City Hotel საუზმით, აუზით, საუნა, სპა სალონი, ფიტნესი -     (რეკომენდირებული)
 

1 დღე :

• 09:00 ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი (აზერ. Bibiheybət məscidi) — შიიტური მეჩეთი ბაქოში, მდებარეობს ბაქოს ყურეს სანაპიროზე, აზერბაიჯანში. თავდაპირველად აგებულია XIII ს-ში შირვანშაჰ აბუ-ლ-ფათხ ფარუხზადის მიერ, რომელმაც იარსება 1936 წლამდე ვიდრე ბოლშევიკები დაანგრევდნენ. ამჟამინდელი შენობა, განახლებული მეჩეთი, აგებულია 1990-იან წლებში.
ბიბი-ჰეიბათის კომპლექსი, რომელშიც მეჩეთის გარდა განსასვენებელები და საფლავები შედიან (მათ შორის უკეიმი ხანუმის საფლავი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავალი), როგორც განადგურებამდე, ისე ამჟამადაც წარმოადგენს აღმოსავლეთისმუსლიმების სასულიერო ცენტრს და აზერბაიჯანის ისლამური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ღისშესანიშნავ ძეგლს. მეჩეთი თავის დროზე მოინახულეს აბბასკული-აღა ბაკიხანოვმა, ალექსანდრე დიუმამ და ხურშიდბანუ ნატავანმა. ადგილობრივები ძველად „ფატიმას მეჩეთს“ ეძახდნენ. ამავე სახელით აღწერს ალექსანდრე დიუმა მეჩეთს, რომელიც მე-19 საუკუნის 40-იან წლებში მოინახულა
• 10:00-15:00 სასტუმროში დაბინავება და დასვენება
• 15:00 - გასვლა ბულვარში
• გემით გასეირნება - 40 წთ (3-5 მანათი)
• შიდა მატარებელით გასეირნება ბულვარში ვენეციურ გონდოლამდე (2 მანათი)
• ვენეციური გონდოლით გასეირნება - 40 წთ (3 მანათი)
• ხალიჩების მუზეუმი 7 მანათი , სტუდენტებისთვის - 5 მანათი (სადაც განთავსებულია 13 000-ზე მეტი ექსპონატი)

• ბულვარში თავისუფალი დრო 1 საათით
• ფუნიკულიორზე გასეირნება
• ფლამ თაუერი:ცეცხლის ალის ფორმის 3 შენობა (სასტუმრო, ბიზნეს ცენტრი, საცხოვრებელი კორპუსი),(ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბაქოში, რომლის 
სიმაღლეა 190 მ. შენობა შედგება ბინებისგან, სასტუმროსა და საოფისე შენობებისაგან. 
მშენებლობა 2007-2013 წწ.) 
• ყარაბაღში დაღუპულთა დიდების ულამაზესი ხეივანი
• მილი მეჯლისის შენობა (პარლამენტი)
• 22:00 დაბრუნება სასტუმროში


2 დღე :


• საუზმე სასტუმროში
• 11:00 - გასვლა ძველ ქალაქში (იჩერ შეჰირი) - (აზერ. İçəri Şəhər) — ქალაქ ბაქოს ისტორიული გული. 2000 წლის დეკემბერში იგი, როგორც ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, გახდა პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ძველი ქალაქის მონუმენტთა ძირითადი ნაწილი XII საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება
• ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი (აზერბ. Qız Qalası) — XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს. 15 მანათი, სტუდენტებზე - 6 მანათი
• მონეტების მუზეუმი - 2 მანათი, სტუდენტებზე 0.6 მანათი
• მინიატურული წიგნების მუზეუმი - რომელშიც გამოფენილია 5000 ექსპონატი. მუზეუმში ასევე არის ქართულ მინიატურული წიგნების კუთხე 25-ე სტენდი- უფასო
• შირვანშაჰების სასახლე ბაქოში (აზერ. Şirvanşahlar sarayı) — შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. ანსამბლში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო. დეკორი ძუნწია. შირვანშაჰების სასახლეში მუზეუმია.
სასახლის კომპლექსი აშენდა XIII—XVI საუკუნეების პერიოდში. სასახლის მშენებლობა უკავშირდებოდა შირვანშაჰების სახელმწიფოს დედაქალაქის გადატანას ბაქოდან შამახიში.
ანსამბლის მშენებლები ეყრდნობოდნენ შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლის ძველ ტრადიციებს.
1964 წელს სასახლის კომპლექსი გამოცხადდა მუზეუმ-ნაკრძალად და სახელმწიფო დაცვის ქვეშ იყო აყვანილი. 2000წელს, უნიკალური არქიტექტურული და კულტურული ანსამბლი, ქალაქის ისტორიული ნაწილისა და ქალწულის კოშკთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. დღეს შირვანშაჰების სასახლე აზერბაიჯანის არქიტექტურის ერთ-ერთ მარგალიტად ითვლება 15 მანათი, სტუდენტებზე-5 მანათი
• ჰეიდარ ალიევის ცენტრი (მუზეუმი) — 57 519 კვადრატული მეტრის კომპლექსი ბაქოში. შექმნილია ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდი მიერ, რომელიც გამორჩეულია თავისი განსხვავებული არქიტექტურული გადაწყვეტილებებით. ცენტრი ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს, რომელიც საბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერი იყო 1969-1982 წლებში, ასევე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის ოქტომბრამდე.
2014 წელს მიიღო ჯილდო Design of the Year და აღიარებულ იქნა მსოფლიოში საუკეთესო შენობად.
შენობა ჰეიდარ ალიევის ხელმოწერის ფორმისაა. ცენტრი არის გაყოფილი 2 ნაწილად: 1-საგამოფენო დარბაზები, სადაც გამოფენილია თანამედროვე ხელოვნების სკულპტურები, შენობების მაკეტები, სახალხო მუსიკალური ინსტრუმენტები, ცვილის თოჯინები და სხვა. 2-კლასიკური მანქანების შეუფასებელი გამოფენა (1:30 საათი) - 15 მანათი
* ჰეიდარ ალიევის საკოლექციო მანქანების მუზეუმი - 10 მანათი
• 18:00 - თავისუფალი დრო ნიზამის ქუჩაზე (მრავალფეროვანი მაღაზიები, ბარები, რესტორნები)
• 21:00 - .ეშმაკის ბორბალზე ასვლა და კასპიის ფონზე ულამაზესი ხედების დათვალიერება - 5 მანათი


3 დღე :


• საუზმე სასტუმროში
• თავისუფალი დრო
• 10:30 - გასვლა სასტუმროდან

11:00-11:30 მოვილოცავთ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას(ნუ დაგვავიწყდება რომ დღეს სვეტიცხოვლობაა ???? )
• 11:30-13:00-28 მაისის მოლი, ყველაზე დიდი მოლი აზერბაიჯანში.

14:00-15:30 გობუსტანის ნაკრძალი.

 გავემგზავრებით ქალაქ განჯას მოსანახულებლად, დავათვალიერებთ და დავისვენებთ განჯას პარკში, რომელიც ღამით ულამაზესია.
პარკში თქვენ ნახავთ: პარიზის ტრიუმფალურ თაღს, ბერძნულ ამფითეატრს, ტბაზე ოქროსფერ და ფერად თევზებს, ასევე გედებს
• 02:00 - თბილისი

ფასში შედის:
• ტრანსპორტირება კომფორტული მერსედესის ან მეტროს ტიპის ავტობუსით
• სასტუმროში განთავსება
• ტრანსფერი 3 დღის განმავლობაში
• 2 დღის საუზმე
• გიდის მომსახურება

ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე 2 და 3 ადგილიან ნომერში.

ფასში არ შედის
• კვება დღის განმავლობაში (სადილი ვახშამი, რომელიც ღირს ქალაქის ცენტრში დაახლოებით - (10-15 მანათი)
• მუზეუმების აბონემენტი
• გემის საფასური
• გონდოლით გასეირნება
• შიდა მატარებელი

ყურადღება!
ჯგუფებზე მოქმედებს ფასდაკლება, საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი!

6 წლამდე ბავშვები იხდიან თანხის ნახევარს.

სტუდენტებზე ზოგიერთ მუზეუმებში მოქმედებს ფასდაკლებები.


ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:

T. 0
MOB: ; ; 595-633-977
Viber:+ 995 ;
watsupp: + 995
Facebook:
E-mail:
Skype: diamondgeorgia5
 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/10/19
    დაბრუნება
    • 13/10/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა