national delicacy

იტალიის სრული სამოგზაურო პაკეტი !

  • ID: 58789
  • ნახვები: 3107
დამატებითი ინფორმაცია

სპეციალური ფასი იტალიის კლასიკურ ტურზე! 

 

სრული საგზურის ღირებულება: 675  ლარი

 

რომი- ფლორენცია - ვენეცია- რიმინი - ბოლონია -მონტეკატინი

 

გამოიყებე შესაძლებლობა მოინახულო იტალიის ყველაზე მოთხოვნადი ქალაქები, საუკეთესო ფასად!

 

იტალიაში მოგზაურობა ყოველთვის დიდებულ შთაბეჭდილებებთან ასოცირდება. ამისთვის არ არსებობს სეზონური შეზღუდვა, თუმცა არსებობს ხელშემწყოფი ფაქტორები, იმისთვის რომ აღმოჩნდეს თქვენი მოგზაურობა ფინასუსად ხელმისაწვდომი!

 

მოგზაურობის პერიოდი: 12.01 -19.01

ხანგრძლივობა: 7 ღამე /8 დღე

-----------

 

 რომი -ფლორენცია - ბოლონია - ვენეცია - რიმინი -

------

 

დღე 1. რომი - ბოლონია.

ჩამოფრენა რომში. დახვედრა აეროპორტში ჩვენს წარმომადგენელთან. ტრანსფერი მატარებლით ბოლონიაში. ტრანსფერი სასტუმროში. განთავსება სასტუმროში ემილია რომანიას რეგიონში. ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე2.. ვენეცია

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ვენეციაში. ექსკურსია ვენეციაში მსოფლიოს ულამაზეს ქალაქში. საექსკურსიო ტური ქალაქში გიდის თანხლებით. სან მარკოს მოედანი, ბაზილიკა, კამპანილა - ვენეციის ყველაზე მაღალი შენობა. ასევე შეძლებთ მოინახულოთ ვენეციური მინის გადამამუშავებელი სახელოსნო, გაეცნოთ მინის წარმოების ტექნიკას და შეიძინოთ ვენეციური მინა. დატკბებით ვენეეციის ხედებით ეგზოტიკური გონდოლებიდან, საიდანაც იმოგზაურებთ ვენეციის რესპუბლიკის ისტორიულ წარსულში. გამგზავრება რიმინის მიმართულებით. განთავსება რიმინის სასტუმროში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ღამისთევა რიმინიში

 

დღე 3. რიმინი - სან მარინო

საუზმე სასტუმროში, გამგზავრება სან მარინოს სახელმწიფოში. მსოფლიოს ულამაზესი და ყველაზე მინიატურული ქვეყანა. იტალიური ღვინის დეგუსტაცია. თავისუფალი დრო. დაბრუნება სასტუმროში. ზაფხულის პერიოდში გეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა იბანაოთ ადრიატიკის ზღვაში. ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 4. - რომი

საუზმე სასტუმროში. ქალაქის საექსკურსიო ტური. საფეხმავლო ტურის განმავლობაში ეწვევით ნავონას მოედანს, პანთეონს, ვენეციის მოედანს, კოლიზეუმს, რომაულ ფორუმებს. განთავსება რომის სასტუმროში. ღამისთევა რომში.

 

დღე 5. - რომი

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. ნებაყოფლობითი ექსკურსიები ნეაპოლი პომპეი - სრული დღე. პომპეის უდიდესი ქალაქი გაჩუქებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და გამოგზაურებთ ძველი რომის ანტიკურ ეპოქაში, აქ თქვენ გაეცნობით პომპეელების ანტიკურ და დიდებულ შენობებს, რომლებიც პოპულარული იყო ჩვ. წ. აღ-მდე 1 ს. ნეაპოლი არის ნამდვილი პიცის - მარგარიტას სამშობლო, რომელიც მზადდება შეშის ღუმელში; ნეაპოლი არის გურმანების ნამდვილი სამოთხე, აქ თქვენ დააგემოვნებთ ახალ - ახალ ზღვის პროდუქტებს და გადაიღებთ სურათებს ვულკანი ვეზუვის ფონზე. დაბრუნება რომში. ღამისთევა რომის სასტუმროში.

 

დღე 6. რომი - ფლორენცია

საუზმე სასტუმროში. ექსკურსია ვატიკანის მუზეუმებში რუსულენოვანი გიდის თანხლებით. 
გამგზავრება ფლორენციის მიმართულებით. ტური იტალიის ულამაზეს და უმსხვილეს ქალაქში, რენესანსის სამშლობლოში. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები როგორიცაა, ლეონარდო და ვინჩი, დანტე, მიქელანჯელო, და მრავალი სხვა. საექსკურსიო ტური ფლორენციის ისტორიულ ცენტრში რუსულენოვანი გიდის თანხლებით. (სინიორიის მოედანი, პალაცო ვეკიო, სანტაქ მარია დელ ფიორეს ტაძარი, სანტა კროჩეს საკათედრო ტაძარი - ფლორენციელების მიქელანჯელოს, მაკიაველის, გალილეოს განსასვენებელი. თავისუფალიდ დრო. სურვილისამებრ უფიცის გალერეის დათვალიერება. განთავსება მონტეკატინი ტერმეს სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 7. ფლორენცია - სიენა - სან ჯემინიანო

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მონტეკატინი თერმეში ან სურვილისამებრ, დამატებითი ექსკურსია ქალაქ სიენაში + სან ჯემინიანოში ტოსკანიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ყველაზე მომხიბლველ ქალაქში: იტალიის ისტორიაში აქ პირველად შეიქმნა საფეხმავლო ზონა, ქალაქის ისტორიული ცენტრი , რომელიც გაშენდა ტერცას სამ გორაკზე: აქ ყველა კუთხეში გელოდება სურპრიზი, სან ჯემინიანო - იუნესკოს მიერ დაცული ქალაქი, ტოსკანიური არქიტექტურის მარგალიტი, სან ჯემინიანო მდებარეობს გორაკზე (სიმაღლე – 334 მ), რომელიც გადმოჰყურებს მდინარე ელსას. 11-13 ს. ს. 72 კოშკიდან, რომელიც აქ მცხოვრები მოსახლეობის ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენს შემორჩენილია მხოლოდ 15. ეს კოშკები მაგნიტივით იზიდავს მილიონობით ტურისტს მთელი მსოფლიოდან. ტრანსფერი სადგურში, გამგზავრება რომის მიმართულებით. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სატუმროში.

 

დღე 8.

 

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი რომის აეროპორტში 
------------

ტურის ღირებულებაში შედის:

▸ სასტუმროში განთავსება 3 *** საუზმით

▸ ტრანსპორტით მომსახურება მთლიანი ტურის განმავლობაში

▸ რუსულენოვანი წარმომდგენელი პირის მომსხურება ◎ ტურის განმავლობაში

▸ ექსკურსიები კვალიფიცირებულ რუსულენოვან გიდთან ერთად რომი, ფლორენცია, ვენეცია ვატიკანი

▸ გასეირნება სან მარინოში

▸ ავტობუსის ბილეთები

----------

ღირებულებაში არ შედის:

▸ ავიაბილეთის საფასური

 

 

ნებაყოფლობითი ექსკურსიები:

▸▸ ექსკურსია ნეაპოლი - პომპეი - 65 ევრო

 

▸▸ ვატიკანში შესასვლელი ბილეთები - 30 ევრო (რიგის გარეშე შესვლა, ყურსასმენები, სიქსტის კაპელა, წმ. პეტრეს ტაძარი)

 

▸▸ ექსკურსია სიენაში + სან ჯემინიანოში - 60 ევრო

▸▸ ექსკურსია პიზაში - 45 ევრო

▸▸ ყურსასმენები - 15 ევრო ერთ კვირაში 
ხურდა მძღოლისა და კომპანიის ასისტენტისათვის

 

დაგვიკავშირდით:

() ;

()

გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა