national delicacy

ჰერეთი, საინგილო, ქურმუხობა

  • ID: 57307
  • ნახვები: 3542
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/19
    დაბრუნება
    • 23/11/19
დამატებითი ინფორმაცია

♥მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი გთავაზობთ ერთდღიან სათავგადასავლო-შემეცნებით ტურს საინგილოში, ჰერეთში, რომელიც ამჟამად საქართველოს საზღვარს იქით არის მოქცეული და აზერბაიჯანის ტერიტორიაა. აღსანიშნავია, რომ ქურმუხის წმიდა გიორგის ეკლესიას თაყვანს სცემდა არა მარტო ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველობა, არამედ არაქართველი მუსლიმანური მოსახლეობაც. ისინი ამ ადგილს წმიდათაწმიდად მიიჩნევდნენ. ასეა დღესაც...ჰერეთის ტერიტორიაზე მდებარეობს საყორნის მთა, რომელზეც ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად მიმსჭვალული იყო პრომეთე ♥

♥შეხვედრის დრო და ადგილი: 23 ნოემბერი, შაბათი ღამის 03:00 საათი. მეტრო რუსტაველი, მაკდონალდსის წინ.

⚠️⚠️⚠️ ტურზე წამომსვლელმა აუცილებლად უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ვკვეთთ საზღვარს. (პირადობის მოწმობით საზღვარს ვერ გადაკვეთთ)

♥ტურის საფასური:

♥ფასი მოიცავს: ტრანსპორტირებას მიკროავტობუსით
გამყოლის მომსახურებას

♥არ შედის: საკვები, ყველას მოგვაქვს ერთი დღის სამყოფილ და ერთად მივირთმევთ.

♥რას ვნახავთ:
1. ყუმის ღვთისმშობლის ბაზილიკა - მე-6-7 საუკუნეები.
2. თამარის ხიდი - ილისუ, კახის რაიონი. მდინარე ქურმუხზე არსებული თამარის ხიდი.
3. კახის წმ. გიორგის ეკლესია - მე-18-19 საუკუნეები. აგებულია წმიდა გიორგის ძველი საყდრის ადგილზე.
4. ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი - მე-19 საუკუნე. აგებულია ძველი ეკლესიის (მე-13-14-საუკუნეები) ადგილზე.
5. მეშაბაშის მთავარანგელოზის ეკლესია - მე-19 საუკუნე.
6. სამაროვანი, კახის სასაფლაო
7. ალიბეგლოს წმ. ნინოს ეკლესია - მე-19 საუკუნე.
და სხვა ბევრი რამ...

❁რა ჩავიცვათ?
მოხერხებული ფეხსაცმელი ,ტანისამოსი

♥რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, ქუდი, სათვალე. საწვიმარი. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი დ ტანსაცმელი. სასურველია სალასქრო ჯოხები.
თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :)

♥ფინანსური მხარე:
______________
იმისათვის ,რომ დარეგისტრირდეთ და დაიკავოთ თქვენი ადგილი, საჭიროა მოგვწეროთ გვერდის პირად გზავნილებში თქვენი სახელი, გვარი, მობ. ნომერი და ტურის ღირებულების თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე

♥საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ჰერეთი
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს პირად გზავნილებში ვაგზავნით ჩარიცხვის ქვითრის ფოტოს ან სქრინს

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, 5 დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. ასევე გასვლის წინა ღამეს ტურზე ვერავის დავამატებთ.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია: ♥

წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ და მითუმეტეს დაუშვებელია ჩხუბი პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის :
☎ ლელა
☎ თენგო

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/19
    დაბრუნება
    • 23/11/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა