national delicacy

ჯგუფური ტური ამსტერდამში ( - მარტი)

  • ID: 58282
  • ნახვები: 3442
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/11/21
    დაბრუნება
    • 31/03/20
დამატებითი ინფორმაცია

ამსტერდამი – ქალაქი-ოცნება, ქალაქი-კალეიდოსკოპი. თავისუფლების განსახიერება, ის მუდამ განსხვავებულია, აქ ყველა იპოვის რაღაც საკუთარს. ნებისმიერისთვის ამსტერდამი უნიკალური და განუმეორებელია. ♥
-------------------------------------------------------------------
"გაიცანი საქართველო" გთავაზობთ ჯგუფურ ტურს ამსტერდამში. (28,29,30,31 მარტი - შაბათი, კვირა, ორშაბათი, სამშაბათი)

 

განრიგი:

 

28 მარტი (შაბათი) - 16:45 საათი -  გამგზავრება ქუთაისის საერთ. აეროპორტიდან.
18:30 საათი - ჩასვლა ეინდჰოვენის საერთ. აეროპორტში.
20:30 საათი - ჩასვლა ამსტერდამში, დაბინავება სასტუმროში, თავისუფალი დრო. (ლინკს დავდებთ თანხის გადმორიცხვამდე)

 

29 მარტი (კვირა):

 

08:00 საათი - საუზმე სასტუმროში. 09:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔  გასეირნება ნავით -  ამსტერდამის არხები წარმოუდგენლად ლამაზია. ხშირად ამსტერდამს ჩრდილოეთის ვენეციასაც უწოდებენ. არხების სიმრავლის გამო ბევრია გადასასვლელი ხიდიც. ყოველი მათგანი სიდიდით და ყვავილების გაფორმებით ერთმანეთის ანალოგია.
✔ ვან გოგის მუზეუმი - სადაც მისი ნამუშევრების უდიდესი კოლექციაა დაცული და მისი ცხოვრების შესანიშნავი ბიოგრაფია
✔ რაიხმუზეუმი - ნიდერლანდების საგანძური და საუკეთესო ადგილი ქვეყნის ისტორიას გაეცნოთ. აქ ნახავთ არა მარტო ოქროს ხანის ჰოლანდიელი ოსტატების შედევრებს, ასევე სახელოსნო და სახელოვნებო გამოფენებს. სწორედ აქ ინახება რემბრანტის სახელგანთქმული ტილო „ღამის გუშაგები“
✔ I ♥ AMSTERDAM - უზარმაზარი ასოები 2004 წელს გამოჩნდა ქალაქის იმიჯის გაუმჯობესების კამპანიის ფარგლებში. ადგილი სადაც სურათი აუცილებლად უნდა გადაიღოთ. ^_^
 ✔ ანა ფრანკის მუზეუმი - ეს სწორედ ის სახლია, სადაც ანა ფრანკი და მისი ოჯახი იმალებოდა. სწორედ აქ დაიწერა ანა ფრანკის დღიურები, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიო ბესთსელერად იქცა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას.
✔ ვონდელპარკი - ესარის ამსტერდამის ყველაზე დიდი და ჰოლანდიაში ყველაზე ცნობილი პარკი. მას წლიურად 10 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.
 აქ შეხვდებით რესტორნებს, კაფეებს, საოცარ ფლორას და ფაუნას. აღსანიშნავია, რომ ვონდელპარკს მინიჭებული აქვს ეროვნული საგანძურის სტატუსი.

20:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი დრო.

 

30 მარტი (ორშაბათი):

 

08:00 საათი - საუზმე სასტუმროში. 09:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ მადამ ტუსოს მუზეუმი - უკვე ორ საუკუნეზე მეტია, მადამ ტიუსოს მუზეუმი გამოჩენილი ადამიანების ცვილის ასლებს ამზადებს, რომლებიც იმდენად ჰგვანან “ორიგინალებს”, რომ მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამ მსგავსების გამო გაითქვა “მადამ ტიუსომ” სახელი და დღეს ის უბრალოდ მუზეუმი კი არა, ცნობილი ბრენდია, რომელსაც ფილიალი მსოფლიოს მრავალ ადგილში აქვს. 
✔ სამეფო სასახლე - დღეისათვის სამეფო ოჯახის წევრები სასახლეს მხოლოდ ოფიციალური ღონისძიებების და დღესასწაულებისთვის იყენებენ. აქ წარმოდგენილია: მონარქების მოსასვენებლები, დარბაზები, დიდებული სკულპტურები, ავეჯი და სურათები
✔ რემბრანტის მუზეუმი - კოლექციაში დაცულია მხატვრის გრავიურები, რითაც რემბრანდტი აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ასევე, მისი მასწავლებლის, პიტერ ლასტმანის ნამუშევრები, რომლებიც მხატვრის შთაგონების წყაროდ ითვლება. 
✔ წითელი ფარნების უბანი - ცნობილი კვარტლის სახელწოდება წითელი ფანრებიდან მოდის, რომლებიც საროსკიპოების ფანჯრებზე დგას. აქ ბევრი სექსშოპია წარმოდგენილი. აქ ფოტოების გადაღება აკრძალულია.

21:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო.

 

31 მარტი (სამშაბათი):

 

08:00 საათი - საუზმე სასტუმროში. 08:30 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ტიტების ბაზრობა - სადაც ყველანაირი ფერის და სახეობის ტიტას ნახავთ. ასევე, რაც ჰოლანდიასთან ასოცირდება და რითიც არის განთქმული ეს ქვეყანა, არის ჰოლანდიური ყველი. ქალაქში უამრავი ყველის მაღაზიაა რომლებიც ყველის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს.  იქვე თითოეული ყველის სახეობის დეგუსტაციაც არის შესაძლებელი.  
✔ ზოოპარკი „არტისი“ 1838 წელს გაიხსნა. ვოლიერებში 900-ზე მეტი სახეობის ცხოველია, არის აკვარიუმი, მცირე პლანეტარიუმი, პეპლების და რეპტილიების პავილიონები.
✔ თავისუფალი დრო ქალაქში სასეირნოდ. (13:00 საათიდან - 15:30 საათამდე.
17:30 საათისთვის ჩასვლა ქ. ეინდჰოვენში.
19:55 საათისთვის გამოფრენა ეინდჰოვენის საერთ. აეროპორტიდან.
1 აპრილი (ოთხშაბათი) - 02:20 საათი - ჩამოფრენა ქუთაისის საერთ. აეროპორტში.
თბილისში დაბრუნების დრო გახლავთ 06:30 საათი (გამთენიისას)

 

ტურის ღირებულება გახლავთ . ფასში შედის:

 

✔ ორმხრივი ავიაბილეთი - ქუთაისი - ეინდჰოვენი - ქუთაისი
✔ ბარგი 10 კგ - პრიორიტეტი სტატუსი
✔ სასტუმრო ქალაქის ცენტრში (სამი ღამე) - სასტუმროს ლინკს მალე დავდებთ
✔ საუზმეები 
✔ ტრანსფერი თბილისი - ქუთაისი - თბილისი 
✔ სამოგზაურო დაზღვევა
✔ გიდი

 

ფასში არ შედის საუზმის გარდა კვება, უზრუნველოფა ხდება ინდივიდუალურად
ზემოთ ხსენებული ყველა მუზეუმის და შიდა ტრასნფერისთვის (ეინდჰოვენი - ამსტერდამი - ეინდჰოვენი) საჭირო მოსაკრებლები, რაც სულ ჯამურად შეადგენს .

დაგვიკავშირდით:

() ;

()

გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/11/21
    დაბრუნება
    • 31/03/20
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა