"გაიცანი საქართველო", 14,15,16,17 მარტს (შაბათი, კვირა, ორშაბათი, სამშაბათი), გთავაზობთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს პარიზში.
14 მარტი (შაბათი) - პირველი დღე:
06:35 საათზე - გამგზავრება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
08:40 საათზე - ჩაფრენა პარიზის საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
10:00 საათისთვის - დაბინავება სასტუმროში.(ქალაქის ცენტრში)
11:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ორსაის მუზეუმი - აქ მოთავსებულია ძირითადად 1848 - 1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები. მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია.
✔ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი — ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია. პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.
✔ ლუქსემბურგის ბაღის მონახულება
✔ სორბონის უნივერსიტეტი - ის რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად. მისი სტუდენტ-მასწავლებლებიდან მრავალი ნობელის პრემიის ლაურეატი და დასავლური ტრადიციების მიმდევარი უდიდესი ინტელექტუალი, პოლიტიკური თეორეტიკოსო, მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი, თეოლოგი თუ ხელოვანი გამოსულა.
✔ ეიფელის მონახულება - წარდგენა არ სჭირდება
20:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, დასვენება სასტუმროში, თავისუფალი დრო.
15 მარტი (კვირა) - დღე მეორე:
08:00 საათი - საუზმე სასტუმროში, 09:00 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ვერსალის სასახლე — საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე ვერსალში, პარიზის გარეუბანი. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი სოფელი იყო, ამჟამად კი პარიზის გარეუბანია საკუთარი ქალაქის სტატუსით. 1682-1789 წლებში ვერსალის კარი საფრანგეთის ძველი რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი იყო. XVII საუკუნიდან ევროპის მონარქებისა და დიდებულთა სასახლეებისთვის ნიმუში გახდა. 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალის სასახლის აგება ლუი XIV-მ დაიწყო.
✔ თავისუფლების ქანდაკება - ეს ცნობილი ქანდაკება ფრანგი ხალხის საჩუქარია ამერიკის შეერთებული შტატების ხალხისადმი. ის მთელ მსოფლიოში აღიარებულ თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
✔ გედების კუნძული
20:00 საათისთვის ვასრულებთ, ტურს, დაბინავება სასტუმროში, თავისუფალი დრო.
16 მარტი (ორშაბათი) - დღე მესამე:
08:00 საათი - საუზმე სასტუმროში, 09:00 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ლუვრის მუზეუმი — უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 9.7 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა 2012 წელს. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს. (ორშაბათ დღეს მუშაობს)
✔ კონკორდის მოედანი - საფრანგეთში მეორე უდიდესი მოედანი.
✔ შანზ-ელიზე — პარიზის ყველაზე დიდი და ცნობილი გამზირი. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, რომლის მიხედვით საიქიოში მდებარეობს ელისეს მინდვრები, სადაც სათნო სულები ბინადრობენ.
✔ ტრიუმფალური თაღი - მონუმენტი პარიზში. აუსტერლიცის ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტეს შეკვეთით აშენებული ტრიუმფალური თაღი
19:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, დაბინავება სასტუმროში, თავისუფალი დრო.
17 მარტი (სამშაბათი) - დღე მეოთხე:
09:10 საათი - გამოფრენა პარიზის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით
16:40 საათი - ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში ადგილობრივი დროით
ტურის ღირებულება გახლავთ . ფასში შედის:
✔ ორმხრივი ავიაბილეთი - ქუთაისი - პარიზი - ქუთაისი
✔ ბარგი 10 კგ - პრიორიტეტი სტატუსი
✔ სასტუმრო ქალაქის ცენტრში (სამი ღამე) - სასტუმროს ლინკს მალე დავდებთ
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი თბილისი - ქუთაისი - თბილისი
✔ სამოგზაურო დაზღვევა
✔ გიდი
დაგვიკავშირდით:
() ;
()
გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25